გასულ კვირას საქართველოში ერთ საინტერესო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი: თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღვინის კლუბის ინიციატივით, ”ახალი ღვინის ფესტივალი” გაიმართა. ფესტივალში არა მხოლოდ ღვინის კომპანიებმა და მცირე მარნებმა მიიღეს მონაწილეობა - იქ საქართველოს ყველა კუთხიდან წარმოდგენილი ოჯახური ღვინოები ჭარბობდა. ოჯახური მარნებიდან ღვინოები სპეციალური დეგუსტაციით შეირჩა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ვაზის იშვიათ ჯიშებს. ღვინის მოყვარულებს საშუალება მიეცათ, დაეგემოვნებინათ 2009 წლის მოსავლის ღვინოები, როგორებიცაა: „საფერავი“, „რქაწითელი“, „თავკვერი“, „ჩინური“, „ალადასტური“, „საკმიელა“, „ციცქა“ და ა.შ.
არსებობს ორი გზა იმისა, რომ ღვინის ფესტივალზე სიუჟეტი გამოგივიდეს: პირველი - მინიმუმ ორი ჭიქა მაინც დალიო და, მეორე, საერთოდ არ დალიო. ცოტა ჩახლართული ამბავია, მაგრამ, აი, ლოგიკა სად იმალება: სულ ცოტა შეზარხოშებულზე კარგი, მადლიანი სიუჟეტი გამოგივა, ფხიზელ გონებაზე კი ერთ მორიგ სიუჟეტს გამოაცხობ. მოკლედ, რაც არის, არის.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში მზე კარგა გვარიანად კი აჭერს, მაგრამ სიცხეს და მზეს ვინ დაგიდევს, სპეციალურად ფესტივალისთვის გაშლილ ფარდულებში ხალხი ჯგუფ-ჯგუფად შეგროვილა. კახეთში გინდა? - რა პრობლემაა! გურიაში? - მაშინ ორი ნაბიჯით მარცხნივ გადაიწიეთ... ან იქნებ იმერეთისკენ მიგიწევთ გული? - სამი ნაბიჯი მარჯვნივ და ოთხი ნაბიჯი პირდაპირ. უი, აი, რაჭაც აქვე ყოფილა, ზურგს უკან:
რაჭა-ლეჩხუმს გაუმარჯოს!
როგორი ღვინოა?
ჯერ გავსინჯო...”ბუკეტი” გადასარევია.
პირველი შეგრძნება?
”შოოოოკ” ... მართლა არაჩვეულებრივი ღვინოა, ამ ღვინისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნით.
ასეთი რეაქცია კოწია რატიანის ღვინომ გამოიწვია. მართალია, თავად სოფელ ჩორჯოდან საპატიო მიზეზის გამო ვერ ჩამოვიდა, მაგრამ, სამაგიეროდ, თბილისში საკუთარი ხელით დაყენებული ხვანჭკარა გამოგზავნა:
ოთხმოცდაორი წლის მოხუცია, უვლის ვენახს და ასეთი ღვინით გვანებივრებს.
გაგვასინჯებთ?
რა თქმა უნდა.
ისე, ხვანჭკარა სხვამ ვინ უნდა გასინჯოს, თუ არა მე...
ეს ”ხვანჭკარა მე თუ არა, ვინო” რომ თქვა, რაჭველი ქევანაა, ოფიციალურად კი - ეკა ქევანიშვილი. რადიო თავისუფლებიდან ღვინის ფესტივალის გადასაღებად წარგზავნილმა, დეგუსტატორობაც არაჩვეულებრივად შეითავსა და, რა თქმა უნდა, მხოლოდ რაჭულ ხვანჭკარას არ დასჯერდა:
- ცოტა დამისხი, ცოტა... ციცქა ჰგავს იცით, რას? აი, სიყვარული რომ იწყება, იმ შეგრძნებას...
ესეც თეთრი, მშრალი იმერული „ციცქა“, სიყვარული რომ იწყებაო, ისეთი არომატით. ახლა კი ვაგემოვნებთ უნიკალური საღვინე ვაზის ჯიშის, კრახუნასგან დაწურულ თეთრ ღვინოს. ეს მძაფრი სიყვარული რომ შემოგიტევს, ისეთი ღვინოა, გვეუბნება კრახუნას დამწურავი:
კრახუნას სასწაული ბუნებრივი გაზი აქვს. ჩვენი წინაპრები მას ქვევრებში არ ასხამდნენ, ქვევრებს ხეთქავდა.
მართალია, ქვევრებს არ ხეთქავს, მაგრამ, სამაგიეროდ, ტკბილზე ტკბილია კახური საფერავი, ალავერდის მონასტრის მარნიდან. მარნის სარესტავრაციო სამუშაოები 2005 წელს არქეოლოგიური გათხრებით და ძველი კულტურული ფენების შესწავლით დაიწყო. „ამ მარნის რეაბილიტაციით XI-XII საუკუნე გაახალგაზრდავდა და XXI საუკუნე დაბერდა. წარსული აწმყოს შეუერთდა და მათ შორის არსებული ზღვარი წაიშალაო“, - ასე ამბობდა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, როდესაც ღვინის კლუბის წევრებს აღდგენილ მარანს ათვალიერებინებდა. ალავერდელი მეღვინე გოგი ოტიაშვილი კი ამბობს, ჩვენთან ყველა ღვინო ტკბილიაო:
ალავერდში მზადდება ტრადიციული მამაპაპური წესით.
