ხუან ჯეი ლინცი სამეცნიერო ნაშრომში „დემოკრატიის დროითი შეზღუდვები“ ამბობს, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი არის ის, რომ ეს არის დროით შეზღუდული ხელისუფლება. ამ იდეის მომხრენი მიიჩნევენ, რომ მთავრობას გრძელვადიანი პროექტების განხორციელების საშუალება არ ეძლევა, რადგან მთავრობა ცდილობს ძალაუფლებაში დასარჩენად ხილვადი და დათვლადი შედეგები სწრაფად მიიღოს. როგორია საქართველოს მთავრობის მიდგომა ამ საკითხისადმი?
საქართველოში 2003 წლის შემდეგ, 7 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სახის 8 არჩევნები ჩატარდა. ყველა მათგანში გამარჯვებული მმართველი გუნდი და პრეზიდენტია. ბოლო გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტმა გამარჯვებულ კანდიდატს, მთავრობას და საზოგადოებას მიმართა:
„მთავარი ჩვენი გზავნილი საზოგადოებისადმი და, პირველ რიგში, ჩვენი თავისადმი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ არა ვართ არჩევნების მთავრობა, ჩვენ არა ვართ წინასაარჩევნო კამპანიის მთავრობა.“
ამ მესიჯის ერთ-ერთი მთავარი აზრი არის ის, რომ ხელისუფლება გრძელვადიან პროექტებზეა ორიენტირებული. ამას თავის გამოსვლაში თავად პრეზიდენტიც ამბობს. თუმცა რამდენად რეალურია ეს? ჩვენ შეკითხვით საუნივერსიტეტო დონეზე ამ თემებზე მომუშავე ადამიანებს ვესაუბრეთ და, აი, რას ფიქრობენ ისინი, მაგალითად, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე:
„თუ არ ჩავთვლით იმას, რომ განათლების რეფორმაში გაკეთდა რაღაცები, რაც ჯერ კიდევ გრძელდება და არ დამთავრებულა პირველი ნაბიჯების გადადგმა, პრინციპში, ასეთი გრძელვადიანი პროექტები საქართველოში არ არის.“
თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს. ზოგს მიაჩნია, რომ ის, რაც ხშირ შემთხვევაში მოკლევადიან საარჩევნო პროექტებად აღიქმება, მაგალითად, როგორიცაა გზების მშენებლობა, სინამდვილეში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გრძელვადიანი პოლიტიკაა. საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიის პროფესორი თორნიკე შარაშენიძე:
„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, გზის მშენებლობა და რკინიგზის მოდერნიზაცია, ეს ძაან მნიშვნელოვანია.“
საზოგადოებრივი ინსტიტუტის სამართლის სკოლის დეკანს ბაკურ კვაშილავას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი გულწრფელია, როცა ის ამბობს, ჩვენ არ ვართ საარჩევნო მთავრობაო, რაც, მისი აზრითაც, გრძელვადიანი პროექტის განხორციელებას გულისხმობს, თუმცა ეს, კვაშილავას აზრით, საზოგადოების დაკვეთიდან არ მოდის და, შესაბამისად, არადემოკრატიული ტენდენციების გამომხატველია:
„ქვეყანაში შექმნილია ისეთი სტატუს კვო, როდესაც მმართველი ძალა, ძალიან დიდი ალბათობით, იგებს ნებისმიერ არჩევნებს. მიზეზები სხვადასხვა არის. ახლა აქცენტები კეთდება ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსზე, მანამდე იყო გაყალბება და ამ რესურსის ასეთი უხეში ფორმით გამოყენება. ახლა ეს უფრო დაიხვეწა.“
დემოკრატია გრძელვადიანი შეცდომების დაცვის მექანიზმიაო, ეუბნებოდა ორიოდე თვის წინ რადიო თავისუფლებას კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი, როცა ის სისტემის ცენტრალიზაციასა და საზოგადოების რეალურ პროცესებში არმონაწილეობაზე საუბრობდა. მაშინ მან ადგილობრივ არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვება იწინასწარმეტყველა:
„მეტი წილი აკადემიური ლიტერატურის მიხედვით, დემოკრატიის მთავარი ინდიკატორი არის მმართველი ძალა, რეფორმატორი, რომელიც აგებს არჩევნებს და ხდება ძალის გადანაწილება. მაგალითად, მე, სულ არაფერი რომ არ ვიცოდე საქართველოზე, უკვე ის ფაქტი, რომ წამყვანი პარტია არასდროს აგებს არჩევნებს, მაფიქრებინებდა, რომ დემოკრატიას სერიოზული პრობლემები აქვს საქართველოში.“
თუ ლინკოლნ მიტჩელის აზრს გავყვებით, პრეზიდენტი გულწრფელია: მმართველი გუნდი რეალურად არ არის საარჩევნო მთავრობა და პრეზიდენტი გრძელვადიან პროექტებზე ფიქრობს, რისთვისაც მას და მმართველ გუნდს საზოგადოებამ შემდეგ საარჩევნო ციკლამდე კიდევ ორი წელი მისცა.