საკითხი პრეზიდენტობის კანდიდატთა საარჩევნო პროგრამებში. მართალია, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატთა რეგისტრაცია ჯერ არ მომხდარა, პირები, რომლებმაც გამოთქვეს კენჭისყრის სურვილი, ამომრჩევლებთან უკვე მუშაობენ და უზიარებენ მოსაზრებებს სხვადასხვა - მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის - თემაზე. საპრეზიდენტო პროგრამები ზოგიერთს უკვე შემუშავებული აქვს, ზოგიც პროგრამას ამუშავებს. მიუხედავად ამისა, უკვე შეიძლება წარმოდგენის შექმნა იმაზე, საქართველოს უმთავრესი პრობლემა რა ადგილს დაიკავებს პრეზიდენტობის კანდიდატთა საარჩევნო კამპანიაში და რომელი კანდიდატი რა გზებს შესთავაზებს საზოგადოებას ამ პრობლემის გადასაჭრელად.
პრობლემა კი ისაა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, - თანაც, ძალიან ბევრნი, - რომლებსაც 10 წელზე მეტია ენგურს იქით დარჩენილი სახლები ესიზმრებათ, რომელთა სახლებშიც დღეს სხვები ცხოვრობენ, რომლებსაც საკუთარ სამშობლოში დევნილები ჰქვიათ... უკვე რამდენი წელია და მერამდენედ, ისინი საკუთარ ნატვრასა და ოცნებას იმ ადამიანებს უზიარებენ, რომლებიც ამ ნატვრისა და ოცნების ახდენას ჰპირდებიან...
[ერთ-ერთი დევნილის ხმა] ”კაცმა 3 საათზე ღამით რომ გამაღვიძოს და მკითხოს რა მენატრება, მაშინვე ვეტყვი: რა და - დედაჩემის საფლავი.”
რაც ენატრება, ერთ-ერთმა დევნილმა 28 ნოემბერს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უთხრა.... და დაპირებაც მიიღო და ძალიან კონკრეტულიც:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე გპირდებით, მე გაძლევთ სიტყვას, რომ თუ 5 იანვრის არჩევნებს ჩავატარებთ ნორმალურად, შემდეგ ზამთარს ჩვენ ვიქნებით უფრო თბილი კლიმატის პირობებში, ჩვენ დავბრუნდებით სახლებში. მე ამის გარანტიას გაძლევთ. არაფერი ასე კონკრეტულად არ მითქვამს, ღმერთმა კი არ ქნას, ჩვენ ვიზამთ ამას, ღმერთის დახმარებით. ” (სტილი დაცულია)
ეს ძალიან კონკრეტული დაპირება მიხეილ სააკაშვილმა თბილისის მერიის შენობაში მასთან შესახვედრად შეკრებილ დევნილებს მისცა, დაპირება ტრიალებდა სატელევიზიო ეთერში და მისი მოსმენის შემდეგ სააკაშვილის პოლიტიკურ ოპონენტებში გაჩნდა შენიშვნა, რომელიც ჩვენთან საუბრისას რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა გამოთქვა:
[თინა ხიდაშელის ხმა] ”დრო და თარიღი შეიძლება დასვას მხოლოდ იმან, ვინც იცის, რომ რაღაც X ვადაში აპირებს შევარდნას რომელიღაც ტერიტორიაზე სამხედრო ძალით. ” (სტილი დაცულია)
”ასე არ არის. შეხვედრაზე იყო ლაპარაკი იმაზე, რა გაკეთდა, აღინიშნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში დევნილთა ქონებრივი საკითხის შეტანა, გაეროში ეთნოწმენდის საკითხის წამოწევის ალბათობა, ისიც, რომ ადგილიდან დაიძრა პროცესი, რომელიც აფხაზეთში სამშვიდობო ძალების ჩანაცვლებით უნდა დასრულდეს ”, - ამბობს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია, რომელიც ესწრებოდა მერიაში გამართულ შეხვედრას.. ”ყველაფერი ამის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ აღარ არის შორს აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების დრო”, - ასე განმარტავს მალაშხია სააკაშვილის დაპირების არსს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისა და მიხეილ სააკაშვილის გეგმა არის მშვიდობიანი დაბრუნება, რისთვისაც ბოლო ეტაპია გასავლელი: რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა.
