შემდეგ კი კონფლიქტის ზონის მახლობლად საქართველოს უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდებას, დასავლეთის სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არნახულად ერთსულოვანი და მკაცრი გაკიცხვა მოჰყვა. საგანგებოდ მიღებულ ოფიციალურ განცხადებებსა თუ საჯარო მიმართვებში, პრესკონფერენციებსა თუ სატელევიზიო ინტერვიუებში დასავლეთის მრავალი ქვეყნის ლიდერები მკაცრად ჰგმობენ მოსკოვის მიერ ბოლო ხანს გადადგმულ ნაბიჯებს. ერთ-ერთი ასეთი განცხადების ავტორია აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელმაც მოსკოვს მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვისკენ მოუწოდა. დავით კაკაბაძე ვაშინგტონში დაუკავშირდა ჯონ მაკკეინის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, მის მრჩეველს საგარეო პოლიტიკისა და უშიშროების საკითხებში, რენდი შუნემანს.
რადიო "თავისუფლება": სულ რამდენიმე დღის წინ სენატორმა მაკკეინმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მკაცრად დაგმო მოსკოვის გადაწყვეტილება, პირდაპირი სამთავრობო კავშირი დაამყაროს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. განცხადებაში სენატორი მაკკეინი რუსეთის ამ ნაბიჯს ხსენებული ტერიტორიების "დე ფაქტო ანექსიად" აფასებს. თუმცა, მოსკოვი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. რა მოხდება ახლა? რა ბერკეტები აქვს დასავლეთს, კერძოდ, შეერთებულ შტატებს საიმისოდ, რათა რუსეთი თანამშრომლობაზე დაიყოლიოს?
რენდი შუნემანი: ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი და უმთავრესია, დასავლეთში არსებობდეს ერთიანობა რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენობის შელახვის საკითხში. გამოცდილებით ვიცით, რომ რუსები თავისი ხაზის გატარებას მანამ ცდილობენ, ვიდრე წინააღმდეგობას წააწყდებიან. საჭიროა, მათ გავაგებინოთ, რომ ევროპის ყველა ქვეყანა და შეერთებული შტატები ერთად ეწინააღმდეგებიან რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომლებიც ნამდვილად შეიძლება შევაფასოთ კულმინაციად იმისა, რასაც ისინი წლების მანძილზე აკეთებდნენ საქართველოს სუვერენობისთვის ძირის გამოთხრის მიზნით. ვფიქრობ, ამ მხრივ, მნიშვნელოვანი წინსვლის მოწმენი გავხდით მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე მოხსენებით წარდგა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე. საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის ოთხმა წევრმა პირველად გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც შეშფოთება და უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის ქმედების გამო. ეს კი მეტად საგულისხმო წინსვლაა: როცა საკვანძო ქვეყნები - ბრიტანეთი, საფრანგეთი, შეერთებული შტატები და გერმანია - რუსებს მკაფიოდ მიანიშნებენ, რომ მან ან უნდა გააუქმოს ან არ უნდა შეასრულოს ეს უკანასკნელი განკარგულება. ვფიქრობ, ეს სასიკეთო ნიშანია. გარდა ამისა, მოწმენი გავხდით მხარდაჭერისა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან და იმედი გვაქვს, - და ველით კიდეც - რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება, იქნება ეს ესტონეთის პარლამენტი, ევროპის პარლამენტი თუ ცალკეული სახელმწიფოები.
რადიო "თავისუფლება": დასავლეთის ერთიანობა, თქვენ რომ ახსენეთ, ამჯერად, როგორც ჩანს, მართლაც არსებობს. რუსეთის ქმედების გამკიცხველი განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტობის სამივე კანდიდატმა გამოაქვეყნა. სენატორ მაკკეინის გარდა, მკაცრი განცხადებები ვიხილეთ სენატორების, ჰილარი კლინტონისა და ბარაკ ობამასგანაც. მაგრამ რამდენად ადარდებს ამერიკელ ამომრჩეველს პატარა, შორეული ქვეყანა ალაბამის ან, თუ გნებავთ, კოლორადოს მოსახლეობით, რომელსაც არც ენერგორესურსები აქვს, არც ურანი, არც ოქრო და არც ბრილიანტები? რით არის საქართველო მნიშვნელოვანი?
რენდი შუნემანი: ჯერ ერთი, ვფიქრობ, რომ სწორად აღნიშნეთ შემდეგი ფაქტის მნიშვნელობა: იმ დროს, როცა მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია – საარჩევნო კამპანიებში კი, ჩვეულებრივ, განსხვავებები გამოიკვეთება ხოლმე – სამივე კანდიდატმა არა მარტო მკაცრად დაგმო რუსეთის ნაბიჯები, არამედ ასევე მტკიცედ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საინტერესოა ისიც, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ ასევე სამივე კანდიდატმა დაუჭირა მხარი საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შეთავაზებას. ასე რომ, შეერთებულ შტატებში ამ საკითხზე სრული კონსენსუსია ორივე პარტიაში. ახლა, რაც შეეხება თქვენს კითხვას, რამდენად ადარდებს ეს ყველაფერი ამერიკელ ამომრჩეველს. ცხადია, ეს ის თემა არ გახლავთ, რომლის გარშემოც კანდიდატებს ამომრჩევლებთან შეხვედრებზე ეკითხებიან ან რომლითაც კამპანიის გამშუქებელი პოლიტიკური რეპორტიორები ინტერესდებიან. და, მართალი გითხრათ, ჩვენი განცხადებები სწორედ ამით იძენს განსაკუთრებულ წონას: საქართველოს მხარდაჭერა ხომ ვერავითარ პოლიტიკურ ხეირს ვერ მოუტანს უშუალოდ კამპანიას, რომელიც ასე ცხარედ მიმდინარეობს შეერთებულ შტატებში. მიზეზი, რატომაც შეერთებული შტატების კონგრესი და მთავრობა, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, აგერ უკვე მრავალი წელია, საქართველოს მხარში უდგას, როგორც თქვენც აღნიშნეთ, არის არა რესურსები – საქართველოს ბევრი რესურსი არ გააჩნია – არამედ სხვა რამ. საქართველოს მაგალითმა, განსაკუთრებით "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამერიკელებზე და ამერიკის ლიდერებზე – დემოკრატიის ერთგულებით, დემოკრატიის საკეთილდღეოდ რისკის გაწევის მზადყოფნით, წარმატებული რეფორმებით, რომელიც სააკაშვილის მთავრობამ განახორციელა. აქ საქმე მართლაც საერთო ფასეულობებთან გვაქვს და სენატორი მაკკეინი ამას განსაკუთრებით კარგად ხედავს: ის, თუ არ ვცდები, სამჯერ თუ ოთხჯერ იყო საქართველოში და გამოსცადა ლეგენდარული ქართული სტუმართმოყვარეობა, და იქ ნანახმა მასზე ღრმა და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
რადიო "თავისუფლება": ისეთ ვითარებებში, როგორიც ახლაა შექმნილი, ანალიტიკოსები ხშირად იწყებენ საუბარს შესაძლო გარიგებებზე სუპერსახელმწიფოებს შორის. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ითქვა, თითქოს რუსეთმა ამერიკას ნება დართო აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტები განათავსოს, ხოლო სანაცვლოდ მას ხელი ააღებინა საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერაზე ნატოში გაწევრიანების საკითხში. თქვენ რას იტყვით?
რენდი შუნემანი: პირველ ყოვლისა, ვიტყვი, რომ ამერიკის მთავრობამ მკაფიოდ და საჯაროდ განაცხადა, რომ არავითარი ვაჭრობა არ იქნება. ამ სახის ვაჭრობა და გარიგებები უფრო იმ წარსული ეპოქის გადმონაშთია, როცა ურთიერთობებში ძალისმიერი პოლიტიკა მეფობდა. მეორე: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საუბარი იმაზე, თითქოს რუსეთმა ამერიკას ანტისარაკეტო სისტემის განთავსების "ნება დართო". ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის საკითხი სამი სუვერენული მთავრობის გადასაწყვეტია: შეერთებული შტატების, პოლონეთისა და ჩეხეთის. მათ უნდა შესწევდეთ – და შესწევთ კიდეც – უნარი, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღონ. ამ სამმა მთავრობამ ძალიან ბევრი გააკეთა საიმისოდ, რათა გაექარწყლებინა ის ეჭვები, რომელსაც ანტისარაკეტო სისტემის მიმართ რუსეთი გამოთქვამდა. ვფიქრობ, სტრატეგიის ნებისმიერ სერიოზულ ანალიტიკოსს ესმის, რომ რუსეთის შეშფოთებას არაფერი აქვს საერთო შეშფოთებასთან იმის თაობაზე, რა საფრთხეს შეუქმნის მას ცენტრალურ ევროპაში განთავსებული ათი გადამტაცი ან სარადარო სისტემა. ვიყოთ გულახდილი: ეს ხომ აბსურდული მტკიცებაა! რაც შეეხება ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხში საქართველოს მხარდაჭერას, ვფიქრობ, სრულიად აშკარაა, რომ არავითარი გარიგება არ ყოფილა. პრეზიდენტმა ბუშმა ძალიან მაგრად და საჯაროდ იბრძოლა და, როგორც თქვენც იცით და თქვენმა მსმენელმაც, ვახშმის მერე წევრი ქვეყნების ლიდერები კიდევ რამდენიმე საათს დატოვა ამ საკითხში თავისი პოზიციის გასატანად. საბოლოოდ, MAP-ის მიღება ვერ მოხერხდა, მაგრამ რაც ზემოთ მოგახსენეთ, იმის დასტურია, რომ შეერთებული შტატების მხრიდან არავითარი გარიგება არ ყოფილა. ნატოს კომუნიკეს ტექსტი უაღრესად მკვეთრია, მასში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ საქართველო და უკრაინა ადრე თუ გვიან ნატოს წევრები გახდებიან. ეს კი მეტად საგულისხმოა, რადგან ამიერიდან საკითხავია “როდის”, და არა “კი თუ არა”?
რადიო "თავისუფლება": ზოგი მიმომხილველი ამტკიცებს, რომ ნატოს გადაწყვეტილებამ, ბუქარესტის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ შეეთავაზებინა საქართველოსა და უკრაინისთვის, რუსეთს შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ მას ხელ-ფეხი გაეხსნა ამ ქვეყნების მიმართ უფრო აგრესიულად მოქმედებისთვის. თქვენი აზრით, მართლა ასეა?
რენდი შუნემანი: ვფიქრობ, სენატორმა მაკკეინმა თავის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა რუსეთს გააგებინონ, რომ ამ მხრივ მისთვის ხელ-ფეხი არავის გაუხსნია. დასამალი არაფერია, ერთ-ერთი არგუმენტი ბუქარესტში MAP-ის მიცემის სასარგებლოდ ის იყო, რომ MAP-ის არმიცემას რუსეთში ზოგი გაიგებდა ნიშნად იმისა, რომ ნატოს არ სურს ალიანსთან საქართველოს დაახლოება; ზოგი რუსი მოღვაწე დაასკვნიდა, ახლა როგორც მსურს, ისე მოვიქცევიო. პარადოქსია, მაგრამ საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის არმიცემის მომხრეები საჯაროდაც და, განსაკუთრებით, კერძო შეხვედრებზე, აცხადებდნენ, საკითხის დადებითად გადაწყვეტა რუსეთის პროვოცირების ტოლფასი იქნებაო (ამ აზრს განსაკუთრებით აქტიურად ავითარებდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო). სამწუხაროდ, გერმანელთა პოზიციამ გაიმარჯვა, MAP-ი არ გავეცით და რუსეთმა თვითონ დაიწყო პროვოკაციულად მოქმედება. ასე რომ, ჩემი აზრით, რუსეთის ქმედებამ გააბათილა მათი არგუმენტები, ვინც MAP-ის გაცემის წინააღმდეგი იყო. ვისაც ეგონა, საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის არმიცემით რუსეთს დავაშოშმინებთო, სწორედ რუსეთის რეაქციამ დაანახა, რომ დაშოშმინების ნაცვლად, ის კიდევ უფრო გათამამდა.
რადიო "თავისუფლება": ჩემი ბოლო კითხვით მინდა დავუბრუნდე რეფორმების საკითხს, რომელიც თქვენ ახსენეთ. შარშანდელი ნოემბრის მოვლენების შემდეგ - როცა ხელისუფლებამ ანტისამთავრობო დემონსტრაციას სპეცდანიშნულების რაზმები დაუპირისპირა - საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა - როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სარბიელზე. არაერთხელ აღინიშნა ისიც, რომ ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, შეერთებული შტატები მხარს უჭერდეს ინსტიტუტებს და არა ცალკეულ პირებს. როგორ ფიქრობთ, რა წვლილის შეტანა შეუძლია დასავლეთს საქართველოში მტკიცე დემოკრატიის ჩამოყალიბების საქმეში?
რენდი შუნემანი: ძალიან კარგი კითხვაა. ვფიქრობ, უმთავრესი, რის გაკეთებაც შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას (და რასაც ისინი, კაცმა რომ თქვას, აკეთებენ კიდეც), შემდეგია: ხელი შეუწყონ რეფორმებისა და ინსტიტუტების განვითარებას, თავისუფალი მედიის არსებობას, იმას, რომ პოლიტიკურ პარტიებს არსებობისა და მოქმედების საშუალება ჰქონდეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყანაა. და საპრეზიდენტო არჩევნები, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ რეფერენდუმთან ერთად, საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი იყო. თუმცა, უნაკლო არ ყოფილა. და იმედი გვაქვს, რომ საპარლამენტო არჩევნები ხელს შეუწყობს პროცესის დახვეწას. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამას დრო სჭირდება. ჩემი აზრით, პროცესს ხელს შეუწყობდა ისიც, თუ ოპოზიციური პარტიების გამაერთიანებელი ფაქტორი იქნებოდა არა იმდენად ცალკეული პირები, რამდენადაც საკითხები. ანუ, ნაცვლად იმისა, რომ ისმოდეს მოწოდებები, ვთქვათ, პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, ვხედავდეთ ერთიანობას გარკვეული პროგრამებისა თუ საკითხების ირგვლივ. საერთოდ, კარგია, როცა პოლიტიკურ პარტიებს საერთო პრინციპები და ფასეულობები აერთიანებს და არა მოცემულ მომენტში აღზევებული პირები. ამასთანავე, უნდა გვესმოდეს არა მარტო ის, რამდენად წარმატებული იყო რეფორმები, არამედ ისიც, რომ ბევრი რეფორმა ჯერაც გასატარებელია, კერძოდ, სასამართლო სფეროში. და რომ წარმოუდგენლად რთულია, ძირეულ რეფორმებს ატარებდე მაშინ, როცა გამუდმებით გიწევს რუსეთის მტრული ქმედების პირობებში ყოფნა - როცა ხან დენს გითიშავენ, ხან ექსპორტს გიკრძალავენ, ხან ღვინოზე ემბარგოს დაგიდებენ, ხანაც მგზავრობას დაგიშლიან. და იმისთვის, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ამ მუდმივი მუქარის პირობებში შეძლეს, ვფიქრობ, ქების ღირსი არიან არა მხოლოდ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა, არამედ საქართველოს ხალხიც.