დღესვე, ვაშინგტონის საგარეო და სამხედრო უწყებათა ხელმძღვანელები თავიანთ რუს კოლეგებს ხვდებიან, ხვალ კი გაიმართება რაისისა და გეიტსის მოლაპარაკება ვლადიმირ პუტინთან და პრეზიდენტის პოსტზე მის მემკვიდრესთან, დმიტრი მედვედევთან. რა საკითხებია მოლაპარაკების დღის წესრიგში?
ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის გზები - ეს არის ძირითადი საკითხები, რომლებზეც მხარეები იმსჯელებენ.
მიმომხილველთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის, თუ რას უპასუხებს მოსკოვი აშშ-ის განზრახვას, თავისი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტები განათავსოს ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნების - პოლონეთისა და ჩეხეთის ტერიტორიაზე. მოსკოვისკენ მიმავალ სამხედრო თვითმფრინავში, ჟურნალისტებთან საუბრისას, რობერტ გეიტსმა აღნიშნა, რომ ახლა სწორედ მოსკოვის ჯერია, გამოეხმაუროს შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ვაშინგტონის წინადადებებს. შეგახსენებთ, რომ რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ხსენებულ გეგმას.
მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორის როუზ გუტმულერის აზრით, უწინარესად სწორედ ამ გეგმის გამოა, რომ მოლაპარაკების მონაწილეთა გუნებ-განწყობა დიდად სახარბიელო ვერ არის. შესაბამისად, მომავალი შეხვედრებისგან არც რაიმე მნიშვნელოვან შედეგებს უნდა ველოდეთო, ვარაუდობს გუტმულერი, რომელიც აშშ-რუსეთის ურთიერთობათა ექსპერტია. მისი აზრით, აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გარდა, მხარეები ირანის ბირთვულ პროგრამაზეც იმსჯელებენ.
[როუზ გუტმულერის ხმა] "ვფიქრობ, ირანის საკითხი აუცილებლად იქნება მათი განხილვის საგანი, რადგან შეერთებული შტატებისა და რუსეთის მოლაპარაკებებში ის მუდამ არის დღის წესრიგში; მით უმეტეს მაშინ, როცა თვით ირანელები თანამშრომლობის დიდ სურვილს არ ამჟღავნებენ. ასე რომ, ამერიკელებსა და რუსებს სალაპარაკო ბევრი აქვთ: მაგალითად, რა უნდა გაკეთდეს ირანის დაუმორჩილებლობის დასაძლევად და როგორი ტაქტიკა უნდა შეირჩეს მოლაპარაკებებში."
მოგეხსენებათ, რუსეთი აქტიურად ეხმარებოდა ირანს ბუშერის ბირთვული ელექტროსადგურის აგებაში. გარდა ამისა, მოსკოვი არ იზიარებს ვაშინგტონის მოსაზრებას, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. მაგრამ ბევრისთვის მოულოდნელად, მარტის დასაწყისში რუსეთმა მხარი დაუჭირა გაეროს გადაწყვეტილებას ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ, რაც ექსპერტთა ნაწილმა მოსკოვის მხრიდან თანამშრომლობისთვის მზადყოფნად აღიქვა. თუმცა, მხოლოდ ნაწილმა: ბევრი ფიქრობს, რომ მოსკოვის მოლაპარაკებებზე რაიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება ვერც უკვე ჩამოთვლილ საკითხებზე და ვერც "სტარტის" სახელით ცნობილი სტრატეგიული იარაღის შემცირების ხელშეკრულებაზე, რომლის ვადაც 2009 წელს იწურება.
სამაგიეროდ, გუტმულერის თქმით, ამერიკელ სტუმრებს საშუალება მიეცემათ, უფრო ახლოს გაიცნონ დმიტრი მედვედევი - 2 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, რომელსაც სულ რაღაც სამ კვირაში ვლადიმირ პუტინი ქვეყნის მართვის სადავეებს გადააბარებს.
[როუზ გუტმულერის ხმა] "ჩემი აზრით, ისინი გამოიყენებენ ამ შანსს და დმიტრი მედვედევს გაიცნობენ. დარწმუნებული ვარ, მასთან გულითადი ერთიერთობის იმედი აქვთ. სხვა თუ არაფერი, ახალგაზრდა კაცია, 42 წლის, ახალი თაობის ლიდერი. ამიტომ, ვფიქრობ, ისინი მეტად დაინტერესებული არიან, ამ კუთხით გაიცნონ იგი. ამავე დროს, ისინი შეეცდებიან, პუტინთანაც შეინარჩუნონ ურთიერთობა."