საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავი თბილისში სამხედრო აღლუმით აღინიშნა. აღლუმის გამო სპეცრაზმელთა მიერ იყო გადაკეტილი რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორია, სამხედროთა მსვლელობას კი, თვალ-ყურს ძირითადად მხოლოდ ხელისუფლების წარმოამდგენლები და ოფიციალურად მიწვეული სტუმრები ადევნებდნენ. დღევანდელ აღლუმს არ დასწრებია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
დამოუკიდებლობის დღის გამო, მოქალაქეებისადმი ოფიციალურ მიმართვამდე საქართველოს პრეზიდენტი თბილისში განვითარებულ ბოლო მოვლენებს გამოეხმაურა და ორი გარდაცვლილი ადამიანის ოჯახებს მიუსამძიმრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ”საქართველოს ფარგლებს გარეთ დაწერილი სცენარით ხდებოდა მცდელობა დამოუკიდებლობის 20 წლისთავის აღნიშვნის და აღლუმის ჩაშლის, საბოტაჟის და მასობრივი არეულობების გამოწვევის.” სააკაშვილის თქმით, სიტყვის თავისუფლება ”წმინდათა წმინდა ღირებულებაა,” თუმცა მასთან ბოლო დღეების მოვლენებს საერთო არაფერი ჰქონდა. ”ამ პოლიტკურ ლიდერებს, მცირერიცხოვანი ჯგუფებით სურდათ სწორედ სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე ხელის აღმართვა, ძალადობა და მსხვერპლი” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისიევ თქმით, საქართველო ”ოკუპანტს და მტრის ყველა პროვოკაციას საკადრის პასუხს გასცემს”.