Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესაზღვრის ლიკვიდაცია გალში


ადმინისტრაციული საზღვარი სოფელ საბერიოსთან
ადმინისტრაციული საზღვარი სოფელ საბერიოსთან
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გალის რაიონში მებაჟეებზე თავდასხმის გამო ქართული სპეცსამსახურები დაადანაშაულა.

სააგენტო აფსნიპრესის ცნობით, გალის რაიონის სოფელ საბერიოსკენ მიმავალი აფხაზი მებაჟეების ავტომანქანა ავტომატური იარაღიდან დაცხრილეს. გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა ორი აფხაზი მებაჟე.

დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა საიდ ტარკილმა აფსნიპრესს განუცხადა, რომ დივერსიული აქტი საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა განახორციელეს. თავის მხრივ, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა ირწმუნება, რომ დაპირისპირება აფხაზებს და რუს სამხედროებს შორის მოხდა და მიზეზი გალის რაიონის მოსახლეობისგან იძულებით მიღებული თანხის განაწილება იყო.

დილაადრიან სროლის ხმამ გამოაღვიძა საბერიოს მაცხოვრებლები. რადიო თავისუფლების საბერიოელი რესპონდენტის ცნობით, რომელმაც უსაფრთხოების მოტივით ხმის შეცვლა ითხოვა, სროლა დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა.

”საშინელი ხმა გვესმოდა. შეგვეშინდა, ისეთი გრუხუნის ხმები ისმოდა. საბერიოს ცენტრიდან მოდიოდა ხმა, პასიოლოკის დასახლებას, რომ ეძახიან, იქიდან”, - გვიხსნის საბერიოელი ქალი.

ამასთან, საბერიოელი რესპოდენტი იტყობინება, რომ სოფელში რუსი სამხედროების ყოფნის გამო რთული და არასტაბილური ვითარებაა და მოსახლეობა მუდვიმავად პანიკაშია.

”ე.წ. საზღვარი ჩაკეტილია და გადაადგილებას ვერ ვახერხებთ. საშინელი ვითარებაა ჩვენთან. უკვე აღარ შეგვიძლია ასეთ პირობებში ცხოვრება. არ ვიცი როდის გვეშველება”, - ამბობს საბერიოელი ქალი.

აფხაზეთის დევნილი მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ რუს და აფხაზ მესაზღვრეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება ხშირია, რაც სამხედროების ლიკვიდაციით სრულდება.
XS
SM
MD
LG