რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. ის ლაპარაკობდა სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშზე, რომელიც ომბუდსმენმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა. გიორგი ტუღუშმა ანგარიშში აღწერილ თემებზე ილაპარაკა და სახალხო დამცველის ინსტიტუტის ეფექტიანობასაც შეეხო. მან აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებში ომბუდსმენის რეკომენდაციების 50-70 % სრულდება, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 11 %-ია.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1