20 ოქტომბერს გაეროს სტატისტიკის განყოფილება, მისი რეგიონალური ოფისები და გაეროს წევრი 192 ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურები სტატისტიკის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მნიშვნელოვან თარიღს შეცვლილი სტატუსით შეხვდა. კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად, სამსახური გამოვიდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებიდან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნდა. რა მოუტანა საქსტატს დამოუკიდებლობამ და რამდენად სანდოა მისი პროდუქცია?
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, იგივე საქსტატი, სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი დაწესებულებაა. 2004 წლიდან სამსახური ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდა, რის გამოც მის პროდუქციას საზოგადოების დიდი ნაწილი უნდობლობით ეკიდებოდა. ვითარება შეიცვალა 2009 წელს, პრემიერ-მინისტრად ნიკა გილაურის დანიშვნის შემდეგ.
„მთავრობას არ აწყობს ინფორმაციის დამალვა, რაც უნდა ცუდი იყოს, რადგანაც ადრე თუ გვიან ეს ფაქტი გამჟღავნდება“ - ნიკა გილაურმა ეს განცხადება შარშან პარლამენტში, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე გააკეთა, სულ მალე კი, 2009 წლის 11 დეკემბერს, “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონში“ შევიდა ცვლილებები, რომელთა მნიშვნელობის შესახებ განმარტება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა გააკეთა:
„ეს მოდელი არის, ალბათ, ყველაზე ახლოს აბსოლუტურ დამოუკიდებლობასთან. მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ სტატისტიკა თავისუფლდება აღმასრულებელი ხელისუფლების განვლენისგან.“
კანონში შეტანილი ცვლილებები ძალაში 2010 წლის პირველ თებერვალს შევიდა. საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებულ საქსტატს, როგორც მისი აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე განმარტავს, 8 კაცისაგან შემდგარი საბჭო მართავს; ამასთან, ჰყავს 400-მდე ინტერვიუერი, ხოლო ყოველწლიურად მის კვლევებში 14 ათასამდე საწარმო მონაწილეობს.
„ყოველგვარი ზედმეტი ადმინისტრაციული ბარიერის გარეშე, პირდაპირი ურთიერთობა გვაქვს ძირითად რესპონდენტებთან. ეს არის ევროსტატის რეკომენდაციით შექმნილი სამსახური და განხორციელებული რეფორმა. შესაბამისი ფორმატით ვურთიერთობთ ბიზნესასოციაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა ჩვენს მომხმარებლებთან“, უთხრა რადიო თავისუფლებას ზაზა ჭელიძემ.
თუმცა მაინც საკითხავია, რამდენად ადეკვატურად აისახა კანონში შეტანილი ცვლილებები საქსტატის პროდუქციის ხარისხზე, ანუ რამდენად ობიექტურია და სანდო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ გატარებული რეფორმა ვითარების რადიკალური გამოსწორებისთვის საკმარისი არაა:
„არ მგონია, რომ დღეს სტატისტიკის სამსახური სრულყოფილად თავისუფალი იყოს, როგორც აშშ-ში ან ეკონომიკურად განვითარებულ სხვა ქვეყნებში. სტატისტიკის დეპარტამენტის გამართული და ობიექტური მუშაობა არის მთავრობის პოლიტიკური ნების საკითხი. და თუკი ასეთი ნება იქნება, ამის შემდეგ წინა პლანზე გადმოდის პროფესიონალიზმის პრობლემა.“
პროფესიონალი კადრების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრებიც. გია ჯანდიერის თქმით, კანონი საქსტატს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აძლევს შესაძლებლობას საკუთარ თანამშრომლებს დაუნიშნოს ნებისმიერი სიდიდის ხელფასი - შესაბამისად, მოიზიდოს მაღალი კვალიფიკაციის კადრები და ამით გააუმჯობესოს მუშაობის ხარისხი. ამასთან, ორგანიზაციას, ნორმალური მუშაობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად, ასევე უფლება აქვს ჰყავდეს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც გარანტირებულს გახდის მისი მეთოდოლოგიის სისწორეს, თუმცა, გია ჯანდიერის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია სიახლე, რომელიც საქსტატს ყველა მოპოვებული და არა მხოლოდ გადამუშავებული ინფორმაციის გამოქვეყნებას ავალდებულებს.
„ეს იმისთვისაა საჭირო, რომ სხვა კვლევით სამსახურებს საშუალება მიეცეთ დაამუშაონ მონაცემები და აწარმოონ ალტერნატიული კვლევები. ასეთი რამ არა მარტო საქსტატის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, არამედ კონკურენციაში ყოფნასაც. საქსტატს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ მთელი ქვეყანა მისი მონაცემების იმედადაა, მაგრამ ამის გასაკეთებლად საჭიროა მენეჯმენტის გაუმჯობესება, რათა არ იყოს ისე, როგორც იყო აქამდე: სტატისტიკის სამსახური იყო ბიუროკრატიული ორგანო, რომელიც დღენიადაგ იმის ფიქრში იყო, რომ თუ არ გამიბრაზდებიან, კი გამოვაქვეყნებ რაღაცას, მაგრამ თუ გამიბრაზდებიან, ამასაც არ გამოვაქვეყნებ“, უთხრა გია ჯანდიერმა რადიო თავისუფლებას.