ორშაბათს, 9 მაისს, ევროკავშირმა ევროპის დღე აღნიშნა - უფრო ზუსტად, „შუმანის დეკლარაციის“ 61-ე წლისთავი. როგორც ყოველთვის, გაიმართა ოფიციალური ღონისძიებები, იყო ოფიციალური გამოსვლები. თუმცა წელს საზეიმო განწყობას თან ახლდა ექსპერტების და პოლიტიკოსების ნაწილის მიერ გამოთქმული შეშფოთება ევროკავშირის დღევანდელი მდგომარეობის გამო.
ევროკავშირმა, როგორც პროექტმა, ნამდვილად შეძლო მშვიდობის და კეთილდღეობის მიღწევა: ევროპის ყოფილი მეტოქეები ერთი დროშის ქვეშ გააერთიანა, კონტინენტის მასშტაბით 25 ქვეყანას შორის მოშალა სასაზღვრო კონტროლი, 17 სახელმწიფოში კი ერთი ვალუტა - ევრო - შემოიღო. თუმცა, ამ მნიშვნელოვანი მიღწევების ფონზე, დღესდღეობით კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დგას - ასეთია ბევრი ანალიტიკოსის შეფასება.
ამ სირთულეებს მრავალი წახნაგი აქვს: ეკონომიკური პრობლემები; ევროს მოქმედების ზონაში - უწინარესად, საბერძნეთში, პორტუგალიასა და ირლანდიაში - შექმნილი კრიზისი და ამ კრიზისების მიმართ სხვა ქვეყნების სოლიდარობის ნაკლებობა; საფრანგეთის და იტალიის მისწრაფება შეზღუდონ შენგენის შეთანხმებით მიღწეული უსაზღვრებო ზონა და ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში მემარჯვენე-პოპულისტური პოლიტიკური ძალების გაძლიერება, თავიანთი ანტიიმიგრაციული და ნაციონალისტური რიტორიკით.
ევროპის დღე სათავეს იღებს 1950 წლის 9 მაისს, როცა საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა, ისტორიული მნიშვნელობის დეკლარაცია წარმოადგინა და ევროპის ქვეყნების გაერთიანებას ჩაუყარა საფუძველი.
ამ სიტყვაში რობერტ შუმანი გამოვიდა მოწოდებით ევროპაში სახელმწიფოთა გაერთიანების ახალი ფორმა შექმნილიყო და აღმოფხვრილიყო საფრანგეთსა და გერმანიას შორის არსებული მეტოქეობა. ორი მსოფლიო ომის მძიმე გამოცდილების შემდეგ შუმანმა ახლებური, მშვიდობიანი ევროპის ხედვა წარმოადგინა. შუმანის წინადადებების საფუძველზე ჩამოყალიბდა სუპრა-ეროვნული ერთობა, - ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება, - რამაც დაუდო კიდეც საფუძველი დღევანდელი ევროკავშირის შექმნას.
შესაბამისად, რობერტ შუმანი ევროკავშირის იდეის ერთ-ერთ მთავარ სულისჩამდგმელად ითვლება. ევროპის დღეს კი 1986 წლის შემდეგ ყოველწლიურად აღნიშნავენ 9 მაისს - შუმანის მიერ დეკლარაციის წაკითხვის დღეს.
თუმცა წელს, როგორც ვთქვით, საზეიმო განწყობა გარკვეულწილად დაჩრდილა უწინარესად ეკონომიკური ხასიათის პრობლემებით გამოწვეულმა შეშფოთებამ. ანალიტიკოსების ნაწილი - მაგალითად, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მომუშავე ევროპის საკითხების პროფესორი, ჯოზეფ ვეილერი - თვლის, რომ ევროკავშირის პოლიტიკოსებს სულ უფრო მეტად უჭირთ მოსახლეობასთან - მოქალაქეებთან - ურთიერთობა. როგორც ვეილერმა შუმანის დეკლარაციის 61-ე წლისთავისადმი მიძღვნილ, იტალიის ქალაქ ფლორენციაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ევროკავშირის - როგორც ინსტიტუტის - ლეგიტიმურობა კლების გზას ადგას და ევროკავშირის ინსტიტუტებსაც სულ უფრო მეტად უჭირთ მოქალაქეების მობილიზება.
ის პრობლემები, რომელთა შესახებაც ანალიტიკოსი საუბრობს, ბოლო ხანებში მართლაც გაღრმავდა. თუმცა, ამავე დროს, ბევრი იმასაც გეტყვით, რომ ევროკავშირი - როგორც პროექტი - არც არასოდეს წარმოადგენდა ხალხისთვის ღრმა და ემოციური დატვირთვის მქონე საკითხს. ევროკავშირს უფრო რაციონალური გონებით მიღწეულ გაერთიანებად თვლიან და არა გულით და ემოციებით ნაკარნახევ კავშირად. შესაბამისად, ევროკავშირის მოქალაქეები, რომელთა რიცხვი ნახევარ მილიარდს აღწევს, სიამოვნებით სარგებლობენ უსაზღვრებო მოგზაურობის შესაძლებლობით და ბევრ ქვეყანაში ერთი და იმავე ვალუტის მოხმარების კომფორტით, თუმცა ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ ისინი დიდწილად გულგრილნი რჩებიან.
