კერძოდ გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან პირდაპირი ოფიციალური კავშირების დამყარების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კუთვნილი უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდებას. რუსეთის ქმედებები დოკუმენტში დახასიათებულია, როგორც “პროვოკაციული და სახიფათო”, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რეზოლუციის პროექტი ამ რამდენიმე დღის წინათ დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა. თუმცა, მისი განხილვისას ცხარე კამათი გაიმართა და კომიტეტის რამდენიმე წევრმა ტექსტის მისამართით სერიოზული შენიშვნები გამოთქვა. ცხარე დებატებია მოსალოდნელი დღესაც, წარმომადგენელთა პალატაში დანიშნული განხილვის დროს. რადიო "თავისუფლება" დაინტერესდა, რამდენად რეალურია შანსი, რომ კონგრესმენები რუსეთის გამკიცხავ რეზოლუციას მიიღებენ. ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით რეზოლუციის მიღების ერთ მომხრესა და ერთ მოწინააღმდეგეს.
ჯონათან კაცი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს. ამავე დროს, იგი ფლორიდის შტატის დემოკრატი კონგრესმენის, რობერტ უექსლერის ადმინისტრაციის წევრია - იმ უექსლერისა, რომელიც რუსეთის გამკიცხავი რეზოლუციის მთავარი ინიციატორი გახლავთ.
[ჯონათან კაცის ხმა]: "უპირველეს ყოვლისა, თუ შევხედავთ, ვინ უჭერდა მხარს ამ რეზოლუციას, მათ შორის არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ბერმანი. ასევე მაღალი რანგის წარმომადგენელი, რესპუბლიკელი ილეანა როს-ლეჰტინენი. ამ რეზოლუციას მხარს უჭერს კონგრესის წევრთა ორპარტიული ჯგუფი, რომლის წევრები შეშფოთებას გამოხატავენ აფხაზეთში ამჟამად შექმნილი ვითარების გამო."
ჯონათან კაცის აზრით, საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართული დისკუსია დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია.
[ჯონათან კაცის ხმა]: "ვფიქრობ, დისკუსია, რომელიც კომიტეტში შედგა, ჯანსაღი დებატები გახლავთ და მისი ყურადღების ცენტრშია ნატოს მომავალი, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები და, ასევე, ნატო-რუსეთის ურთიერთობები. ეს ჯანსაღი დებატებია, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ და ინტერესით მოველით მომავალშიც. მაგრამ ვფიქრობ, რეზოლუციის საბოლოო მიზანი იყო იმაზე კონცენტრირება, რაც ამჯამად ხდება საქართველოში."
საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ დღევანდელ განხილვაზე წარმომადგენელთა პალატა საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას მიიღებს. მის მოსაზრებას არ იზიარებს რესპუბლიკელი კონგრესმენი კალიფორნიის შტატიდან დანა რორბაკერი, რომელიც საკომიტეტო განხილვის დროს აქტიურად ეწინააღმდეგებოდა რუსეთისადმი კრიტიკული ტექსტის მიღებას.
[დანა რორბაკერის ხმა]: "რეზოლუციას კონგრესი არ მიიღებს, რადგან ჩვენი უმრავლესობა - ისინიც კი, ვისაც ამ რეგიონთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს - ფიქრობს, რომ ტექსტში ვითარება სამართლიანად არ არის ასახული."
საკომიტეტო განხილვისას, დანა რორბაკერთან ერთად, რეზოლუციის პროექტის მიღების წინააღმდეგი იყო მისი თანაპარტიელი და მასავით კალიფორნიელი ედ როისი, აგრეთვე, დემოკრატი კონგრესმენები ბილ დელაჰანტი მასაჩუსეტსის შტატიდან და ბრედ შერმანი კალიფორნიიდან (ამ უკანასკნელმა რეზოლუციის ტექსტს "აშკარად ანტირუსული" უწოდა).
მაინც, რა არის კონგრესმენ რორბაკერისა და რეზოლუციის სხვა მოწინააღმდეგეების ძირითადი არგუმენტები?
