ცნობამ, რომ ორ კორეულ სახელმწიფოს შორის სამხედრო ინციდენტი მოხდა, შეიძლება ვინმე შეაშინა, რომ კვლავ დაიწყება ომი ორ ქვეყანას შორის, რომლებიც ორნი არიან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თორემ ისტორიულად ერთი ქვეყანაა.
უკიდურესად დაიძაბა ვითარება ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე, ყვითელ ზღვაში. მიღებული ცნობების თანახმად, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს დასავლეთის საზღვაო საზღვარზე, რასაც სამხრეთმა კორეამ ცეცხლითვე უპასუხა. რა შეიძლება იდგეს მათ შორის ომის შემდეგ ყველაზე სერიოზული ინციდენტის უკან? რატომ ვერ ხერხდება ერთი ტომის ორი ხალხის დაახლოება? რა ისტორიული ფონი აქვს ფხენიანისა და სეულის მტრობას?
სამშაბათის ინციდენტის ადგილი კუნძული იონპჰენდო იყო. ის იმ 38-ე პარალელის სამხრეთით მდებარეობს, რომელიც ყოფს ერთმანეთისგან სამხრეთ კორეას და ჩრდილოეთ, სახალხო დემოკრატიულად წოდებულ, რესპუბლიკას. 38-ე პარალელზე გადის საზღვარი, როგორც ბერლინის კედელი, რომელიც თითქმის 55 წლის მანძილზე იდგა. უფრო გამძლე გამოდგა კორეის ორი ქვეყნის დამაშორებელი ზოლი, ვიდრე გერმანიისა. საბჭოთა კავშირის დაშლამ გერმანიის კვლავ გაერთიანება მოიტანა, მაგრამ აზიის აღმოსავლეთში „პერესტროიკა“ არ დაწყებულა იმ ფორმით, როგორც საბჭოთა კავშირში მოხდა. ამ რეგიონში რეფორმატორები, ჩინეთის ხელისუფალნი, ეკონომიკის სფეროში გადავიდნენ კაპიტალისტურ რელსებზე, თორემ პოლიტიკურად ჩინეთი კვლავ სოციალისტური ქვეყანაა და ასეთივედ რჩება ჩრდილოეთ კორეა, პეკინის გავლენის ქვეშ მყოფი „არადემოკრატია“. ამ იდეოლოგიურმა დაპირისპირებამ გამოიწვია ის სასტიკი ომი, რომელიც კორეელებს ჰქონდათ ერთმანეთთან მე-20 საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში.
ვენის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ აზიის საზოგადოებისა და ეკონომიკის კვლევის პროფესორი რიუდიგერ ფრანკი ფიქრობს, რომ ევროპაში დასრულებული ცივი ომი აზიაში ჯერ კიდევ გრძელდება:
„ისტორიული თვალსაზრისით, ცხადია, რომ ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის მუდმივად მზარდმა დაშორებამ ის მოიტანა, რომ დაპირისპირება მათ შორის სულ უფრო დიდია. ჩრდილოეთ კორეის შესაძლებლობა შეეჯიბროს სამხრეთს სულ უფრო მცირდება და ლამის ერთადერთ საშუალებად სამხედრო გზა და აგრესია რჩება. ამას ის ემატება, რომ ორ კორეას შორის კონფლიქტი ნაწილია უფრო დიდი კონფლიქტისა. მას ადრე ცივი ომი ეწოდებოდა. ევროპაში ეს ომი დასრულდა, მაგრამ აღმოსავლეთ აზიაში - არა. ამიტომ არსებობს დიდი შესაძლებლობა, რომ დაიწყოს ახალი ცივი ომი ჩინეთსა და აშშ-ს შორის და კორეა მასში იქნეს ჩართული“.
როგორი შეიძლება იყოს ცივი ომი 21-ე საუკუნეში?
„ცხადია, - ამბობს რიუდიგერ ფრანკი, - ცივი ომი 21-ე საუკუნეში განსხვავდება 50-იანი თუ 60-იანი წლების ცივი ომისგან, მაგრამ პრინციპი იგივე რჩება. საქმე ეხება ლიდერობას, სულ მცირე, რეგიონში. დაპირისპირება დღეს სხვაგვარად წარიმართება, უფრო დიპლომატიური და ეკონომიკური გზით, მაგრამ ასეთ დაძაბულ არეალებში შეიძლება საომარი დაპირისპირებაც მოხდეს“.
