მოსკოვის ტერაქტების შემდეგ რუსულ მედიაში, თვითმკვლელთა ვინაობის გარდა, პოტენციური ტერორისტების ვინაობასაც ასახელებენ. რამდენიმე დღის წინ გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ 22 დაღესტნელი გოგოსა და ქალის სია გამოაქვეყნა, სათაურით “ რისკის ჯგუფში შემავალი ქალები“. რადიო თავისუფლების ჩრდილო კავკასიის ბიუროს კორესპონდენტი მურთუზალი დუგრიჩილოვი ორ მათგანს გაესაუბრა.
30 წლის აიშა მაკაშარიპოვა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ადარებს იმ განცდას, რომელიც გაუჩნდა, როცა საკუთარი ფოტო გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“, საშიშ ადამიანთა ნუსხაში, იხილა. მას არ ესმის, თუ რა ნიშნით მოხვდა იგი ამ სიაში. სტატიის ავტორი მას გასაუბრებია. რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის კორესპონდენტი მურთუზალი დუგრიჩილოვი მაკაშარიპოვას უყვება, თუ რა პასუხი აქვს ამაზე სტატიის ავტორს, ჟურნალისტ ალექსანდრ კოცს.
როდესაც ჩვენ მას შეკითხვა დავუსვით, რას ნიშნავს ეს პუბლიკაციაო, მან მთელი პასუხისმგებლობა სამართალდამცველებს დააკისრა. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ თავად ასე არ ფიქრობს და მან მხოლოდ მონაცემთა ბაზა გაავრცელა. ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ არა ჰგონია პუბლიკაცია ცუდად აისახოს გოგონებისა და ქალების ავტორიტეტზე,რადგან მათ შესახებ დაღესტანში ისედაც ყველამ ყველაფერი იცის.
აი, რას ამბობს პასუხად აიშა მაკაშარიპოვა:
„ეს აბსურდია. 4 შვილის დედა ვარ. ვუვლი შვილებს, ვმუშაობ. ჩემი დედ- მამა, მთელი ოჯახი ასევე შოკშია. რომ წერენ, თითქოს ვინმე ნავრუზოვის ცოლი ვიყო, ესეც აბსურდია. ერთი წელია, რაც განქორწინებული ვარ. ამ ამბების შემდეგ მითვალთვალებენ. გამყიდველად ვმუშაობ და ღამის 11- ზე, როცა სამსახურიდან ვბრუნდები, მუქმინიანი მანქანებით ამედევნებიან ხოლმე. ამიტომაც მარტო აღარ დავდივარ. დედა მთხოვს სახლში დავჯდე, რადგან ეშინია. რეალურად ვგრძნობ, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.“
ახალგაზრდა დაღესტნელი ქალი მიიჩნევს, რომ სამართალდამცველთა სამიზნედ იგი თავისი რელიგიურობის გამო გახდა. ის მუსლიმანურ თავშალს, ხიჯაბს, ატარებს. აიშა მაკაშარიპოვა სიის გამოქვეყნებას სხვა მიზეზითაც ხსნის:
„ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჭუჭყიანი ხელების შედეგია, იმ ე.წ. ჩვენი სამართალდამცველებისა. ისინი ნიადაგს ამზადებენ, რომ ხელები გაეხსნათ მორწმუნე ქალების წინააღმდეგ, უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი შექმნან იმ ქალებზე, რომლებიც ხიჯაბებში დადიან, და არ მისცენ საშუალება წყნარად იცხოვრონ და ბავშვები აღზარდონ.“
კიდევ ერთი დაღესტნელი ქალი, გულნარა რუსტამოვა, ამგვარ ბრალდებებს შეჩვეულია. იგი არასამთავრობო ორგანიზაცია „დაღესტნის დედებს“ ხელმძღვანელობს. გულნარა რუსტამოვა ამბობს, რომ ამის მოთმენას აღარ აპირებს და სასამართლოში ჩივილს გეგმავს, რადგან, მისი თქმით:
„ადრე ეს ეხებოდა მხოლოდ ორგანიზაციას „დაღესტნის დედები“, ახლა კი ეს ეხება ადამიანებს და ისინი საფრთხეში არიან. გუშინ პირადად გავხდი მოწმე, როგორ მიუახლოვდა ერთ-ერთ ქალს, რომელიც ამ სიაშია, მილიციელი და ძალით აპირებდა მილიციის მანქანაში მის ჩაგდებას - ტერორისტს ჰგავხარო.“
ჩივილს კი აპირებს გულნარა რუსტამოვა, მაგრამ თან იმასაც აღნიშნავს, დაღესტნის მართლმსაჯულებისა მაინცდამაინც დიდად არ მჯერაო.