კვირას ერაყში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ეს კენჭისყრა ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.
პარასკევს ერაყელმა პოლიტიკოსებმა საბოლოოდ მიმართეს თავიანთ ამომრჩეველს, კვირას დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ. არჩევნებს ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ექსტრემისტები ძალადობით და ჩაშლით ემუქრებიან.
როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, ექსპერტები არ ვარაუდობენ, რომ ამ არჩევნებში რომელიმე ძალა დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ არჩევნები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ერაყის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მაშინ როცა შეერთებული შტატების ძალები, რომლებმაც 2003 წელს სადამ ჰუსეინი ხელისუფლებიდან ჩამოაგდეს, ერაყის დატოვებისთვის ემზადებიან.
დაიალას პროვინციაში გავრცელებულ განცხადებებში ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფი ერაყელებს აფრთხილებს, რომ არჩევნებში მონაწილეობით თავიანთ სიცოცხლეს შეუქმნიან საფრთხეს.
ამ პროვინციაში ოთხშაბათს მომხდარ აფეთქებებს, სულ მცირე, 33 ადამიანი ემსხვერპლა. ხუთშაბათს კი ბაღდადში მოხდა რამდენიმე თავდასხმა, რომელთა სამიზნეც წინასწარ კენჭისყრაში მონაწილე ჯარისკაცები და პოლიციელები იყვნენ. დაიღუპა მინიმუმ 12 ადამიანი, დაიჭრა 35.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარასკევს ადგილობრივი დროით ღამის 10 საათიდან ორშაბათის დილამდე აიკრძალა ავტომობილებით გადაადგილება.
წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს პოპულარული შიიტური ისლამისტი პარტიის ლიდერმა ამარ ალ-ჰაკიმმა ერაყელებს უთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მათი რელიგიური მოვალეობაა და ამის დასტურად შიიტებისთვის ყველაზე გავლენიანი სასულიერო პირის, აიათოლა ალი ალ-სისტანის სიტყვები მოიყვანა. თუმცა თავად სისტანის ჰაკიმის პოლიტიკური ძალისთვის ღიად მხარი არ დაუჭერია - მან ამომრჩევლებს მოუწოდა, მათთვის სასურველ კანდიდატს მისცენ ხმა.
უწინ სისტანი სხვაგვარ პოზიციაზე იდგა - 2005 წელს, მაგალითად, შიიტების მიმართ მისმა მოწოდებამ, გაერთიანებულიყვნენ, დიდწილად განსაზღვრა ერაყის უზენაესი ისლამური საბჭოს და სხვა ისლამისტი ფრაქციების წარმატება.
ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიქი არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთ ყველაზე მძიმეწონიან ბლოკს ხელმძღვანელობს და ამომრჩევლის მიზიდვის მიზნით ხაზს უსვამს საკუთარ როლს ქვეყანაში უსაფრთხოების ვითარების შედარებით გაუმჯობესებაში. ამავე დროს, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თუკი საჭირო იქნება, ის მხარს დაუჭერს ერაყში შეერთებული შტატების ჯარის ყოფნის ვადის გაგრძელებას.
ამჟამად არსებული გეგმით, 31 აგისტოსთვის აშშ-ის ძალების რიცხვი 50,000-მდე უნდა დავიდეს, ამჟამინდელი 96,000-დან. ჯარის სრული გამოყვანა 2011 წლის ბოლოსთვის იგეგმება. ვაშინგტონის განცხადებით, მათ ამ გეგმის შეცვლას მხოლოდ ძალიან დიდი პრობლემების წამოჭრა თუ აიძულებს.
არჩევნებში მონაწილე კიდევ ერთ გავლენიან ძალას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იად ალავი, ხელმძღვანელობს. თავად ალავი ნაციონალისტურ პლატფორმაზე მდგარი პოლიტიკოსია.
იანვარში საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში სირთულეები გაჩნდა: დაახლოებით 150, ძირითადად, სეკულარისტ კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს აკრძალულ „ბაათის“ პარტიასთან ურთიერთობის მიზეზით. სუნიტებმა, რომლებიც სადამ ჰუსეინის და ბაათის პარტიის მმართველობის პირობებში პრივილეგირებულ ჯგუფს წარმოადგენდნენ, ეს ნაბიჯი მათ წინააღმდეგ მიმართულად ჩათვალეს. თუმცა მას შემდეგ რამდენიმე ათეულმა პოლიტიკოსმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაიბრუნა.
ერთ-ერთი სუნიტი პოლიტიკოსის, მუნაფ ალ-ნადას თქმით, არჩევნებში მონაწილეობას სუნიტი კანდიდატებიც მიიღებენ და ამომრჩეველიც იაქტიურებს, იმიტომ რომ მათ აღარ სურთ პოლიტიკური პროცესებიდან გათიშვა:
„ცხადია, ამჯერად არჩევნებში უფრო მეტი ხალხი მიიღებს მონაწილეობას - ადამიანები დარწმუნდნენ, რომ პოლიტიკური პროცესი მნიშვნელოვანია და იციან, რომ მათი ხმები ძალიან ღირებულია. ამიტომ ისინი ხმის მიცემის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.“
მთლიანობაში, არჩევნებში მონაწილეობას დაახლოებით 6,000 კანდიდატი იღებს, რომლებიც კენჭისყრაში ან ინდივიდუალურად მონაწილეობენ, ან ეროვნულ თუ რეგიონალურ კოალიციებში არიან გაერთიანებული.
ერაყში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა დაახლოებით 19 მილიონს შეადგენს. არჩევნები, როგორც ვთქვით, კვირას გაიმართება. წინასწარი შედეგები კი არჩევნებიდან სამი დღის შემდეგ გახდება ცნობილი.