„სახალხო კრება“, რომლის აღმასრულებელი საბჭოს წევრი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეა, მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. საბჭოს თავმჯდომარის ნონა გაფრინდაშვილის თქმით, საერთო სახალხო გამოსვლები 21 მაისს, 15 საათზე, თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრებით დაიწყება.
„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა საზოგადოებას საპროტესტო აქციების დაწყებისკენ მოუწოდეს. შეკრებილთა შორის იყვნენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, მსახიობები გია ბურჯანაძე და დიმიტრი ჯაიანი, ყოფილი დეპუტატი ელიზბარ ჯაველიძე, ყოფილი მოჭიდავე ელდარ კურტანიძე, რეჟისორი გოგი ქავთარაძე, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი და „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს სხვა წევრები. საზოგადოებას ემოციური, თუმცა წინასწარ მომზადებული ტექსტით მიმართა საბჭოს თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილმა, რომელმაც მხარდამჭერებს სრული მობილიზაციისა და გადამწყვეტი ბრძოლის დაწყებისკენ მოუწოდა. დასახელდა შეკრების დრო, ადგილი და საბოლოო მიზანი:
„2011 წლის 21 მაისს, 15 საათზე, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბება ყველა ჩემი თანამემამულე, ვინც მზად არის იბრძოლოს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ქვეყნის გასათავისუფლებლად. თითოეული ჩვენგანის აქტიურობა აიძულებს ხელისუფლებას სწრაფად და მშვიდობიანად დაემორჩილოს ხალხის ნებას. საერთო სახალხო გამოსვლები დამნაშავე რეჟიმის დემონტაჟით დასრულდება.“
ნონა გაფრინდაშვილის თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით მზადყოფნაშია სამოქალაქო წინააღმდეგობის 74 კომიტეტი, ასევე ახალგაზრდული მოძრაობა და შეფიცულთა ათასობით წევრი, მათ შორის, შეფიცულთა რაზმის მეთაური, მსახიობი გია ბურჯანაძე, რომლის თქმითაც, საპროტესტო მოძრაობა დაიწყება რეგიონებშიც:
„პარალელურ რეჟიმში აჭარისა და გურიის სამოქალაქო წინააღმდეგობის რაიონული კომიტეტები უზრუნველყოფენ მხარდამჭერების შეკრებას და აქციის გამართვას ბათუმში, ერას მოედანზე. შეფიცულთა ჯგუფები უზრუნველყოფენ კოლონების გადაადგილებასა და უსაფრთხოებას. ძალა ხალხშია!“
„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა საპროტესტო მოძრაობაში ჩართვისკენ სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც მოუწოდეს. „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სოზარ სუბარი, ამბობს, რომ ერთობლივი აქციების გამართვის თაობაზე „სახალხო კრებასთან“ მოლაპარაკება არ გაუმართავს და რომ პარტია საკუთარი გეგმით მოქმედებს:
„მაისიდან გადავდივართ აქტიურ მოქმედებაზე. ამის შესახებ ჯერ კიდევ 24 ნოემბერს განვაცხადეთ პარტიის ყრილობაზე, ხოლო რას გავაკეთებთ, ამას საზოგადოება ნახავს ძალიან მალე.“
„ქართული პარტიის“ მსგავსად, „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები, თუმცა როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ამბობს, საპროტესტო გამოსვლები შესაძლოა წაადგეს ოპოზიციის ძალისხმევას გააუმჯობესოს საარჩევნო გარემო და, საბოლოო ჯამში, შეცვალოს ხელისუფლება:
„რაც უფრო მეტი ადამიანი ამოიღებს ხმას, გამოვა ქუჩაში, იბრძოლებს რეჟიმის წინააღმდეგ, მით უკეთესი. მით უფრო ჩქარა წავა პროცესი ჩვენი მიმართულებით და მით უფრო დამთმობი გახდება ხელისუფლება და ეს ორი გზა ერთმანეთს ხელს არ უშლის.“
გახდება თუ არა მეტად დამთმობი ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლების შედეგად? - ამ კითხვის პასუხად საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა თორდია, ამბობს, რომ გადამწყვეტ სიტყვას იტყვის საზოგადოება:
„გინდაც 2-ში, გინდაც 21-ში და გინდაც სხვა ნებისმიერ რიცხვში პუტინთან მორბენალ პარტიებს ხალხის მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში არ ექნებათ.“
„სახალხო კრების“ აქტიურობის შედეგად რადიკალურ ცვლილებას არც სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია ელის. მისი თქმით, არც საზოგადოების განწყობა და არც ნინო ბურჯანაძის რეიტინგი არ იძლევა სხვაგვარი დასკვნის საშუალებას.
