15 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტების დირექტორი. მან ილაპარაკა ათსწლეულის გამოწვევის პროგრამის მიმდინარეობის მონიტორინგის შედეგებზე. ნინო ევგენიძის თქმით, ”პროექტი გადარჩა”, თუმცა, მისი მართვა სერიოზული ხარვეზებით ხდებოდა. აშშ-სა და საქართველოს შორის 2005 წელს გაფორმებული შეთანხმების მოქმედების ვადა 2011 წლის 7 აპრილს იწურება. აპრილის ბოლოს კი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი წარმოადგენს პროგრამის ეფექტიანობის შესახებ საბოლოო კვლევას.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1