[დანა რორბაკერის ხმა]: "მჯერა, რომ სხვადასხვა ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს უფლება აქვს, თვითონ, საარჩევნო ყუთის მეშვეობით განსაზღვროს საკუთარი ბედი. მაგალითად, მე მხარს ვუჭერდი კოსოვოს დამოუკიდებლობას. მაგრამ თუ კოსოვოელებს სერბიისგან გამოყოფის უფლება მიეცათ, ასეთივე უფლებით უნდა სარგებლობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებნიც."
როცა დანა რორბაკერს ვუთხარი, ეს ხომ 15 წლის წინათ განხორციელებული ეთნიკური წმენდის დაკანონება იქნება-მეთქი, კონგრესმენმა მიპასუხა:
[დანა რორბაკერის ხმა]: "იცით რა? 15 წლის წინათ იყო თუ ასი წლის წინათ, თუ სულაც შარშან, რეალობა რეალობაა. ამ ტერიტორიებზე დღეს მცხოვრები ხალხის უდიდეს უმრავლესობას არ სურს საქართველოს ნაწილი იყოს. და არ შეიძლება, ამ ხალხს უარი ვუთხრათ თვითგამორკვევის უფლებაზე. ხოლო თუ ვეცდებით, დავაბრუნოთ ყველა, ვისაც რაიმე კავშირი აქვს ან ჰქონდა იმ ტერიტორიასთან, ეს პროცესს ისე გაართულებს, რომ სათუო აღმოჩნდება თავად არჩევნების იდეა."
კონგრესმენ დანა რორბაკერის ეს სიტყვები გვაფიქრებინებს, რომ დღეს კონგრესში ცხარე დებატებს უნდა ველოდეთ. თუმცა, როგორც ჯონათან კაცი ამბობს, [ჯონათან კაცის ხმა]: "ჩვენ არ გვსურს ვითარების შემდგომი ესკალაცია. ამ ეტაპზე ამ საკითხების მოსაგვარებელი შესაფერისი ადგილი უთუოდ არის გაერო, სადაც მკვეთრი განცხადებები გაკეთდა შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. და, ვფიქრობ, ეს პროცესი გაგრძელდება. გაგრძელდება დისკუსიები ნატო-რუსეთის დონეზეც, სადაც ასევე მკვეთრი განცხადება გაკეთდა რუსეთის მისამართით, რომ აფხაზეთში მისი ამჟამინდელი მოქმედება იწვევს ღრმა შეშფოთებას არა მხოლოდ ნატოსა და ევროპის ქვეყნებს შორის, არამედ მთელ საერთაშორისო თანამეგობრობაში, რომელსაც არ სურს, მოხდეს ამ რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია."
საუბრის ბოლოს, ჯონათან კაცს ვკითხე, საერთაშორისო თანამეგობრობის ასეთი რეაქცია დაგვიანებული ხომ არ არის-მეთქი. რატომ არ რეაგირებდა დასავლეთი მაშინ, როცა მოსკოვი რუსეთის მოქალაქეობას ანიჭებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს, თბილისის დაუკითხავად მათთან ეკონომიკურ კავშირებს ამყარებდა და, კიდევ უარესი, საქართველოს ტერიტორიას ბომბავდა?
[ჯონათან კაცის ხმა]: "ვფიქრობ, საქმე გვქონდა პროცესთან. არსებობდა იმედი, რომ რუსეთი კონსტრუქციულ როლს ითამაშებდა ამ კონფლიქტის მოგვარებაში. ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ ამ პროცესის წინ წაწევაა საჭირო. ბუშის ადმინისტრაციის სახელით ვერ ვილაპარაკებ ამ საკითხზე, მაგრამ ვიცი, რომ გარკვეული ხნის მანძილზე გრძელდება მცდელობა, რომლის მიზანი ამ საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებაა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გვაქვს ამ კონფლიქტთან დაკავშირებით რეზოლუცია, მაგრამ ვცდილობთ მის მიღებას."
დოკუმენტის განხილვა ვაშინგტონის დროით 14 საათისთვის უნდა დაიწყოს, ანუ მაშინ, როცა საქართველოში საღამოს ათი საათი იქნება. როგორც წესი, ამგვარი რეზოლუციის მისაღებად საკმარისია წარმომადგენელთა პალატის წევრთა უბრალო უმრავლესობა, მაგრამ თუ დოკუმენტის წინააღმდეგ თუნდაც ერთმა კონგრესმენმა გაილაშქრა, მაშინ მის მიღებას ხმების ორი მესამედი დასჭირდება.