საქართველოში საარჩევნო კამპანია დაწყებულია, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია ჯერ არ მოუხდენია და, აქედან გამომდინარე, ჯერ არ დაზუსტებულა 5 იანვარს ვისი გვარები და სახელები შეგვხვდება საარჩევნო ბიულეტენებში. პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატები
მოსახლეობას მხარდაჭერას სხვადასხვა ხერხით და სხვადასხვა თემების წამოწევით მოუწოდებენ. მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორი იყო გასული წინასაარჩევნო კვირა საქართველოში ...
მაშინ, როცა პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატები საქართველოში საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს ხვდებოდნენ და ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვის უპირატესობის დასაბუთებას ცდილობდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის გარეთ მსჯელობდნენ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. საქართველოს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ და სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში გია ბარამიძემ შეხვედრები ბრიუსელში გამართეს.. აღსანიშნავია ნინო ბურჯანაძის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანთან .. ორივე შემთხვევაში საქართველოს წარმომადგენელმა განმარტა როგორ მიმდინარეობს საქართველოში არჩევნებისთვის მზადება... ბრიუსელში გამართული შეხვედრების გარდა, იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა მადრიდში. ეს შეხვედრა ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრის კულუარებში მოეწყო...
გელა ბეჟუაშვილი მადრიდში თავისი რუსი კოლეგისთვის მარტივი შეკითხვების დასმას აპირებდა:
[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ” ვეცდებით მოვუწოდოთ რუსეთს, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მაგრამ თანამშრომლობა ორმხრივია. ჩვენ გვინდა პარტნიორობა რუსეთთან, მაგრამ რუსეთმა უნდა შეიგნოს, რომ არ შეიძლება, ერთი მხრივ, სამშვიდობო პროცესში მონაწილეობა, მეორე მხრივ კი, სეპარატისტების ყოველხრივ წახალისება. ჩვენ მარტივი კითხვები გვაქვს: როდემდე ვიქნებით ასე იზოლაციაში მოქცეულები? დრო ხომ არ მოვიდა იმისთვის, რომ აღდგეს მიმოსვლა, გაიხსნას საზღვარი?”(სტილი დაცულია)
გელა ბეჟუაშვილის მარტივ შეკითხვებზე პასუხი სერგეი ლავროვმა შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზეც ჩამოაყალიბა - თქვა, რომ მოსკოვი მზად არის გამოასწოროს თბილისთან ურთიერთობა, ოღონდ შემდეგი პირობით: უარი ითქვას ანტირუსულ რიტორიკაზე, უარი ითქვას მცდელობაზე რუსეთში ეძიონ ყველა უბედურების წყარო - იქნება ეს საქართველოს საშინაო პოლიტიკა თუ მისი საგარეო პოლიტიკური საქმეები, და დაიწყოს ნორმალური მუშაობა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოსაგვარებლად.
საინტერესო მითითებაა, მით უფრო მაშინ, როცა გასულ კვირაში საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აპროტესტებდა რუსეთის ქცევას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში - კერძოდ, საქართველოს კონფლიქტურ ზონებში რუსეთის სათათბიროს არჩევისთვის საარჩევნო უბნების გახსნის გეგმას. ”ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთი ძალიან შორს არის ცივილური სამყაროსგან, ეს არის კიდევ ერთი ნაწილი ანექსიის გეგმისა, რასაც რუსეთი წლების მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ. გასულ კვირაშივე ცნობილი გახდა, რომ სერგეი ჩაბანმა, რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალმა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, თანამდებობიდან გაათავისუფლა სამშვიდობო ძალების შტაბის უფროსი ალექსეი პავლუჩკო, რომელიც განმუხურის ცნობილი ინციდენტისას სარდლის მითითებებს ასრულებდა.. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, გათავისუფლება განმუხურში რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლების მხრიდან გადაცდომისთვის კი არ მომხდარა, არამედ დავალების ცუდად შესრულებისა და პროვოკაციის გეგმის ჩაგდებისთვის..