„ისეთი მასობრივი განწყობა, რომელიც ადამიანებს ქუჩაში გამოიყვანდა და გამოიწვევდა ხელისუფლების ცვლილებას, ჩემი აზრით, არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ფასების კატასტროფული ზრდა შეინიშნება, ეს მაინც მიმდინარეობს გლობალური ეკონომიკის პრობლემების ფონზე, ამიტომ არ მგონია, რომ ეს იყოს საკმარისი პირობა იმისა, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. ცხადია, ამავე დროს დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ლიდერებს და მათდამი საზოგადოების ნდობას, ანუ ენდობიან თუ არა მოქალაქეები მათ“, უთხრა ემზარ ჯგერენაიამ რადიო თავისუფლებას.
2011 წლის 21 მაისს, 15 საათზე, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბება ყველა ჩემი თანამემამულე, ვინც მზად არის იბრძოლოს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ქვეყნის გასათავისუფლებლად...
„2011 წლის 21 მაისს, 15 საათზე, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბება ყველა ჩემი თანამემამულე, ვინც მზად არის იბრძოლოს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ქვეყნის გასათავისუფლებლად. თითოეული ჩვენგანის აქტიურობა აიძულებს ხელისუფლებას სწრაფად და მშვიდობიანად დაემორჩილოს ხალხის ნებას. საერთო სახალხო გამოსვლები დამნაშავე რეჟიმის დემონტაჟით დასრულდება.“
ნონა გაფრინდაშვილის თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით მზადყოფნაშია სამოქალაქო წინააღმდეგობის 74 კომიტეტი, ასევე ახალგაზრდული მოძრაობა და შეფიცულთა ათასობით წევრი, მათ შორის, შეფიცულთა რაზმის მეთაური, მსახიობი გია ბურჯანაძე, რომლის თქმითაც, საპროტესტო მოძრაობა დაიწყება რეგიონებშიც:
მაისიდან გადავდივართ აქტიურ მოქმედებაზე. ამის შესახებ ჯერ კიდევ 24 ნოემბერს განვაცხადეთ პარტიის ყრილობაზე...
„პარალელურ რეჟიმში აჭარისა და გურიის სამოქალაქო წინააღმდეგობის რაიონული კომიტეტები უზრუნველყოფენ მხარდამჭერების შეკრებას და აქციის გამართვას ბათუმში, ერას მოედანზე. შეფიცულთა ჯგუფები უზრუნველყოფენ კოლონების გადაადგილებასა და უსაფრთხოებას. ძალა ხალხშია!“
„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა საპროტესტო მოძრაობაში ჩართვისკენ სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც მოუწოდეს. „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სოზარ სუბარი, ამბობს, რომ ერთობლივი აქციების გამართვის თაობაზე „სახალხო კრებასთან“ მოლაპარაკება არ გაუმართავს და რომ პარტია საკუთარი გეგმით მოქმედებს:
„მაისიდან გადავდივართ აქტიურ მოქმედებაზე. ამის შესახებ ჯერ კიდევ 24 ნოემბერს განვაცხადეთ პარტიის ყრილობაზე, ხოლო რას გავაკეთებთ, ამას საზოგადოება ნახავს ძალიან მალე.“
„ქართული პარტიის“ მსგავსად, „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები, თუმცა როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ამბობს, საპროტესტო გამოსვლები შესაძლოა წაადგეს ოპოზიციის ძალისხმევას გააუმჯობესოს საარჩევნო გარემო და, საბოლოო ჯამში, შეცვალოს ხელისუფლება:
პუტინთან მორბენალ პარტიებს ხალხის მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში არ ექნებათ...