კლიმატის ცვლილებები, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა და კიდევ რამდენიმე საერთაშორისო საკითხი იქნება მთავარი თემები, რომლებსაც 3-4 ნოემბერს ვაშინგტონში, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სამიტზე, განიხილავენ. ეს პირველი ოფიციალური სამიტი იქნება მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოვიდა. ბრიუსელელი ოფიციალური პირები ამ სამიტს მაინცდამაინც დიდი ოპტიმიზმით არ უყურებენ. მეტიც, ევროკავშირში გავრცელებული განწყობის თანახმად, მოლოდინი, რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის შეცვლა აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობის განახლებას მოიტანდა, არ გამართლდა.
ბრიუსელი, ალბათ, იმედგაცრუებულია იმით, რომ ბარაკ ობამას „ცვლილებების“ პროგრამას შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ურთიერთობის ტრანსფორმაცია არ მოუტანია, თუმცა ევროკავშირის მესვეურებმა იციან, რომ ეს ბლოკმა, დიდწილად, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.
ბევრისათვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ ობამას ხელისუფლებაში მოსვლით შეერთებული შტატების ძირითადი ინტერესები არ შეიცვლებოდა. ამის ნაცვლად, ევროკავშირის ლიდერებს იმის დემონსტრირება უნდა მოეხდინათ, თუ რა ფორმით შეეძლოთ წვლილის შეტანა შეერთებული შტატების ახალი ლიდერის გეგმების რეალიზაციაში. ეს კი ბლოკს არ გაუკეთებია.
ლონდონში განთავსებული საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მიერ სამიტის წინ გავრცელებულ განცხადებაში ეს მკაფიოდ წერია:
„არასენტიმენტალურ პრეზიდენტ ობამას უკვე ამოეწურა მოთმინება მიზანს მოკლებულ ევროპასთან მიმართებითო“, - ასკვნიან ანგარიშის ავტორები. ევროკავშირი, რომელსაც მუდმივად უჭირს ერთიან, გაბედულ პოზიციაზე შეთანხმება ნებისმიერ მთავარ გლობალურ გამოწვევასთან დაკავშირებით, ობამასთვის არაეფექტიან პარტნიორს წარმოადგენს - ამიტომაც ის მოკავშირეებს სხვაგან ეძებს.
ევროკავშირის პრობლემას, ნაწილობრივ, ის გარემოებაც ქმნის, რომ მისი წევრი ქვეყნების დიდი უმრავლესობა ნატოს წევრიცაა. შეერთებულ შტატებს კი - ნატოს უდიდეს წევრს - ტრანსატლანტიკური უშიშროების შესახებ დისკუსიისთვის ფორუმად ევროკავშირს ნატო ურჩევნია. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ვაშინგტონთან მიმართებით ევროკავშირის სისუსტეს განსაზღვრავს, ბლოკის რამდენიმე წევრის, უწინარესად, ბრიტანეთის, ტენდენციაა - შეერთებულ შტატებთან „განსაკუთრებული ურთიერთობა“ ჰქონდეს და პირდაპირი - შუამავლების გარეშე - კავშირები განავითაროს.
პოზიციის სტაბილურობას არც ევროკავშირის ცვალებადი თავმჯდომარე ქვეყნები უწყობენ ხელს. აპრილში, როცა ობამა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების - მისთვის პირველ -სამიტში მონაწილეობდა, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთი იყო, რომელსაც მაშინ შიდაპოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით არეული ჰქონდა. ახლა ევროკავშირის დელეგაციას შვეციის პრემიერ-მინისტრი ფრედერიკ რეინფელდტი უხელმძღვანელებს, საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან ერთად.
შესაძლოა ვითარება, გარკვეულწილად, ლისაბონის ხელშეკრულების ამოქმედებამ გამოასწოროს. სამშაბათს ხელშეკრულების რატიფიკაციას ბოლო იურიდიული წინაღობა მოეხსნა: ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დოკუმენტი ქვეყნის კონსტიტუციას შეესაბამება.
ამის შემდეგ კი ევროსკეპტიციზმით ცნობილმა და ლისაბონის ხელშეკრულების ოპონენტმა ვაცლავ კლაუსმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. შესაბამისად, ხელშეკრულებას ამოქმედებისკენ გზა გაეხსნა.
ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ ევროკავშირს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეყოლება, თუმცა ადგილზე დარჩებიან ბაროზუ და როტაციით გარდამავალი თავმჯდომარე ქვეყნები. ანუ გამოდის, რომ ერთი - მთავარი ტელეფონის - ნომრის ნაცვლად, რომელიც თავის დროზე შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა მოითხოვა, ბლოკს, სულ მცირე, ოთხი ასეთი ნომერი ექნება.
3-4 ნოემბრის სამიტზე ყველა მთავარ საერთაშორისო საკითხზე ისაუბრებენ - მათ შორის, ირანზე, ავღანეთზე, პაკისტანზე, ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთზე. მაგრამ ევროკავშირი მაინც სუსტ პარტნიორად რჩება, რომელსაც გავლენის მოხდენა არც შეერთებული შტატების პოლიტიკაზე შეუძლია და არც უშუალოდ ადგილზე მიმდინარე პროცესებზე.