უფრო მეტი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო პროგრამაში იქნება ნათქვამი. ამ პროგრამაშიც და სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაშიც დაბრუნების თემა, ალბათ, მთავარი იქნება...28 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა დევნილებს სთხოვა დაედასტურებინათ დაბრუნების სურვილი:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მინდა ყველამ ასწიოთ ხელი, ვინც დაბრუნდებით.
აი, ეს მინდოდა, რადგან ეს კლიპი, რომელიც ჩემი ინიციატივით გადაიღეს აფხაზეთზე, უბრალოდ, კლიპი კი არ არის..”(სტილი დაცულია)
ამ სიმღერაზე გადაღებული ცნობილი კლიპი არჩევნების წინ, ალბათ, ბევრჯერ დატრიალდება, მაგრამ მთავარი დაბრუნების გზაა, გზას კი საქართველოს პრეზიდენტობის კიდევ ერთი მსურველი, ”მომავლის პარტიის” ლიდერი გია მაისაშვილი, ასე ხედავს:
[გია მაისაშვილის ხმა] ”აფხაზებს უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ თუკი ისინი ქართულ სახელმწიფო სივრცეში დაბრუნდებიან, მათ კულტურულ და პოლიტიკურ მომავალს საფრთხე არ დაემუქრება. თუ შეძლებს საქართველოს ლიდერი ამის დანახვებას აფხაზებისთვის და რუსებისთვის, ეს პრობლემა გადაწყდება, თუ ვერ შეძლებს, ვერ გადაწყდება.” (სტილი დაცულია)
აქ შეიძლება დავსვათ შეკითხვა - რა შუაში არიან რუსები? მაგრამ გია მაისაშვილი ფიქრობს, რომ გლობალიზაციის პირობებში, როცა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით ხდება დასავლეთის და რუსეთის ინტერესების თანხვედრა, ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე მიმავალმა საქართველომ უნდა ისარგებლოს დასავლეთის და რუსეთის ინტერესების დაახლოებით, კი არ უნდა იყოს ეკალი დასავლეთსა და რუსეთს შორის, არამედ იყოს ერთგვარი ხიდი. ეს რუსეთთან ურთიერთობას გააადვილებს და გააადვილებს ტერიტორიული საკითხების გადაწყვეტას,- ასე ფიქრობს გია მაისაშვილი.
ცნობილია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველ ბადრი პატარკაციშვილის ხედვა: ამერიკა ძლიერი და მეგობრულია, მაგრამ შორია; რუსეთი აგრესიულია, მაგრამ ახლობელია... ალბათ, ახლობელ მტერსა და შორეულ მეგობარს შორის ბალანსის დაცვის პირობებზე ააგებს ის საქართველოს ტერიტორიული პრობლემის მოგვარების ხედვას, თუკი გახდება პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი. ისიც კონსტიტუციური მონარქიის მომხრეა, ისევე როგორც პრეზიდენტობის მოსურნე ახალი მემარჯვენეების ლიდერი... დავით გამყრელიძის საარჩევნო პროგრამაში საქართველოს მთავარი პრობლემის გადაჭრის გზა ნატოსთან დაახლოებაზე, რუსეთთან კონფრონტაციული მდგომარეობის მოხსნაზე, აფხაზებსა და ოსებთან დიალოგსა და მონარქის ფაქტორზეც გადის.
[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”ბაგრატოვანთა სისხლში აფხაზ თავადთა სისხლიც არის, ოსი უფლისწულების სისხლიც არის. ”
აქედან გამომდინარე, ფიქრია ჩიხრაძე ფიქრობს, რომ მონარქი იქნება გამაერთიანებელი და არა გამთიშველი.. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ”გაერთიანებულ ოპოზიციაში” წარმოუდგენიათ მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო პროცესით, აფხაზებისა და ოსებისთვის მიმზიდველი, დემოკრატიული საქართველოს შეთავაზებით, მათთან ნდობის აღდგენით, ამასთან, კონფლიქტის ზონებიდან რუსეთის სამშვიდობო წარმომადგენლობის გაყვანით... ეს ყველაფერი ლევან გაჩეჩილაძის საპრეზიდენტო პროგრამაში ჩამოყალიბდება, რომელზეც მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.