რადიო "თავისუფლება": როდესაც კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს ხელისუფლებას ალბათ ნაფიქრი უნდა ჰქონოდა მოვლენათა განვითარების ის ვარიანტი, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ. თუ ჰქონდა ნაფიქრი, რის დაპირისპირებას აპირებდა ან აპირებს ის რუსეთის აგრესიისთვის?
ნინო ბურჯანაძე: სამწუხაროდ, მქონდა მოსაზრება, რომ მოვლენები შეიძლება განვითარებულიყო იმ სცენარით, რომლითაც განვითარდა, - რომ რუსეთი ჩაერეოდა ვითარებაში - მაგრამ ჩემთვისაც კი ძნელი წარმოსადგენი იყო ის მასშტაბი, რომლითაც რუსეთმა თავისი ქმედებები განახორციელა. როდესაც დღეს იბომბება არა მხოლოდ კონფლიქტის ზონა, არამედ კონფლიქტიდან საკმაოდ მოშორებული ტერიტორიაც, მათ შორის დასავლეთ საქართველოშიც, იბომბება ქალაქები, დაბები, და არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, ნამდვილად არ ვარ განწყობილი იმაზე სასაუბროდ, თუ რა გათვლები ჰქონდა ან არ ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას, რა იყო მოსალოდნელი და რა მივიღეთ სინამდვილეში. ვფიქრობ, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა ის არის, რომ შეწყდეს ცეცხლი და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს მას შემდეგ, რაც ცეცხლი შეწყდება, დასრულდება მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა. მას შემდეგ, რაც ვითარება მოლაპარაკების რეჟიმში გადავა, რა თქმა უნდა, იქნება ანალიზი, იქნება კითხვები, იქნება ამ კითხვებზე პასუხები და შეფასებები.
მაგრამ დღეს მინდა ყველას გთხოვოთ - ყველას, ვინც ისმენთ ამ გადაცემას, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, ხმა მიაწვდინოთ დანარჩენ მსოფლიოს, ნებისმიერ ადამიანს, ვინც უნდა აღიმაღლოს ხმა, როდესაც ქალაქები და სოფლები იბომბება, როდესაც უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან.
მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო იმ ოთხი სახელმწიფოს პრეზიდენტებს, რომელთა მიმართვაც თქვენ რამდენიმე წუთის წინ წაიკითხეთ ეთერში. და, დარწმუნებული ვარ, ამ მიმართვას ბევრი სხვაც მიუერთდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ძალიან ბევრ ადამიანს, - როგორც ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში - რომლებიც დღეს აქტიური დიპლომატიური ძალისხმევით ცდილობენ საომარი მოქმედებების შეჩერებას. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქტივობა ჯერჯერობით საკმარისი არ არის და საერთაშორისო თანამეგობრობამ რაღაც ახალი მექანიზმი უნდა აამოქმედოს იმისათვის, რათა უსწრაფესად შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები.
რადიო "თავისუფლება": საქართველოს ხელისუფლება და ლამის მთელი საქართველო იმედს ძირითადად ამყარებდა (და ჯერ კიდევ ამყარებს) საერეთაშორისო თანამეგრობის მხარდაჭერაზე. თქვენ მჭიდრო კავშირი გქონდათ და გაქვთ დასავლელ კოლეგებთან, პოლიტიკოსებთან, ექსპერტებთან. რა სახის დახმარების გაწევა შეუძლიათ მათ საქართველოსთვის?
ნინო ბურჯანაძე: მე მართლა ძალიან სერიოზული კონტაქტები მაქვს და ამ დღეების განმავლობაში, პრაქტიკულად, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი: 100-ზე მეტი წერილი გავუგზავნე კოლეგებს, მეგობრებს, ნაცნობებს, პოლიტიკაში მოღვაწე ხალხს, გავაკეთე საგანგებო მიმართვა.
