საქართველოში ვიზიტს განაგრძობს ევროკავშირის და ევროკომისიის წარმომადგენელთა დელეგაცია, რომელსაც ევროპის კავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ხელმძღვანელობს. დღეს დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ ზუგდიდში, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს და ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. კარლ ბილდტმა სინანული გამოთქვა იმის გამო, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში გაეროს და ეუთოს მისიები შეწყდა. მისივე თქმით, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია მთელ საქართველოს მოიცავს, თუმცა, მანდატის რეალურად განხორციელება საკმაოდ რთულია. კარლ ბილდტის განცხადებით, ევროკავშირი ამ საკითხზე მუშაობას განაგრძობს
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1