მეორე მსოფლიო ომამდე კორეა იაპონიის მბრძანებლობის ქვეშ იყო. მეორე მსოფლო ომში იაპონია დამარცხდა და კორეასაც მიეცა შანსი დამოუკიდებლობისა, მაგრამ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო, იდეოლოგიურად - მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა შორის. დღევანდელი კომუნისტური ნაწილი დაიკავა საბჭოთა კავშირმა, სამხრეთი კი - აშშ-მა. იალტის კონფერენეციამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანა გაერთიანებულიყო, მაგრამ არ დაუდგენია თარიღი. როცა ომის შემდგომ ძველმა მოკავშირეებმა ერთმანეთს ცივი ომი გამოუცხადეს, ამ 38-ე პარალელმა დაიწყო უკვე ისტორიაში ნორმად შესვლა. ის გახდა, როგორც ვთქვით, სადემარკაციო ზოლი, რომელიც დღემდე მოქმედებს, თუმცა 1947 წელს გაერომ ჩაიბარა მანდატი, კორეა გაეერთიანებინა. აშშ-მა ერთი წლის შემდეგ არჩევნები დანიშნა და ჩაატარა კიდეც, რასაც მოსკოვმა მხარი არ დაუჭირა. სამხრეთ კორეამ არჩევნების შემდეგ გამოაცხადა რესპუბლიკა, რასაც ჩრდილოეთის კომუნისტური ძალების რეაქცია მოჰყვა: დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკა ეწოდა კორეის მათ ხელში მყოფ ნაწილს. მალევე აშშ-ის და საბჭოთა ჯარებმა ნახევარკუნძული დატოვეს.
საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ჩრდილოეთ კორეა დიქტატურა იყო და დიქტატურადვე დარჩა. სამხრეთ კორეა პროამერიკული ძალების მიერ იმართებოდა. იმ ეტაპისთვის - თუ რაოდენობით ვიმსჯელებთ, დღესაც ასეა - კომუნისტური კორეა ბევრად უკეთ იყო შეირაღებული და ბევრად დიდი არმია ჰყავდა.
რა მოჰყვება ახლანდელ ინციდენტს, ახლა ვერავინ განსაზღვრავს, მაგრამ მაშინ, 1950 წელს, იმის იმედით, რომ სამხრეთს აშშ მხარს არ დაუჭერდა, ჩრდილოეთ კორეამ გაბედა და გადალახა სადემარკაციო ხაზი, შეიჭრა მეზობლის ტერიტორიაზე და საკმაოდ დიდ ნაწილი, დედაქალაქ სეულის ჩათვლით, დაიკავა. ასე დაიწყო კორეის ომი.
ვენელი პროფესორი რიუდიგერ ფრანკი ამბობს, რომ დღესდღეობით ვერავინ ახერხებს ორ კორეას შორის დაპირისპირებაში ჩარევას:
„ჩრდილოეთ კორეამ წლების განმავლობაში გამოავლინა იმის უნარი, რომ დაენახა მეზობელი ქვეყნების სისუსტეები. ჩინეთს,როგორც მზარდ ძალას რეგიონში, დღეს აქვს დიდი პრობლემა, იყოს, ამასთანავე, მშვიდობიანი, პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე პარტნიორი. ჩრდილოეთი კორეა ჩინეთს მოკავშირედ მიიჩნევს. ბევრი პატარა ქვეყანა, რომლებიც ისურვებდნენ ჩინეთის მფარველობის ქვეშ ყოფნას, ახლა აკვირდებიან, როგორი იქნება ქმედება ჩრდილოეთ კორეის მიმართ. თუ ჩინეთი დაჰყვება საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლას და აიძულებს ჩრდილოეთ კორეას მოიქცეს, როგორც მას სურს, ეს ჩინეთის აგრესიულ მოქმედებად შეფასდება და ნდობა მისდამი, როგორც მშვიდობიანად გაძლიერების მოსურნე ქვეყნისადმი, დასამარდება. ამას ჩინეთი ვერ დაუშვებს. თუკი ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლა ამ რეჟიმის დაშლას გამოიწვევს და კორეა გაერთიანდა, საკითხავია, ვის მხარეს იქნება ეს გაერთიანებული კორეა. დღეს ამ შეკითხვაზე ძნელია პასუხის გაცემა. ჩინეთს სწორედ ამიტომ სჭირდება დროის მოგება. ათ წელიწადში ვითარება ცხადი იქნება - გაერთიანებული კორეა აშკარად ჩინეთის მხარეს დადგება. დღეს კი ის ჩინეთსა და აშშ-ს შორის იყოყმანებდა“.
