რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”ალიანსი საქართველოსათვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი, რომელმაც კომენტარი გააკეთა მოლაპარაკებებზე, რომელსაც ის ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად აწარმოებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. მან ილაპარაკა ”გამარჯვების ფორმულაზე”, რომელიც ოპოზიციური ძალების მიერ საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას გულისხმობს. სუბარმა თქვა, რომ ზოგად პრინციპებზე მოლაპარაკებების დროს პარტიები თნხმდებიან, თუმცა უთანხმოება თავს მაშინ იჩენს, როდესაც კონკრეტულ ქმედებებზე და პერსონალიებზე მიდის ლაპარაკი.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1