გასულ კვირაში გამართულ ევროკავშირის შიდა სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბლოკი ავღანეთსა და პაკისტანს სამოქალაქო უწყებების გაძლიერებაში დაეხმარება, თუმცა დეტალები, თუ კონკრეტულად როგორ მოხდება ეს, არ გამოცხადებულა. ევროპელი მოკავშირეები ავღანეთში მყოფი საერთაშორისო სამხედრო ძალების თითქმის მესამედს წარმოადგენენ, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მაინც ვაშინგტონი იღებს.
ირანის ბირთვული პროგრამის ნეიტრალიზების საკითხში ევროკავშირს შედარებით მეტი გავლენა აქვს, მაგრამ თეირანის მიმართ კონკრეტული ზომების გატარების პროცესში შეერთებული შტატები მაინც უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
ევროკავშირის პოზიცია ბევრად უფრო მყარია რუსეთის საკითხთან მიმართებით. მაგრამ, როგორც გამოჩნდა, მას არც რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე შეუძლია გავლენის მოხდენა და რუსეთს ვერც დათმობაზე წასვლას აიძულებს. თავად მოსკოვი ევროკავშირის ქვეყნების მიმართ „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკას ატარებს, რაც ბლოკის საგარეო პოლიტიკის კოორდინირებას მნიშვნელოვნად ართულებს.
შეერთებული შტატების მცდელობას, რუსეთთან ურთიერთობა „გადატვირთოს“, ევროკავშირი, ზოგადად, დადებითად შეხვდა. ბლოკის წევრების უმრავლესობა შეერთებული შტატების ინიციატივას ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგმულ დაგვიანებულ ნაბიჯად აღიქვამს, თუმცა თავად მათ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ამჟამად არსებული სტატუს-კვოს შეცვლის სურვილი არა აქვთ.
ეს კი რუსეთის აღმოსავლელევროპელ მეზობლებს, დიდწილად, გაურკვევლობაში ტოვებს. საქართველოზე, უკრაინასა და სხვა ქვეყნებზე რუსეთის ზეწოლა გაძლიერდა, ევროკავშირმა კი ჯერჯერობით ვერ შეძლო ამ ტენდენციის დაბალანსება.
ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სამიტზე კიდევ ეკონომიკის საკითხებსა და კლიმატის ცვლილებებზე ისაუბრებენ, თუმცა, ანალიტიკოსების ვარაუდით, მნიშვნელოვანი შეთანხმებები არც ამ სფეროებში იქნება მიღწეული.
ეკონომიკის საკითხებთან მიმართებით ევროკავშირი ბოლო პერიოდამდე შეერთებულ შტატებთან ერთად იდგა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ მათი ეკონომიკა ზომით თითქმის ერთმანეთის ტოლია, ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლამ და ჩინეთის აღმასვლამ ევროპის გლობალური გავლენის შედარებითი შემცირება მოიტანა. შეერთებული შტატებისა და ჩინეთის „დიდ ორეულად“ ცნობილმა ტანდემმა, შესაძლოა, სხვა ყველა არსებული სავაჭრო ურთიერთობა გადაფაროს.
შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ეკონომიკური გაჯანსაღების პროგრამა დიდი ოცეულის ფარგლებშია გაწერილი და მას თან გადაუჭრელი უთანხმოება სდევს სამომავლო საფინანსო სექტორის რეგულირების ხარისხსა და ფორმასთან დაკავშირებით. ამ საკითხში ბლოკის წევრთა შორის უდიდესი ეკონომიკის მქონე გერმანია უპირისპირდება ბრიტანეთს, რომლისთვისაც უფრო ახლოსაა შეერთებული შტატების ეკონომიკური მოდელი.
კლიმატის ცვლილებები კიდევ ერთი საკითხი იქნება, რომელსაც სამიტზე ევროკავშირი აქტიურად დააყენებს. წინამორბედისგან განსხვავებით, ამ პრობლემის არსებობას ბარაკ ობამა ბევრად უფრო ღიად აღიარებს, თუმცა ამ სფეროში ჯერჯერობით მას აქტიური ნაბიჯები არ გადაუდგამს. მეტიც, გასული კვირის სამიტზე თავად ევროკავშირმა ვერ შეძლო მიეღწია შეთანხმებისთვის იმის თაობაზე, თუ რა წვლილის შეტანა უნდა გლობალურ დათბობასთან ბრძოლისთვის აუცილებელი საფასურის დაფარვაში. შესაბამისად, ევროკავშირი ვერ შეძლებს შეერთებულ შტატებზე ზეწოლის მოხდენას - ამის შედეგად კი, ბრიუსელის წარმომადგენლები შიშობენ, რომ შეერთებული შტატები არ შეუერთდება ევროკავშირის გეგმას, 2020 წლისთვის სათბური გაზების ემისია 20 პროცენტით შემცირდეს, და არც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ემისიების მარეგულირებელ სქემაში გაწევრიანდება.