დევნილები ორგანიზებას იწყებენ და სამოქალაქო მოძრაობას იურიდიული ფორმალობების გავლით აფუძნებენ. ორგანიზაციის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ათი პროცენტი მოიცვას.
მუშტაიდის მახლობლად, რამდენიმე ნაძვის ჩრდილში…
„დავეტევით როგორმე...“
საქართველოს ყრუთა კავშირის სამსართულიანი შენობის ფონზე, დევნილები ორგანიზაციას ქმნიან.
„სახელი მისაღებია? – „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა“... - გავაგრძელოთ მაშინ…“
წრიულად ჩამდგარი დაახლოებით 100-მდე ადამიანი ძირითადად ჩუმად ისმენს დოკუმენტებით შეიარაღებული ლაშა ჩხარტიშვილის გამოსვლას. ჩხარტიშვილი სადამფუძნებლო წესდების კითხვას იწყებს, წესდებისა, რომელიც თავად დაწერა, ამობეჭდა და ახლა თავადვე კითხულობს.
„მნიშვნელოვანია მოსმენა. ეს დოკუმენტი არის თქვენი. იქნებ მე რამე შემეშალა. ამიტომ აუცილებელია ყურადღებით მოუსმინოთ და იცოდეთ რაზე აწერთ ხელს.“
მოკლედ, რაობა, ორგანიზაციის მიზნები, დებულებები, წევრთა არჩევა, დანიშვნა, საპატიო წევრები, გარიცხვა, ჩარიცხვა, არჩევნები, საწევრო... მოკლედ, მიდის სია... არ ჩერდება… სადღაც ნახევარ საათზე მეტხანს... ხშირად მონოტონური იურიდიული ტერმინოლოგია... დევნილები საუბრობენ შიგადაშიგ…
დევნილი: „მარტო მაინც ვერას გავხდებით…“
ლაშა ჩხარტიშვილი: „გახდებით, თუ ერთად იბრძოლებთ. ვიღაცის იმედზე არ უნდა იყოთ, პარტიების და ვიღაცების იმედზე.“
ბოლოს და ბოლოს, მიადგნენ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის დაკომპლექტებას. აქ ქაოსი არაა - დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს ლიდერები, როგორც ჩანს, გამოკვეთილი ჰყავს…
„ირაკლი, ირაკლი მისაღებია... კი, მიღებულია, ირაკლი წიქორია.“
ლიდერების არჩევის პარალელურად, დოკუმენტაციის შევსება მიდის. დოკუმენტაცია რამდენიმე ფოლდერში... ხან ერევათ, რომლის მერე ფორმალურად რა მოდის. ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე ფურცელი ხალხისკენ იძვრება.
„ვაიმე, რამდენჯერ ვავსებთ ამას, თავიდან უნდა შევავსოთ? - ასე გამოდის, ქალბატონო.“
კიდევ ერთხელ ავსებენ, იმარჯვებენ პირადობის მოწმობებს, დევნილთა საბუთებს. სია ერთჯერადი მოთხოვნა აღარაა, ორგანიზაცია არაა მხოლოდ ერთჯერადი: დამეხმარე, ჭერი მომეცი. ორგანიზაციის დამფუძნებელი ახალგაზრდა პოლიტიკური აქტივისტები, როგორც ჩანს, არეულ-გაბნეული მუხტისთვის თავის მოყრას ცდილობენ.
„თქვენ უნდა აიძულოთ ხელისუფლება, შეასრულოს ყველა წინასაარჩევნო დაპირება.“
ჩამონათვალში ხვდება: დასაქმება, ფართების დაკანონება, პოლისები, მძიმე ოპერაციების დაფინანსება...
„ხელისუფლებამ არც ერთი ეს პირობა არ შეასრულა. ყველაზე მთავარი არის ის, რომ იყოთ მოტივირებულები და ბოლომდე იბრძოლოთ ყველა დევნილმა ერთად.“
დღევანდელ ბრძოლის ველზე ასამდე ადამიანიც აღარ დარჩა, რუტინული დოკუმენტის კითხვას ყველამ ვერ გაუძლო… თუმცა სოციალური ჯგუფი, რომელიც უნდა ორგანიზაციას, მოიცვას...
„თქვენ ხართ საქართველოში ყველაზე დიდი ჯგუფი, სამას ორმოცდაათი ათასამდე დევნილია საქართველოში და უნდა შეგეძლოთ თქვენი ძალების კოორდინაცია, კონსოლიდაცია…“
ეს ციფრი მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ათი პროცენტია. ანუ მოსახლეობის ათამდე პროცენტი საქართველოში დევნილია.