ფრანკი თავის ნათქვამს დასძენს, ასევე ფიქრობენ ვაშინგტონშიო. აშშ-ს აწუხებს ბირთვული საკითხი, იარაღის გაუვრცელებლობა და არა კორეის გაერთიანება, რადგან მართლაც არაა ცხადი, ვის მხარეს იქნებოდა გაერთიანებული კორეა.
1950-53 წლების ომში ჩაერთო არაერთი ქვეყანა, პირველ რიგში - ჩინეთი და აშშ, ასევე, საბჭოთა კავშირი. დასავლეთის მხარეს მებრძოლი ქვეყნების ჯარები გაეროს მანდატით მოქმედებდნენ. მასში გაერთიანებული იყო ყველა: საფრანგეთი და ბრიტანეთი, კანადა და ბელგია, ავსტრალია და თურქეთი. თავიდან კომუნისტური არმია წარმატებული იყო, მაგრამ მოგვიანებით, ომში აშშ-ის ჩართვის შემდეგ, სამხრეთმა იმძლავრა. მხარეები ბოლოს იმავე 38-ე პარალელზე შეჩერდნენ და ომიც დასრულდა. გეოპოლიტიკურად ვითარება არ შეცვლილა, საზღვარი იმავე ადგილზე დარჩა. დიდი ზარალი ნახა სამოქალაქო მოსახლეობამ - სამი მილიონი ადამიანი დაიღუპა. საბრძოლო მოქმედებისას ნახევარი მილიონი კორეელი ჯარისკაცი დაეცა.
ამ ომში აქტიური როლის თამაში ეკისრებოდა მოსკოვს. ხომ არ პასიურობს რუსეთი ახლა? - ვკითხეთ ვენის უნივერსიტეტის პროფესორს, რიუდიგერ ფრანკს. მისი თქმით, პირიქით, მოსკოვს სწორედ ამ საკითხში სურს, ითამაშოს უფრო დიდი როლი:
„ეს იმის გამოც ხდება, რომ მოსკოვს არა მხოლოდ ამ რეგიონში, მსოფლიო არენაზე წინა რიგებში დაბრუნება სურს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის როლი მსოფლიოში ძალიან შეიკვეცა და ახლა ცდილობს, ის უკან დაიბრუნოს. კორეა ამისათვის საინტერესო არეალია და ამიტომაც ვხედავთ მოსკოვიდან მომავალ კონსტრუქციულ წინადებებს. მოსკოვს ნაკლებად აქვს უშუალო ინტერესი კორეაში, მაგრამ მისი გამოყენება იმისთვის უნდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში კვლავ, ასე ვთქვათ, პირველ ლიგაში გადავიდეს. რუსეთის შესაძლებლობები ძალიანაა შეზღუდული. ჩრდილოეთ კორეას მიაჩნია, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან საინტერესო პარტნიორები აშშ და ჩინეთი არიან. სხვებს ფხენიანში სერიოზულად არ უყურებენ“.
დღეს, როცა მათი საზღვარი ერთობ მყარია, ორივე მხარეს მილიონამდე სამხედრო დგას. აღსანიშნავია ის, რომ 2007 წელს ორივე კორეის მეთაურებმა სამშვიდობო განცხადებას მოაწერეს ხელი, რაც უკანასკნელი ნაბიჯი იყო სამშვიდობო შეთანხმებისკენ, რომელიც დღემდე არ არის მიღწეული. პირიქით, ბოლო ინციდენტი იმაზე მეტყველებს, რომ ფხენიანი, ყოველ შემთხვევაში, ჯერ შერიგებაზე არ ფიქრობს... და ჩარევაც არავის შეუძლია. ესაა მთავარი პრობლემაო, გვითხრა რიუდიგერ ფრანკმა, რომელიც აცხადებს, რომ ჩინეთს და აშშ-ს არ სურთ ერთმანეთთან კონფლიქტი, მაგრამ ჩრდილოეთ კორეას მათი კონფლიქტში ჩათრევა უნდა.
ხუთშაბათს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, იონგ ლეიმ, იმედი გამოთქვა, რომ ორივე მხარე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მეტად იზრუნებს. მანვე თქვა, რომ პეკინს და ვაშინგტონს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ კორეის ნახევარკუნძულზე და ამ ორი მოთამაშის კონფლიქტში ჩათრევას ფხენიანი, რომელიც ამ საქმეში პოლიტიკური და ეკონომიკური მოგების ნახვას ესწრაფვის, ვერ ახერხებს. ჩრდილოეთ კორეამ დაინახა, რომ ორი კორეის გაერთიანება ახლა არავის სურს და ამიტომ იქცევა აგრესიულად - იცის, რომ ამ ეტაპზე მასზე ხელს არ აღმართავენო, დაასკვნის რიუდიგერ ფრანკი.