” სამშვიდობო ძალების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით დაწყებული პროცესის კონკრეტულ შედეგებს მიხეილ სააკაშვილი თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის ბოლო პერიოდისთვის ელოდა... ასეთი სამომავლო შედეგი კი უნდა განვიხილოთ პროცესის ბოლო ეტაპად, რომლის წარმატებულობასაც უნდა მოჰყვეს დევნილების დაბრუნება” - ეს უკვე პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას ნათქვამია. გასულ კვირაში, რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას, მან განმარტა, რომ დევნილებისთვის ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მიცემული დაპირება მომავალი ზამთრისთვის აფხაზეთში დაბრუნების თაობაზე, სამშვიდობო პროცესზე დამყარებულ მოლოდინებს ეფუძნებოდა:
[შოთა მალაშხიას ხმა} ”ჩვენი გეგმა არის მშვიდობიანად დაბრუნება და ამას ვახორციელებთ პრაქტიკულად დიდი საერთაშორისო მხარდაჭერით. ამას რეალურად ვაკეთებთ. ბოლო ეტაპი დარჩა - სამშვიდობოების გაყვანა. ”
მაგრამ სამშვიდობო ძალების გაყვანა ან მათი ჩანაცვლება რთული პროცესია, იმდენად რთული, რომ სააკაშვილის გასული კვირის დაპირებამ მის პოლიტიკურ ოპონენტებს აფიქრებინა, რომ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ექს-პრეზიდენტს პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრა აქვს განზრახული...
[თინა ხიდაშელის ხმა] ”დრო და თარიღი შეიძლება დასვას იმან, ვისაც რაღაც დროში რაღაც ტერიტორიაზე შევარდნა აქვს გადაწყვეტილი. ”
მიხეილ სააკაშვილის მიერ გასულ კვირაში აფხაზეთიდან დევნილებისთვის მიცემული პირობა კი ასე ჟღერდა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე გპირდებით, მე გაძლევთ სიტყვას, რომ, თუ 5 იანვრის არჩევნებს ჩავატარებთ ნორმალურად, შემდეგ ზამთარში ვიქნებით ბევრად უფრო თბილ კლიმატურ პირობებში. ჩვენ დავბრუნდებით.მე ამის გარანტიას გაძლევთ. არასდროს ასე კონკრეტულად არაფერი მითქვამს.”
ახლა საქართველოში კონკრეტული დაპირებების დროა ..... მაგრამ პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩართვის მოსურნეებმა, დაპირებების გაცემის გარდა, საფრთხეებზე, მოსალოდნელ პროვოკაციებზეც უნდა ისაუბრონ, ერთმანეთს ახალი ბრალდებები უნდა წაუყენონ. ხელისუფლების მხრიდან ბრალდება არსებობს: ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი, ბადრი პატარკაციშვილს სახელმწიფო შეთქმლებაში მონაწილეობა ბრალდება. აღნიშნულის მიუხედავად, გასულ კვირაში ბათუმში ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა, თავად პატარკაციშვილმა კი ერთ-ერთი რუსული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციებზე ისაუბრა, გამოთქვა ვერსია, რომ სააკაშვილის უახლოეს გარემოცვაში შემუშავებულია სააკაშვილზე ინსცენირებული თავდასხმის გეგმა, დაიღუპებიან ადამიანები, თავდამსხმელები კი აღმოჩნდებიან ჩეჩენი მოქალაქეები და ისინი დაადასტურებენ, რომ ექს-პრეზიდენტის ლიკვიდაცია პატარკაციშვილმა შეუკვეთა. ხელისუფლების წარმომადგენლები გასულ კვირაში ამ ვერსიის უსაფუძვლობაზე სხვადასხვა ტელევიზიების ეთერიდან ლაპარაკობდნენ, ”ტელეიმედის” ეთერი კი უწინდებურად გათიშული იყო. მისმა წამყვანმა სახემ, გიორგი თარგამაძემ, გასული კვირის დასაწყისში, რადიო ”თავისუფლების” დილის პროგრამაში სტუმრობისას, გამოთქვა იმედი, რომ ”იმედი ” გაიხსნება და მისი სარედაქციო პოლიტიკა უცვლელი დარჩება, თუმცა როდის გაიხსნება, ამის დაზუსტება არც მას შეეძლო და არც ვინმე სხვას:
[გიორგი თარგამაძის ხმა] ”ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ხელისუფლება ჩაიყენებს თავს ძალიან მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში, რაც უფრო დიდხანს გაწელავს დროს. სიტუაცია არის ასეთი: მათ არ შეუძლიათ არ გახსნან ”ტელეიმედი” და მათ არ უნდათ გახსნან ”ტელეიმედი”. ამ წინააღმდეგობაში იჭყლიტებიან. ჩვენ არ გვინდა ისინი მოექცნენ ისეთ მდგომარეობაში, რომელმაც შეიძლება ქვეყნისთვის არასასურველი პროცესები განავითაროს.”
გასულ კვირაში საქართველოს ხელისუფლებას არაერთმა დასავლელმა მეგობარმა შეახსენა, რომ ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენა იქნება ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად ჯანსაღია საქართველოში მდგომარეობა წინასაარჩევნოდ.
პროცესები ”ტელეიმედთან” მიმართებით ასე განვითარდა: გასული კვირის დასაწყისში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და ”ნიუს კორპორეიშენის” ვიცე-პრეზიდენტ მარტინ პომპადურს შორის. მასზე ”ტელეიმედის” დროებით მმართველ მხარეს შემდეგი პირობა წაეყენა: მოხდეს ტელეკომპანიის ფინანსური შემოწმება კვარტალში ერთხელ, მმართველმა დაიცვას ტელეკომპანიის ერთპიროვნული მმართველობისა და ეთიკის პირობები.
”იმედი ” გაიხსნება მაშინ, როცა ყველა ზემოჩამოთვლილ პირობას შეასრულებს”, - თქვა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ. საგულისხმოა, რომ ”ნიუს კორპორეიშენის” წარმომადგენელთა შეხვედრაზე, პირობების გარდა, გამოთქმული იყო სურვილებიც, მათ შორის ისეთი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ მოგვიანებით მთავრობის სხდომაზეც გაიმეორა:
[ლადო გურგენიძის ხმა] ” დავაფიქსირეთ ჩვენი სურვილი, რომ ის ჟურნალისტები, რომლებიც პოლიტიკაში წავიდნენ, ან მიდიან, ან დიდი ხანია პოლიტიკაში ასპარეზობენ, ალბათ, არ არის სწორი და მიზანშეწონილი, რომ, ამავდროულად, ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდნენ. ”
ასეთი სურვილის საჯაროდ გამოთქმა ლადო გურგენიძეს პირველ სერიოზულ შეცდომად ჩაუთვალეს. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, პრემიერის განცხადება, შესაძლოა, ბრძანებადაც კი იქნეს აღქმული, - თუნდაც არაპირდაპირ ბრძანებად, - რაც ადამიანის კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებებს დაარღვევს: ევროპული ღირებულებებით, წარსულში პოლიტიკაში ყოფნა ადამიანს ამა თუ იმ სფეროში მოღვაწეობას ვერ აუკრძალავს.
გასული კვირის ბოლოს თბილისში, სასტუმრო ” ქორთიარდ მარიოტში”, შედგა დისკუსია ჟურნალისტებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე იყვნენ ტელეკომპანია ”იმედის” ჟურნალისტებიც. მათ სურდათ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გაეგოთ, რამდენად კანონიერი იყო ტელეკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები და პასუხად მიიღეს ის, რომ ძალის გადამეტების ფაქტები გამოძიების მიერ არის დასაზუსტებელი.
”იმედის” ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს, თუმცა თავად შეხვედრის ფაქტი წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდა.
გასულმა კვირამ ვერ გასცა პასუხი შეკითხვას, როდის აღუდგება მაუწყებლობა ”ტელეიმედს” , თუმცა კვირის მიწურულს, ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ, ცნობილმა პოლონელმა ჟურნალისტმა ადამ მიხნიკმა, რომელიც საქართველოში ხელისუფლებასა და მედიას შორის ერთგვარ შუამავლად ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მთავრობის ინიციატივით ჩამოვიდა, თქვა, რომ, მინიმუმ ერთი კვირის მანძილზე ”ტელეიმედის” მაუწყებლობის განუახლებლობის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების ქმედებას უმკაცრეს შეფასებას მისცემს.