Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

საბჭოთა გმირების ახლებით ჩანაცვლება


ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბჭოთა ბელადების ძეგლები თუ ბიუსტები საერთოდ არ გვხვდება, თუმცა მრავლადაა პანოები და მოზაიკები, რომლებიც საბჭოთა იმპერიის ელემენტებითაა გაჯერებული. მაგალითად, ზუგდიდის ფოსტის შენობის ერთი კედელი მთლიანად დაფარულია მუქი ნაცრისფერი რკინის ნაჭრით, რომელზეც, ნამგლისა და უროს გარდა, მრავლადაა მტრედები, ბავშვები და შრომის იარაღები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობათა სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ეკა თოდუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საბჭოთა სიმბოლიკიანი პანოებისა და მოზაიკური კედლების ჩანაცვლება სულ მალე დაიწყება.
სამეგრელოს თითქმის ყველა ქალაქსა თუ სოფელში, ისე როგორც დანარჩენ საქართველოში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალებს ახლაც შეხვდებით. სოფელი კახათი პირველია, სადაც გმირთა მემორიალი გარდაიქმნება, უფრო სწორად, განადგურდება. ზუგდიდის არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ პროექტი უკვე მზადდება და ძველებს ახალი გმირებით ჩაანაცვლებენ.
საბჭოთა სიმბოლიკიანი პანოებისა და მოზაიკით მოპირკეთებული კედლების განადგურებაზე თანამოქალაქეები სხვადასხვა აზრის არიან. ნაწილი ამბობს, რომ წითელი იმპერიის გასახსენებლად მათი ჩანაცვლება არ უნდა მოხდეს, ნაწილს კი, უბრალოდ, აღიზიანებს ყველაფერი, რაც საბჭოთა ხანას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG