Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინა ხატისკაცი


ნინა ხატისკაცი, ”საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს” პროგრამების დირექტორი
ნინა ხატისკაცი, ”საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს” პროგრამების დირექტორი
12 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინა ხატისკაცი, ”საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს” პროგრამების დირექტორი. მისმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მეორე ანგარიში, რომელიც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანიის მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას შეეხება. ყველაზე მძიმე და მწვავე დარღვევები ეხება ზეწოლას ოპოზიციური პარტიების აქტივისტებსა და კანდიდატებზე. ასეთი შემთხვევების გადამოწმება რთულია, რადგან, როგორც წესი, ისინი პირისპირ ურთიერთობისას ხდება. ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე აქტიური არჩევნების დღემდე დარჩენილი ორი კვირაა და შესაბამისად, სრული სურათიც ამ პერიოდში შეიქმნება. ორგანიზაცია დარღვევების შესახებ იღებს გაცილებით მეტ ინფორმაციას, ვიდრე ანგარიშებში ხვდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ანგარიშში ხვდება მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ მოწმდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG