შეგახსენებთ, რომ ამ თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა რუსეთს მიმართეს თხოვნით, აღიაროს მათი დამოუკიდებლობა. პარასკევის განხილვის შედეგად რუსმა დეპუტატებმა პრეზიდენტსა და მთავრობას მოუწოდეს, შეისწავლონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიზანშეწონილობის საკითხი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილ ისედაც დაძაბულ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანებისკენ ისწრაფის; ეს სწრაფვა კი - განცხადების თანახმად - ხელს უშლის საქართველოში მცხოვრები ხალხების გაერთიანებას.
აი, რა თქვა კოლეგების წინაშე გამოსვლისას, განცხადების მიღების ინიციატორმა დეპუტატმა ალექსეი ოსტროვსკიმ, რომელიც სათავეში უდგას სათათბიროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა კომიტეტს.
[ალექსეი ოსტროვსკის ხმა] "ამ განცხადებით ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ბატონ სააკაშვილსა და მის ოკეანისგაღმელ მფარველებს, რომ უწინარესად სწორედ მისი მოქმედებების გამო დგება ეჭვქვეშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, საფრთხე ექმნება მას. არც იმის თქმა შემეშინდება, რომ ამ ნაბიჯებით საქართველოს ხელისუფლება ამ რეგიონში, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომს აჩაღებს."
ოსტროვსკი და მისი კოლეგები სწორედ ამ საბაბით მოუწოდებენ რუსეთის მთავრობას, გააძლიეროს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერა, იზრუნოს მათს უსაფრთხოებაზე. მსმენელისთვის ზედმეტია იმის შეხსენება, რომ რუსეთის პასპორტები თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებთ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე დაურიგეს - თბილისის არაერთი პროტესტის მიუხედავად.
განცხადების მიღებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ალექსეი ოსტროვსკიმ განაცხადა, რომ მოლდავეთის პრეზიდენტ ვორონინისგან განსხვავებით, საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი -და მისი უახლოესი გარემოცვა - შეგნებულად ამწვავებენ ვითარებას კონფლიქტის ზონებში და ახდენენ სიტუაციის პროვოცირებას სამხედრო მეთოდებით. შემდეგ კი რუსმა დეპუტატმა დასძინა:
[ალექსეი ოსტროვსკის ხმა] "თუ მოწმენი გავხდით ნატოში საქართველოს დაჩქარებული გაწევრიანებისა ან სამხედრო აგრესიისა, მაშინ ეჭვგარეშეა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უფლება ექნებათ, ცალმხრივი წესით გამოაცხადონ საკუთარი დამოუკიდებლობა. და დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველოს ხელმძღვანელობამ ამგვარ ქმედებას მიმართა, რუსეთის ფედერაცია საკადრის პასუხს გასცემს ამ ქმედებებს და ხსენებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას აღიარებს."
სახელმწიფო სათაბიროს განცხადების ტექსტი, რამდენიმე უმნიშვნელო შესწორებისა და დამუშავების შემდეგ განსახილველად გადაეცემა რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და პრეზიდენტს.