ეს გულგრილობა ენთუზიაზმის იმ ნაკლებობაშიც გამოიხატა, რომლითაც შუმანის დეკლარაციის 61-ე წლისთავს მოქალაქეები გამოეხმაურნენ კონტინენტის მასშტაბით. ბრიუსელში, ევროკავშირის შტაბბინის წინ მდებარე რობერტ შუმანის მემორიალთან ამ დღის აღსანიშნავად ხალხი არ მისულა - როგორც სააგენტო ასოშიეიტედ პრესი იუწყება, 9 მაისს იქ მხოლოდ ბავშვები დასეირნობდნენ ველოსიპედებით. ბერლინში ერთ-ერთმა რადიოსადგურმა მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა ქუჩებში - მათ ჰკითხა, იცოდნენ თუ არა, რომ იმ დღეს ევროპის დღე იყო, ან შეძლებდნენ თუ არა წაემღერათ ევროპის ჰიმნი. გერმანიაშიც კი - ევროკავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელ და გავლენიან წევრ ქვეყანაში - ასეთი ხალხის პოვნა ძალიან რთული აღმოჩნდა. ის, რომ იმ დღეს ევროპის დღე იყო, გამოკითხულთაგან არავინ იცოდა და თორმეტიოდე პირიდან მხოლოდ ერთმა შეძლო ეთქვა, რომ ევროკავშირის ჰიმნია „ოდა სიხარულს“ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიიდან (ერთმა ქალმა ეს მელოდია ევროვიზიის სასიმღერო კონკურსის ჰიმნად მიიჩნია).
ევროპის დღის მიმართ სახალხო ენთუზიაზმის ნაკლებობა ევროკავშირის პრეზიდენტს, ჰერმან ვან რუმპეს დიდ პრობლემად არ მიაჩნია: „ეს დღე უქმედ რომ დაგვეწესებინა, მაშინ ხალხს ამის შესახებ ეცოდინებოდა. ეს არ არის დიდი მნიშვნელობის საკითხიო“, - განაცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში და დასძინა: „თუ ხალხმა იცის, რომ ევროკავშირი მათი კეთილდღეობის და დასაქმებულად ყოფნისთვის არის მნიშვნელოვანი, ეს საკმარისზე მეტიაო“.
გამოშვების ბოლოს ერთ ცნობასაც მოგაწვდით: მაშინ, როცა ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები შუმანის დეკლარაციის დღის მნიშვნელობაზე საუბრობენ, საფრანგეთის სან-ბენუას ინსტიტუტი ცდილობს რომის კათოლიკური ეკლესიის მხრიდან შუმანის წმინდანად შერაცხვას მიაღწიოს. ინსტიტუტი ქალაქ მონტინი ლე მეცშია განთავსებული, სადაც შუმანმა სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა, და ის ამ ერთადერთი მიზნით - შუმანის წმინდანად შერაცხვისთვის - დაარსდა 1988 წელს.
ინსტიტუტის გამოცემების თანახმად, შუმანი „სამაგალითო ქრისტიანი“ იყო როგორც პირად ცხოვრებაში, ისე „თავისი პოლიტიკის სიწმინდით“ და ყველაფერი გააკეთა, რათა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის მსგავსი კიდევ ერთი კონფლიქტი არ დაეშვა.
ვატიკანი შუმანის შემთხვევას უკვე 21 წელიწადია შეისწავლის, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შუმანის რწმენის სიმტკიცეს და კეთილ საქმეებს ბევრი რამ ადასტურებს, მისი წმინდანად შერაცხვისთვის მნიშვნელოვანმა წინაღობამ იჩინა თავი - მის მიერ მოხდენილი სასწაულის არარსებობამ.
ამ თემას ევროპის საკითხების საინფორმაციო და ანალიტიკური ვებსაიტი - euobserver.com-ი - აშუქებს. საიტმა ევროკავშირში ვატიკანის საელჩოსგან მიიღო ინფორმაცია, რომ ნეტარად შერაცხვისთვის, ანუ ბეატიფიკაციისთვის, ერთი სასწაულია საჭირო, წმინდანად შერაცხვისთვის - ორი. მიმდინარე წლის პირველ მაისს რომის კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა, პაპმა ბენედიქტე XVI-მ ნეტარად გამოაცხადა თავისი წინამორბედი, პაპი იოანე პავლე მეორე, რომელსაც ფრანგი მონაზვნის პარკინსონის დაავადებისგან განკურნებას მიაწერენ.
პაპი იოანე პავლე მეორე, მოგეხსენებათ, იმ როლითაც არის ცნობილი, რომელიც მან ცივი ომის შემდგომი ევროპის გაერთიანებაში შეასრულა. თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის გამაერთიანებლის, ევროკავშირის დამაარსებლის, რობერტ შუმანის წმინდანად აღიარება ნაკლებად სავარაუდოდ რჩება. როგორც იუწყებიან, ვატიკანი განსაკუთრებით ფრთხილად მოქმედებს, როცა საქმე პოლიტიკოსებს ეხება, მათი გამორჩეულობის თუ დამსახურებების მიუხედავად.