გაგვასინჯებთ?
აუცილებლად.
ისე, როგორ დაახასიათებდით?
თქვენ უნდა დაახასიათოთ. გასინჯეთ და გვითხარით, როგორია.
ჩემგან განსხვავებით, თქვენ, ალბათ, კარგად იცით, მაგრამ მაინც საინტერესოა კახელი მეღვინის ვაჟა დარჩიაშვილის განმარტება იმისა, თუ როგორ უნდა დალიო კახური ღვინო, ძალიან რომ არ დათვრე. ღვინის ფესტივალზე მან ”საფერავი განსაკუთრებული” წარმოადგინა, რომელიც, საქართველოს გარდა, გერმანიაშიც იყიდება. აი, რეცეპტიც:
”იქიდან გამომდინარე, რომ კახური ღვინო მაგარია, ქართველები ჭიქის ორ მესამედს ავსებენ და სვამენ მხოლოდ და მხოლოდ ერთ მესამედს და შემდეგ უკვე ახალი სადღეგრძელოსთვის ავსებენ. ანუ კახური ღვინის დიდი დოზით მიღება არ არის რეკომენდებული.”
”ქინძმარაულის მარანი”, ”თელიანი ველი”, ”თბილღვინო”, ”თელავის მარანი”, ”შუხმანი” და ასე შემდეგ - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ღვინის კომპანიებისა, რომლებიც ფესტივალში იღებენ მონაწილეობას. „თბილღვინო“ ამჯერად თეთრ, ნახევრად ტკბილ საზაფხული ტვიშს გვთავაზობს. აბა, უარი როგორ უნდა ვთქვათ:
სადესერტო ღვინოა და უფრო კარგი დასალევია.
აბა, გაგვასინჯეთ...
აუ, ძალიან მაგარია.
ტვიშს აგემოვნებს კიდევ ერთი წყვილი. ჩვენგან განსხვავებით, ისინი ცოლ-ქმარი არიან და ჩვენსავით კარგად შეზარხოშებულებიც:
ძალიან სასიამოვნო ღვინოა?
როგორ გგონიათ, ღვინო აახლოებს ადამიანებს?
აახლოებს, აბა რა, ამ ღვინომ ის 70-იანები გამახსენა, როდესაც ტვიში გამოდიოდა და, ფაქტობრივად, იგივე გემო აქვს და სწორედ ეს არის ძალიან კარგი.
ღვინის მწარმოებლებისთვის მსგავსი ტიპის ღონისძიებები აუცილებელია, ამბობს მეღვინე იმერეთიდან, დავით შალამბერიძე. მას რესტორნებისა და სუპერმარკეტების ქსლების წარმომადგენლებისათვის ერთი რჩევაც აქვს:
”საკმაოდ ცოტანი არიან აქ რესტორნებისა და სუპერმარკეტების ქსლების წარმომადგენლები და კარგი იქნებოდა, რომ ისინი უფრო მეტად იყვნენ ჩართულები მსგავს ღონისძიებებში, რათა მეღვინეობის მაქსიმალური ხელშეწყობა მოხდეს.”
ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია ღვინის ფესტივალის შექმნის მთავარ მიზანზე საუბრობს. როგორც ის განმარტავს, დაახლოებით ერთი წლის წინ თავად ღვინის კლუბიც მხოლოდ და მხოლოდ იმ იდეით შეიქმნა, რომ მან ქართულ ღვინოს პოპულარიზაცია გაუწიოს და საზოგადოებამ უფრო ბევრი შეიტყოს მის შესახებ:
”ამ დღის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ისეთმა ადამიანმა გაიცნოს ერთმანეთი, ვისაც ღვინო უყვარს, ვისაც ღვინო აინტერესებს, ვინც ღვინოს აყენებს... გარდა ამისა, მსგავსი ფესტივალები ხელს შეუწყობს ღვინის ცნობადობის ამაღლებას საზოგადოებაში, რადგან, პირველ რიგში, ჯერ ქართველებს უნდა გავაცნოთ ის სიმდიდრე, რაც გვაქვს, და შემდეგ უკვე ევროპელებსა და ამერიკელებს.”
და აბა, სხვანაირად როგორ უნდა დასრულდეს ამბავი ღვინის ფესტივალზე, თუ არა სადღეგრძელოთი, უნიკალური ”საკმიელით” ხელში, რომელსაც ფესტივალის სტუმარი მერაბ საყვარელიძე შესვამს:
”საკმიელა” წლების განმავლობაში შეინარჩუნა ქართველმა ერმა, პატივი დასდო მას და ამ ლამაზად მოყვანილ სასმელს ”საკმიელა” უწოდა, განა ეს დიდი შემოქმედება არ არის? მოდით, ამას ყველაფერს თქვენთან ერთად გაუმარჯოს...“