რისი მოლოდინი გვაქვს? მოლოდინი გვაქვს, რომ ადეკვატურად შეფასდება ის, რაც არის, რომ არავინ დახუჭავს თვალს (და ეს ასეც არის რეალურად), იმაზე, რომ იბომბება სუვერენული სახელმწიფო. მოლოდინი გვაქვს, რომ გამოიძებნება ძალიან სერიოზული დიპლომატიური მექანიზმები იმისათვის, რათა შეწყდეს ცეცხლი და მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. არავინ ელის, რომ რუსეთს ვინმე ომს გამოუცხადებს (და ამის არც არანაირი სურვილი არა გვაქვს), მაგრამ თანამედროვე სამყაროში არსებობს ძალიან სერიოზული ბერკეტები იმისათვის, რომ კონკრეტულად ერთმა სახელმწიფომ იმოქმედოს საერთაშორისო სამართლის სტანდარტებიდან გამომდინარე, და არ დაბომბოს სხვა სუვერენული სახელმწიფო. არსებობს სერიოზული მექანიზმები იმისათვის, რომ ყველა მხარე აიძულონ, მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, ამისათვის კი ყოველმხრივი და მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო.
რადიო "თავისუფლება": საერთაშორისო პრესაში გუშინ და დღეს გაისმის სხვადასხვა მოსაზრება და მათ შორის ერთი ასეთიც არის: დასავლეთმა რუსეთის მიმართ ის არ გააკეთა, რაც შეეძლო და რომ საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო. თქვენი აზრით, რამდენად გაუცრუა დასავლეთმა და, საერთოდ, მსოფლიო თანამეგობრობამ თბილისს იმედი?
ნინო ბურჯანაძე: როგორც ადამიანმა, რომელმაც კარგად იცის, როგორ გვგულშემატკივრობენ ჩვენი დასავლელი მეგობრები, ნამდვილად უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი კეთდება, ძალიან დიდია ყურადღება საქართველოს მიმართ; მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ ეტაპზე, ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ეს საკმარისი აღარ არის. ძალიან სამწუხაროა, რომ კონფლიქტის ზონაში ვითარება ცეცხლის გახსნამდე მივიდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ შევძელით ომის თავიდან აცილება და ახლა, როდესაც ისმის არა მარტო ქვემეხებისა და მძიმე არტილერიის, არამედ საჰაერო თავდასხმის ხმები, ახლა ჩვეულებრივი დიპლომატიური მექანიზმები ნამდვილად აღარ არის საკმარისი და საქართველომ, ქართულმა საზოგადოებამ, უნდა დაინახონ, რომ აუცილებელია ძალიან კონკრეტული და აქტიური მხარდაჭერა და ცეცხლი მაქსიმალურად სწრაფად შეწყდება. პრობლემა, რომლის წინაშეც საქართველო დგას, არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა.
ნებისმიერ სახელმწიფოს უნდა, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს მეზობელ სახელმწიფოსთან, მით უმეტეს, ისეთ დიდ სახელმწიფოსთან, როგორიც რუსეთია. მაგრამ როდესაც საქართველო ცდილობდა, დაახლოებოდა ნატოს, ევროპულ სტრუქტურებს, რუსეთმა ეს ლამის მტრულ ნაბიჯად აღიქვა. შეუძლებელი გახდა ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება. დღეს საქართველო ისჯება, ნამდვილად ისჯება იმ პოლიტიკური ორიენტაციისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა.
დღეს საქართველო ისჯება იმისთვის, რომ მას უნდოდა - და უნდა! - ნატოს წევრობა. საქართველო ისჯება იმისთვის, რომ ცდილობდა, დამოუკიდებელი პოლიტიკა ეწარმოებინა, და ეს ყურად უნდა იღოს საერთაშორისო თანამეგობრობამ.
რადიო "თავისუფლება": როგორ მიგაჩნიათ, რა არის რუსეთის ამგვარი სამხედრო მოქმედებების საბოლოო მიზანი? სად არის ზღვარი, სადაც რუსული სამხედრო მანქანა გაჩერდება? სად არის ზღვარი, რის მიღწევის შემდეგაც მოსკოვი ჩათვლის, რომ მიზანს მიაღწია?
ნინო ბურჯანაძე: მეგონა, რუსეთს საკმარისად კარგად ვიცნობდი, მაგრამ იმან, რაც ახლა ხდება, ჩემს მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ რუსეთი წავიდოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქალაქებისა და სოფლების დაბომბვაზე წავიდოდა, რასაც მოჰყვებოდა მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი. რა არის რუსეთის ამოცანა და რა არის რუსეთის მიზანი? რუსეთს უნდა, აღადგინოს თავისი გავლენა კავკასიაში.
ყოველთვის ვცდილობდი, ამეხსნა რუსი კოლეგებისთვის, რომ რუსეთს შეიძლება კავკასიაში გავლენა ჰქონდეს, შეიძლება ჰქონდეს გავლენა საქართველოშიც, მაგრამ ეს უნდა იყოს პოზიტიური გავლენა, ეს უნდა იყოს გავლენა თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის პირობებში, აგებული ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებაზე და არა გავლენა, რომელიც აგებული იქნება დაშინებაზე, შეშინებაზე, დაბომბვაზე, ან ცხინვალში და იმავე აფხაზეთში კონფლიქტური ზონების შენარჩუნებაზე და ამ ზონებით მანიპულირებაზე. სამწუხაროდ, ამის ახსნა, როგორც ჩანს, კარგად ვერ შევძელი.
რადიო "თავისუფლება": თქვენი აზრით, როგორი იქნება ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას მერე, რაც კრიზისი ჩაცხრება?
ნინო ბურჯანაძე: ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსეთში, საქართველოს სახით, მტრის ხატი შეიქმნა. საზოგადოებრივი აზრის ნებისმიერი გამოკითხვით, რომელიც ტარდება 18-25 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, საქართველო იკავებს ერთ-ერთ პირველ ადგილს მტრულ სახელმწიფოებში. ალბათ ამის შედეგი იყო ისიც, რომ როცა ამ ახალგაზრდებს ჰკითხეს, როგორია საქართველოს მოსახლეობაო, პასუხად მიიღეს: 40-50 მილიონიო. იმიტომ, რომ ახალგაზრდებს, რომლებსაც საქართველო არასოდეს უნახავთ და იქ არასოდეს ყოფილან, ვერ წარმოედგინათ, რომ ოთხმილიონიანი ერი ორასმილიონიანი ერის წინააღმდეგი იყოს და ამდენ ყურადღებას იმსახურებდეს.
ძალიან ვამაყობდი, რომ მიუხედავად იმისა, რაც ხდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში; მიუხედავად იმისა, რომ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რა როლი ითამაშა რუსეთმა 91-92 წლებში აფხაზეთსა და ცხინვალის კონფლიქტებში; მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენჯერ იყო ძალიან მძიმე პრობლემები, წამოსული რუსეთის ხელისუფლებისა და რუსეთის ცალკეული ძალების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით, საქართველოში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ იყო ანტირუსული განწყობა. იყო განწყობა რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ, რუსული სახელმწიფოებრივი, "დერჟავული" ამბიციების წინააღმდეგ. მაგრამ არ იყო ანტირუსული განწყობა. ძალიან ვშიშობ, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ამ განწყობას გააჩენს. ამის გამოსწორება ძალიან რთული იქნება და ალბათ მართლაც რადიკალური ცვლილებები უნდა მოხდეს საიმისოდ, რომ ამ მიმათრულებით მოძებნილ იქნეს რაღაც გამოსავალი. მაგრამ ახლა ამაზე საუბარიც კი ნაადევია. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული, რომ როცა გავალ სტუდიიდან, არ დამხვდება ახალი ამბავი და თან აუცილებლად ცუდი - რომ დაბომბეს გზა, დაბომბეს სოფელი, ჩამოვარდა ყუმბარა.
მოგმართავთ ყველას - ჩვენს მეგობრებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, მივმართავ რუსეთის საზოგადოებას; იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ახარებთ საქართველოში დღეს მიმდინარე ამბები: გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოახდინოთ ზემოქმედება, რომ შეწყდეს საომარი მოქმედებები, შეწყდეს საქართველოში ცეცხლი. მერე დავსხდეთ, მოვილაპარაკოთ სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობამ, როგორ დავამყაროთ ამ მიწაზე მშვიდობა. შემდეგ კი ვიფიქროთ იმაზე, როგორ ვიცხოვროთ მომავალში.