ცოტა ხნის წინ მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის ცნობილ ესპანელ ტენორ ხოსე კარერასს მიენიჭა ბრიტანული პრემია ”Classical Brits”. პრემიის მიღებამდე ერთი კვირით ადრე ლონდონის ”ტაიმსმა” გამოჩენილი ბარსელონელი მომღერლისგან აიღო ინტერვიუ. ინტერვიუში კარერასმა განაცხადა, რომ სამუდამოდ ტოვებს საოპერო სცენას და მომავალში გადაერთვება შედარებით მსუბუქი რეპერტუარის შესრულებაზე. მუსიკის სამყაროში ამ განცხადებას გაკვირვება არ გამოუწვევია - საქმე ისაა, რომ გამოჩენილი ტენორი უკვე დიდი ხანია საოპერო სცენაზე არ გამოჩენილა. გაკვირვება და, იმავდროულად, აღტაცება მხოლოდ იმ სილაღემ და პირდაპირობამ გამოიწვია, რომლითაც კარერასმა მიმართა საზოგადოებას. მომღერალი ამჟამად 62 წლისაა. საჯარო გამოსვლები მან რვა წლის ასაკიდან დაიწყო. ჯერ კიდევ სამოცდაათიან წლებში გამომჟღავნდა მისი საოცარი ვოკალური მონაცემები, ხოლო ოთხმოციანების ბოლოსთვის ვოკალურ ოლიმპოზე ესპანელ ტენორს უკვე ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავა. ყველაფერი, ალბათ, ასევე გაგრძელდებოდა, რომ არა ლეიკემიური დაავადება, რომლის დიაგნოზი კარერასს 1987 წელს დაუდგინდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მან პარიზის ხმის ჩამწერ სტუდიაში გონება დაკარგა. იმხანად მომღერლის სიცოცხლის გადარჩენის შანსი ერთი ათთან ფასდებოდა. 10 თვის განმავლობაში კარერასმა სხივური და ქიმიოთერაპიის, აგრეთვე ძვლის ტვინის მტკივნეული საოპერაციო მანიპულაციების რამდენიმე კურსი გაიარა. ცუდი პროგნოზის მიუხედავად, მომღერალი არ აპირებდა ავადმყოფობას დანებებოდა და, მეტიც, ცდილობდა იოგების შენარჩუნებას, რისთვისაც სამედიცინო პროცედურების დროს საერთო ნარკოზის გამოყენებაზე უარს ამბობდა. ამადმყოფობის პერიოდში კარერასმა გულშემატკივრებისგან 100 ათასი წერილი და 10 ათასი გამამხნევებელი დეპეშა მიიღო.
კარერასი არა მარტო გადარჩა, არამედ ხმაც შეინარჩუნა და ავადმყოფობის შემდეგ მისი პირველივე ტურნე ნამდვილ ტრიუმფად იქცა. მომღერლის შესანიშნავ ვოკალურ ოსტატობასთან ერთად, მსმენელის აღტაცება მისმა ვაჟკაცურმა ხასიათმაც გამოიწვია. სწორედ იმხანად კარერასმა დააარსა ფონდი, რომელიც დღესაც ლეიკემიასთან ბრძოლის სამეცნიერო პროექტებს აფინანსებს. გამოჩენილი ტენორის მიერ ჩატარებული კონცერტებიდან მრავალი ამ ფონდის დაფინანსების წყაროდ იქცა. გამოცემული დისკებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილსაც კარერასი თავისი საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე რიცხავს. საოპერო ანგაჟემენტებზე მისი ახლანდელი უარი მას საშუალებას მისცემს კიდევ უფრო გაუფრთხილდეს თავის იოგებს: მომავალ კონცერტებზე, რომელთა რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 50 აღწევს, ის ზოგჯერ ისარგებლებს მიკროფონით. გაზეთ ”ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში კარერასმა აღნიშნა, რომ მსუბუქი რეპერტუარის შესრულება მის დღევანდელ მდგომარეობაში არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს. მომღერალმა თქვა, რომ თვით დიდი კარუზოც ხშირად ასრულებდა მსუბუქ რეპერტუარს. მან აგრეთვე გაიხსენა ცნობილი იტალიელი ტენორი მარიო ლანცა, რომელიც ჰოლივუდურ ფილმებში ხშირად მღეროდა პოპულარულ სიმღერებს. რაც შეეხება საოპერო პარტიებს, მისი თქმით, აღარ შესწევს ძალა მიბაძოს პლაჩიდო დომინგოს, რომელიც 2010 წელს აპირებს საოპერო სცენაზე პარალელურად ტენორისა და ბარიტონის პარტიები იმღეროს.
თითქმის 30 წელი გაატარა კარერასმა საოპერო სცენაზე. ავადმყოფობამდე ის წელიწადში საშუალოდ 80 სპექტაკლში მღეროდა, რაც ოფიციალური შეთავაზებების მეოთხედზე ოდნავ მეტს წარმოადგენდა. მას, ერთდროულად, კლაუდიო აბადო, ჯეიმს ლივაინი და რიკარდო მუტი ეპატიჟებოდნენ. მომღერალს პარტნიორობას ოპერის გრანდ-ქალბატონები კირი ტე კანავა, ტერეზა სტრატასი, ბირგით ნილსენი, აგნეს ბალცა, ფრედერიკა ფონ შტადე, კატია რიჩარელი უწევდნენ. განსაკუთრებით ნაყოფიერი ათწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდა კარერასს ჰერბერტ ფონ კარაიანთან. ”ის ჩემგან ძერწავდა მომღერალს”, - იხსენებს ხოსე. მსოფლიოში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა ”სამი ტენორის” პროექტმა, სადაც პარტნიორობას კარერასს მისი მეგობრები პლაჩიდო დომინგო და აწ განსვენებული ლუჩანო პავაროტი უწევდნენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ კარერასი თავისი პირველადი პროფესიით ქიმიკოსია, საინტერესოდ ჟღერს მისი ერთ-ერთი ბოლო განცხადება:
”ასპარეზზე გამოჩნდნენ ბრწყინვალე ახალგაზრდა მომღერლები. დრო გვიჩვენებს, შედგება თუ არა ახალი თაობის ”სამი ტენორი”. ამისათვის მათ შორის ქიმიური რეაქცია უნდა მოხდეს.