აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დღეს მოსკოვში შეხვედრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან და სხვა ლიდერებთან. ბაიდენმა მასპინძლები დაარწმუნა, რომ აშშ მხარს უჭერს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. „აქტიურად ვმუშაობთ, რათა ეს პროცესი 2011 წელს დასრულდესო“ - უთხრა ბაიდენმა ვიცე-პრემიერ იგორ შუვალოვს. ამ განცხადებამდე ბაიდენმა და შუვალოვმა უხელმძღვანელეს შეთანხმების დადებას რუსეთის „აეროფლოტსა“ და ამერიკულ „ბოინგს“ შორის. ამ შეთანხმების თანახმად, „აეროფლოტი“ 2.2 მილიარდ დოლარად რვა, გრძელი მანძილის ბოინგ B-777-ს შეიძენს. დღეს მოგიანებით ბაიდენი პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს უნდა შეხვდეს. განსახილველ საკითხებს შორის არის ლიბიაში არსებული კრიზისი და აშშ-ის გეგმა ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემის აგების თაობაზე. პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს ბაიდენი ხუთშაბათს შეხვდება.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1