საქართველოს უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განმტკიცების საკითხები განიხილებოდა დღეს ბათუმში, სადაც ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი, ჯონ ბარასო და ჯონ თუნი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს შეხვდნენ. აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, სენატორ მაკკეინს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და როგორც თავად განაცხადა, სუვენირის სახით ცივი ომის სომბოლო გადასცა. კერძოდ, ვიეტნამში რუსი სამხედროების მიერ დატყვევებული ამერიკელი მფრინავის პისტოლეტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოში ერთ-ერთმა რუსმა გენერალმა მიჰყიდა გორელ ბიზნესმენს, მან კი - თავის მხრივ, იარაღი ხელისუფლებას გადასცა. სენატორის დაჯილდოების ცერემონიისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯონ მაკკეინი არა მხოლოდ ამერიკის, არამედ საქართველოს გმირიცაა.
ყველაზე პოპულარული
1