პატიმართა მიმართ არაადამიანურად მოპყრობის ფაქტების გადამოწმებისა და ვითარების ადგილზე გარკვევის მიზნით, ”თავისუფალი დემოკრატები” პარტიის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის ქსნის კოლონიაში შეშვებას ითხოვენ. დეპუტატი ორშაბათს, 25 ოქტომბერს პირადად შეუდგება ამისათვის საჭირო სპეციალური პროცედურის გავლას.
”პარლამენტის ნებისმიერ წევრს შეუძლია, მიმართოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს და მისი მეშვეობით შემდეგ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. ანუ ორი ნაბიჯი უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ნებართვის აღების პროცედურა ცოტა გართულებულია, ყველა შემთხვევაში, ყველა გზა მიდის პარლამენტის თავმჯდომარემდე. სწორედ მან უნდა გასცეს ეს ნებართვა”.
პროცედურას საშუალოდ 10 დღე სჭირდება, თუმცა როგორც დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, აქამდე განხორციელებული არაერთი მცდელობის მიუხედავად, მან ამა თუ იმ პენიტენციალურ დაწესებულებაში შესვლის ნებართვა ვერც ერთხელ ვერ მოიპოვა. აქვე დავაზუსტებთ, რომ ნებართვა, რომლის მიღებასაც იგი ამჯერადაც ცდილობს, ზოგადად ერთჯერადია და ზედმიწევნით უნდა მოიცავდეს იმ განმარტებას, სად, ვისთან და რა მიზნით შედის ესა თუ ის დეპუტატი საპატიმროში. საპატიმრო, ამ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქსნის კოლონიაა, სადაც არაერთი ასარასმთავრობო ორგანიზაციის, ადვოკატისა თუ პოლიტიკური პარტიის ცნობით, აგვისტოდან მოყოლებული გახშირდა პატიმართა ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტები. ნაცემი პატიმრების ვარაუდით, მათდამი ამგვარი მოპყრობა განპირობებულია იმ საჩივრებით, რომლებითაც ისინი სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
”არც იუსტიციის სამინისტროს, არც პენიტენციალური სისტემის წარმომადგენლებს საზოგადოებისთვის ანგარიში არ ჩაუბარებიათ რეალურად მოხდა თუ არა ამგვარი დარღვევები და რა რეაგირება მოჰყვა; დაიწყო თუ არა გამოძიება. ჩვენი აზრით, უკვე დროა საზოგადოებამ, ყველამ გულთან ახლოს მივიტანოთ ამ პატიმრების სატკივარი და რეალურად გავერკვეთ, თუ რა მდგომარეობაშია საქართველოში პენიტენციალური სისტემა, და თუკი ასეთი დარღვევები ხდება, მასზე აუცილებლად სწრაფი, სამართლებრივი რეაგირება უნდა იყოს”, - აღნიშნავს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია, რომლის განმარტებითაც, დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის მოვალეობაა შექმნილ ვითარებაში, გარემოებათა ადგილზე შესწავლა, ნაცემ პატიმრებთან გასაუბრება და შესაბამისად, პატიმართა მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
ინფორმაციული ვაკუუმი კი, რომელიც ამ სფეროში არსებობს, ექსპერტთა და პოლიტიკოსთა აზრით, დიდწილად განპირობებულია პენიტენციალური დაწესებულებების მონიტორინგის არაქმედითი მექანიზმით. პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში შესვლის უფლება აქვთ სახალხო დამცველს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პროკურატურის წარმომადგენლებს; ასევე, საგანგებო ნებართვის საფუძველზე - პარლამენტის წევრებსაც. მათგან ერთ-ერთი ”ქართული დასის” ლიდერი ჯინდი ბაღათურია, პატიმართა ფაქტების შესწავლის მიზნით, მონიტორინგის სპეციალური საპარლამენტო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.
”მე მარტოც შევძლებ ამას, რასაკვირველია, მაგრამ სასურველია ჩემს კოლეგებთან ერთად ჯგუფი შეიქმნას. ამ ჯგუფს უნდა ჰქონდეს ანონიმურად მუშაობის საშუალება პატიმრებთან და ასევე ჯგუფს უნდა ჰქონდეს უფლება, თუკი დადასტურდა რომელიმე კოლონიაში თუნდაც ერთი პატიმრის ცემის, ან შეურაცხყოფის ფაქტი, უმკაცრესი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს კოლონიის ხელმძღვანელობისა და ამ აქტში მონაწილე ადამიანების”.
დეპუტატი ჯონდი ბაღათურია სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ ინიციატივას პარლამენტის უახლოეს სხდომაზე, სამშაბათს, 26 ოქტომბერს დააყენებს. ქართული დასის ლიდერის თქმით, პატიმართა ცემის შესახებ ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ინფორმაცია რუსთავის კოლონიიდან ვრცელდება.
რაც შეეხება ქსანს, როგორც სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია იმნაძე განმარტავს, ქსნის საერთო რეჟიმის დაწესებულებაში აშენების დღიდან იყო პატიმრებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები. ამ ფაქტების შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა პატიმართა ზეპირი განცხადებებით იცოდნენ, თუმცა კონფიდენციალობას მათივე თხოვნით ინარჩუნებდნენ. პატიმრებმა ამაზე ხმამაღლა საუბარი დირექციის შეცვლის შემდეგ გაბედეს.
”შესაბამისად მოვახდინეთ ჩვენც რეაგირება. ყველა მასალა არის პროკურატურაში, გამოძიება დაწყებულია. ახლა მთავარია, გამოძიება რაღაც შედეგამდე მივიდეს და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ახალი დირექცია, რა თქმა უნდა, გვეუბნება, რომ პრობლემების საქმის კურსშია და ეცდება, ყველანაირად გამოასწოროს; თუ დარჩენილია ძველი თანამშრომელი, რომელიც პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობდა, მას გაათავისუფლებს და ასე შემდეგ... თუმცა ეს არ არის საკმარისი მანამ, სანამ გამოძიების შედეგები არ იქნება ცნობილი”.
საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნათია იმნაძე ამბობს, რომ პატიმართა ცემის შესახებ ცნობილია რამდენიმე სხვა დაწესებულებაშიც, რაზეც სახალხო დამცველის აპარატი თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს.