დნესტრისპირეთის საკითხისა და ქვეყნის საერთაშორისო კურსის მიმართ. როგორც მინიმუმი, ვორონინს სურს მკაფიო პასუხი მიიღოს ე.წ. ”საპაკეტო წინადადებებზე”, რომელიც დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებას ითვალისწინებს. ამაზე უფრო სასურველი ნაბიჯი კი ის იქნება, რომ რუსეთმა მხარი დაუჭიროს მოლაპარაკებების ახლო მომავალში გამართვას.
დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართული ყველა მხარის წარმომადგენლები 21-23 ივლისს მოლდავეთში შეიკრიბნენ და არაოფიციალური მოლაპარაკებები გამართეს.
შეხვედრებში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები 3+2 ფორმატისა, რომელიც მოიცავს შუამავლების ფუნქციის მქონე ეუთოს, რუსეთს და უკრაინას და დამკვირვებლების ფუნქციის მატარებელ ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს; მონაწილეობდნენ აგრეთვე მოლდავეთის პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი და დნესტრისპირეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი ალექსანდრ კოროლიოვი. რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა იგორ სმირნოვმა შეხვედრებში მონაწილეობაზე დემონსტრაციულად თქვა უარი.
მოლაპარაკებებზე, ძირითადად, ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ნაბიჯებს განიხილავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური შეთანხმებები არ გაფორმებულა, კიშინიოვი და ტირასპოლი ექსპერტთა შორის შეხვედრების გამართვაზე შეთანხმდნენ - განსაკუთრებით გარემოს დაცვის, ტრანსპორტის და ჰუმანიტარული პროექტების სფეროებში. ამას არაოფიციალური მოლაპარაკების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი უწოდა ეუთოს საგანგებო წარმომადგენელმა, ჰეიკი ტალვიტიემ.
ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 3+2 ფორმატის წარმომადგენლები უპირატესობას ანიჭებენ პრაგმატულ მიდგომას, რომელიც ნდობის აღდგენისკენ მიმართული პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი პოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები კი სამომავლო მოლაპარაკებებისთვის არის გადადებული.
თუმცა კიშინიოვს ამგვარი დამოკიდებულება ხელს არ აძლევს. ის ეჭვობს, რომ ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ნაბიჯებს ტირასპოლი არჩევითად იყენებს, რათა თავისი სოციო-ეკონომიკური პრობლემები გადაჭრას, ზოგადი ვითარება კი იგივე დატოვოს. ამის შედეგად, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება კვლავ შორეულ პერსპექტივად რჩება. მოლდავეთის მთავრობას სურს, რომ ნდობის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯები კონფლიქტის მოგვარების უფრო ფართო ჩარჩოში იქნეს გადადგმული და არა მისგან განცალკევებით.
უკვე დაახლოებით ერთი წელია, რაც მოლდავეთი საერთაშორისო ფორმატის შეხვედრის მოწვევას ცდილობს ე.წ. ”საპაკეტო წინადადებების” ირგვლივ. ეს დოკუმენტი 2006 წლის ბოლოს შეიმუშავეს მოლდავეთის წამყვანმა ექსპერტებმა. მათ როგორც მოლდავეთის, ისე რუსეთის ინტერესების გათვალისწინება სცადეს, თანაც ისე, რომ არც უკვე ინტეგრირებული სახელმწიფოს მომავალი დამდგარიყო საფრთხის ქვეშ და არც რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნა დაკანონებულიყო მოლდავეთში.
ძალიან მოკლედ რომ ითქვას, ეს წინადადებები მხარეებს შორის გარიგების ლოგიკას ემყარება. ქვეყნის დემილიტარიზაციის და დნესტრისპირეთში რუსეთის საკუთრების უფლების აღიარების სანაცვლოდ, - საკუთრებისა, რომელიც რეგიონის ინდუსტრიული პოტენციალის დაახლოებით 80 პროცენტს შეადგენს, - მოლდავეთი ელის, რომ მოსკოვი მოლდავეთიდან თავისი სამხედრო ძალის გაყვანაზე დათანხმდება და კონფლიქტის რეალურ მოგვარებას შეუწყობს ხელს.
ამასთან, დოკუმენტი ითვალისწინებს დნესტრისპირეთისთვის ფართო ავტონომიის მინიჭებას, კიშინიოვსა და ტირასპოლს შორის უფლებების მკაფიოდ განცალკევებას და მოლდავეთის პარლამენტში დნესტრისპირეთის პროპორციულად წარმოდგენას. ეს უკანასკნელი პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში მოლდავეთში 2009 წლის მარტში დანიშნული საპარლამენტო არჩევნები დნესტრისპირეთთან ერთად უნდა გაიმართოს და, შესაბამისად, წინადადებების დოკუმენტი მანამდე უნდა იქნეს მხარეების მიერ მიღებული.
ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დოკუმენტი დიდი ხნის წინ მოიწონეს. მოსკოვს კი მასზე საკუთარი აზრი ამ დრომდე არ გამოუთქვამს ოფიციალურად. მოლდავეთის საგარეო პოლიტიკის შემსწავლელი ანალიტიკური ასოციაციის თავმჯდომარე ანდრეი პოპოვი ვარაუდობს, რომ მოსკოვი დოკუმენტზე, არსებული ფორმით, არც არასოდეს დათანხმდება, ვინაიდან პაკეტით მისი ორი მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილება გათვალისწინებული არ არის:
[პოპოვის ხმა]
”დღევანდელი სტატუს-კვოს შეცვლაზე რუსეთი მარტო მაშინ დათანხმდება, როცა სანაცვლოდ ისეთ მექანიზმებს მიიღებს, რომლითაც კვლავაც შეძლებს მოლდავეთის გაკონტროლებას, მის თავის გავლენის სფეროში ყოლას. ასეთი კი ორია - მოლდავეთში რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნის დაკანონება და მოლდავეთის პარლამენტში დნესტრისპირეთის ვეტოს გამოყენება მოლდავეთის პოლიტიკაზე რუსეთის გავლენისთვის. მოლდავური პაკეტი რუსეთს არც ერთ ამ მექანიზმს არ სთავაზობს და, შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი დოკუმენტზე, არსებული ფორმით, არ დათანხმდება.”
არადა, ვორონინი უკვე დიდი ხანია მიზანმიმართულად ცდილობს რუსეთი ამ პირობების მიღებაზე დაიყოლიოს - ამ მიზნის მისაღწევად ის ხშირად კრემლის ინტერესებს მოლდავეთის ინტერესებზე წინაც კი აყენებს. მაგალითისთვის გავიხსენოთ ვორონინის მხრიდან ორგანიზაცია სუამის მუშაობის საბოტაჟი, ნატოსთან თანამშრომლობის შემცირება, რუმინეთთან კონფლიქტის გამწვავება და ასე შემდეგ.
მეტიც, მოლდაველი ექსპერტის, ანდრეი პოპოვის, აზრით, რუსეთის მიმართ ფრთხილი და დამყოლი პოლიტიკის გატარებით ვორონინს იმედი ჰქონდა, რომ მოსკოვს სხვა ქვეყნებისთვის - უწინარესად კი, საქართველოსთვის - ერთგვარი ”სიგნალის” გაგზავნის საშუალებას აძლევდა. პოპოვის თქმით, ვორონინი ვარაუდობდა, რომ დნესტრისპირეთის საკითხის მოგვარებით მოსკოვი სხვა ქვეყნებს - განსაკუთრებით კი საქართველოს - დაანახვებდა, რომ მწვავე და რადიკალურ პოლიტიკას შედეგი არ მოაქვს და რომ შედეგი მოლდავეთის რბილ და კომპრომისებზე დამყარებულ პოლიტიკას მოჰყვა. თუმცა, პოპოვის თქმით, ვორონინის ამ გათვლას ჯერჯერობით იმედგაცრუების მეტი არაფერი მოუტანია:
[პოპოვის ხმა]
”რასაკვირველია, ვორონინი იმედოვნებდა, რომ ამგვარი პოლიტიკა ნაყოფს გამოიღებდა, რომ ამას რუსეთი დააფასებდა და, მეტიც, რომ მოლდავეთს და დნესტრისპირეთის პრობლემის საბოლოო მოგვარებას გამოიყენებდა საქართველოსთვის - ქართველი ხალხისთვის, პოლიტიკური ოპოზიციისთვის - და უკრაინისთვის გაგზავნილ ერთგვარ სიგნალად: შეხედეთ, მოსკოვთან მიმართებით ორგვარი ქცევაა შესაძლებელი: ერთი, რასაც სააკაშვილი და თბილისი აკეთებს, - უკომპრომისო, ცალმხრივი პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ინტერესებს არ ითვალისწინებს, - და მეორე, რასაც აკეთებს ვორონინი, რომელიც ფრთხილია, დადებითია და ნეიტრალურია საგარეო პოლიტიკაში. ვორონინი ფიქრობდა, რომ რუსეთს ამ სიგნალის გაგზავნის საშუალებას აძლევდა. თუმცა, ვფიქრობ, ის ძალიან მალე იმედგაცრუებული დარჩება, რადგანაც დაინახავს, რომ ამან რუსეთის დამოკიდებულებაში არაფერი შეცვალა, ვინაიდან რუსეთი უფრო დიდ თამაშებშია ჩართული.”
თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, 22 ივლისს გამართულ შეხვედრაზე ვორონინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის წლის ბოლომდე მოგვარების იმედი აქვს. მთავარი შეკითხვა, რომელიც ახლა ანალიტიკოსებს აწუხებთ, შემდეგია: მართლაც ეცდება თუ არა ვორონინი ამ მიზნის მიღწევას და ამისათვის დამატებით მასშტაბურ კომპრომისებზეც წავა, თუ შეურიგდება მოსაზრებას, რომ კონფლიქტის მოგვარება სხვა გზით უნდა მოხდეს, რამაც, შესაძლოა, ეს პროცესი კიდევ ბევრი წლით გააგრძელოს...