”სვინგის მეფე” ბენი გუდმენი მეფის რუსეთიდან ამერიკაში ჩასულ ებრაელ იმიგრანტთა ოჯახში ასი წლის წინ, 1909 წლის 30 მაისს, დაიბადა. სხვა გამოჩენილი ჯაზმენების მსგავსად, მან ადრეულ ასაკში დაიწყო დაკვრა. მიუხედავად ამისა, მსოფლიო დიდებისკენ გზა მისთვის საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა. გუდმენამდე ამერიკული ჯაზის სამყარო, რასობრივი ნიშნის მიხედვით, ორ ნაწილად იყოფოდა - იმხანად ამერიკა შავი და თეთრი ორკესტრების ქვეყანა იყო. ამ ვითარების შეცვლაში ჩვენს გმირს არა მარტო აფროამერიკულმა მუსიკამ, კონკრეტულად კი დიდი ბენდ-ლიდერის, ფლეთჩერ ჰენდერსონის, შემოქმედებამ, არამედ საკუთარ ორკესტრში შავკანიანი მუსიკოსების მონაწილეობამ შეუწყო ხელი. საბუთების მიხედვით, გუდმენს ოფიციალურად ბენჯამინი ერქვა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მამამისი, დავიდ გუტმანი, ვარშაველი მკერავი იყო, დედა კი, დორა რეზინსკაია, კაუნასში დაიბადა, გასაკვირი არაა, რომ ჩიკაგოს კვარტალ მაქსუელ-სტრიტზე მას, უბრალოდ, "ბენიას" ეძახოდნენ. შემდგომში გუდმენმა უამრავი მეტსახელი მოიპოვა: ”სვინგის მეფე”, ”პროფესორი”, ”სვინგის სახელმწიფო მდივანი”, ”კლარნეტის პატრიარქი” და სხვა. თორმეტშვილიან ოჯახში ნორჩი ბენჯამინ დეივიდ გუდმენი მეცხრე ბავშვი იყო. ათი წლის ბიჭუნა და მისი ორი ძმა მამამ ჩიკაგოს სინაგოგის ”Kehlah Jacob”-ის სამუსიკო სკოლაში მოაწყო. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ ბენმა ბავშვთა სასკოლო ორკესტრში დაიწყო დაკვრა. მის მუსიკალურ განათლებაში მნიშვნელოვანი როლი სკოლის დირექტორმა ჯეიმს სილვესტერმა და კლასიკური კლარნეტის მასწავლებელმა ფრანც შიოპმა ითამაშეს. 16 წლის ბენი, თავისი შესანიშნავი ნიჭის წყალობით, ჩიკაგოს იმდროინდელ საუკეთესო ბენდში - ბენ პოლაკის ორკესტრში - მოხვდა. 1928 წელს გუდმენმა უკვე პირველი საკუთარი გრამფირფიტა გამოსცა. ბენ პოლაკის ბენდიდან წამოსვლის შემდეგ ის მუშაობდა ბროდვეის ორკესტრებში, აკეთებდა ჩანაწერებს რადიოსტუდიაში, წერდა საკუთარ სიმღერებს და, იმავდროულად, ცდილობდა საკუთარი კომბო-შემადგენლობა შეექმნა. ამ მცირერიცხოვანი კოლექტივის ერთ-ერთ პირველ შემადგენლობაში მისი იმდროინდელი სიყვარული - გამოჩენილი ჯაზური მომღერალი ბილი ჰოლიდეი - მღეროდა. კომბოს შემდეგ დიდი ორკესტრის დროც დადგა.
ბენი გუდმენი იყო შესანიშნავი ბიზნესმენი: გაგანია ფინანსური კრიზისის დროს ფლეთჩერ ჰენდერსონისგან, რომელიც მისთვის ყოველთვის მაგალითს წარმოადგენდა, მთელი სანოტო რეპერტუარი შეისყიდა. მეტიც - ფლეთჩერის ორკესტრიდან გუდმენმა საკუთარ კოლექტივში შავკანიანი ჯაზმენები გადმოიყვანა, რათა თავისი გამოცდილება თეთრკანიანი მუსიკოსებისთვის გადაეცა. სწორედ აქედან იღებდა სათავეებს ბენის ორკესტრის ვირტუოზული ჟღერადობაც და მისი კლარნეტის სვინგური მანერაც. იმდროინდელმა პრესამ დაწერა, რომ დაიწყო სვინგის ერა და ამ ახალი ერის ლიდერად ბენი გუდმენი ან, როგორც მას უწოდებდნენ, ”ბი-ჯი” დაასახელა. გუდმენის ორკესტრის კონცერტი, რომელიც 1938 წლის 16 იანვარს ნიუ-იორკის ”კარნეგი-ჰოლში” გაიმართა, გამოჩენილი კლარნეტისტის და ბენდ-ლიდერისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა: მან ჰარლემის ვარსკვლავ ჩიკ ვებისგან თავისებური ესტაფეტა ჩაიბარა და ”სვინგის მეფედ” იქცა. 1986 წლის ივნისში გარდაცვალებამდე გუდმენი მუსიკალურ ოლიმპზე დარჩა.
ახლა კი რამდენიმე შტრიხი ბენი გუდმენის პორტრეტისთვის: ის ძალიან დაბნეული კაცი ყოფილა. ერთხელ, თურმე, ცნობილი ჯაზური მომღერალი პეგი ლი ამერიკული რადიოკორპორაციის ”RCA”-ს შენობასთან ტაქსით უცდიდა. ბენი დიდი დაგვიანებით მოსულა, ტაქსის უკანა საჯდომზე დამჯდარა და მძღოლის შეკითხვაზე, ახლა რა ვქნათ, მეგობაროო, გრძელი პაუზის შემდეგ კითხვაზე კითხვითვე უპასუხია: ”ჰო, მაშ რამდენი მმართებს თქვენი?”. ჯაზის ქართველ მოყვარულთა უფროსი თაობის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა ბენი გუდმენის და მისი ორკესტრის კონცერტი, რომელიც 1962 წელს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა. იმხანად გუდმენთან ერთად ორკესტრის შემადგენლობაში იყვნენ გამოჩენილი ჯაზური მუსიკოსები ზუთ სიმსი, ფილ ვუდსი, ვიკ ფელდმანი და სხვები. ის კონცერტი თბილისელებისთვის ჯაზის ჭეშმარიტ დღესასწაულად იქცა.