ცხინვალში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ვიზიტი დასრულდა. დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში იგი ნაშუადღევს, ვერტმფრენით ჩაფრინდა ვლადიკავკაზიდან და ცხინვალში სამი საათი დაჰყო. მედვედევი შეხვდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითის და მისი მთავრობის წევრებს, რის შემდეგაც დაათვალიერა მშენებარე ობიექტები და რუსეთის სამხედრო ბაზა. როგორც ოსური და რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, მედვედევი და კოკოითი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში.
როგორც კოკოითიმ მედვედევთან შეხვედრისას განაცხადა, “ცხინვალში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ჩასვლა მთელი ოსი ხალხისთვის დიდი დღესასწაულია”. კოკოითიმ მადლობა გადაუხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს სამხრეთ ოსეთის დამოუკდებლობის აღიარებისთვის. თავის მხრივ, მედვედევმა კოკოითის მადლობა გადაუხადა ცხინვალში მიწვევისთვის: "რა თქმა უნდა, მსურს მადლობა გადაგიხადოთ დაპატიჟებისთვის, ჩამოვსულიყავი ახალ ქვეყანაში, ახალ სახელმწიფოში - სამხრეთ ოსეთში, რომელიც მძიმე, დრამატული მოვლენების შედეგად შეიქმნა, და რომელსაც რუსეთის ხალხი რთულ ვითარებაში მხარში ამოუდგა. ჩემი აზრით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დღევანდელი, პირველი ხანმოკლე სამუშაო ვიზიტი საფუძველს ჩაუყრის ამ სახის კონტაქტებს."