Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე


საქართველოს სტენდი "მადი ტრეველ მარკეტზე"
საქართველოს სტენდი "მადი ტრეველ მარკეტზე"
ვისაც მოგზაურობა სურს და ვინც - სხვებს სთავაზობს სამოგზაურო სამსახური პრაღაში, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის საგამოფენო ცენტრში, „ვისტავიშჩეზე“ შეიკრიბა. 3-4 ნოემბერს აქ საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით „მადი ტრეველ მარკეტი“ ჩატარდა. თავისი საქმიანობა წარმოადგინა მსოფლიოს 300-მდე ფირმამ ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც მასპინძელი არსებობს და სტუმარსაც ჩაესვლება. აქაა საქართველოს კუთხეც, სადაც ერთად არიან ტურიზმის სახელმწიფო სააგენტო და ორი კერძო კომპანია - „გეორგიკა ტრეველი“ და „ტრეველშოპი“.

ბუნებრივია, უდიდესია ჩეხეთის განყოფილება, დიდი სტენდები უკავიათ სლოვაკეთსა და უნგრეთსაც. საქართველოს კუთხის გვერდით დაინახავთ გერმანიის, აშშ-ის, იტალიის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების ფირმათა სტენდებს; ანუ მათ, ვინც ყიდის პროდუქტს, ეძებს კლიენტს ან პარტნიორს.
საქართველოს სტენდი "მადი ტრეველ მარკეტზე"

როცა რადიო თავისუფლება საქართველოს კუთხეს ეწვია, იქ იყო ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ნინო ნაკაშიძე, რომელმაც ილაპარაკა იმაზე, თუ რას აკეთებს საელჩო საქართველოში ტურიზმის პოპულარიზების საქმეში. მასთან ერთად საქართველოში ტურისტული მრეწველობის განვითარებაზე ვესაუბრეთ საქართველოს ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეს ნატალია ფარცხალაძეს. ტურიზმის სფეროში არსებულ მიღწევებსა და პრობლემებზე თავიანთ შეხედულებებს გვიზიარებენ „გეორგიკა ტრეველის“ კულტურული პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ჭანტურია და ამავე ფირმის ტუროპერატორი ნათია გაბუნია, კომპანია „ტრეველშოპის“ წარმომადგენელი ნიკოლოზ მანჯგალაძე.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG