განაცხადების მიღება. ამის შემდეგ განაცხადების ავტორებმა საარჩევნო კომისიას მხარდამჭერთა ხელმოწერები 6 დეკემბრამდე უნდა წარუდგინონ. ასე რომ, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინა ცხარე და, ალბათ, მოულოდნელობებით სავსე კამპანია სტარტს იღებს.
საარჩევნო მარათონში მონაწილეობის სურვილი 26 ნოემბერს ოფიციალურად დაადასტურა ბადრი პატარკაციშვილმაც. მისი განაცხადი საარჩევნო კომისიაში პარლამენტის წევრმა ვალერი გელბახიანმა და ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგა ჟვანიამ, მიიტანეს.
ბადრი პატარკაციშვილის მოქმედება პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებული ადამიანებისთვის მოსალოდნელიც იყო და მოულოდნელიც, ერთდროულად. მოსალოდნელი, იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესმენმა ლონდონიდან არაერთხელ გამოხატა არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნა, მაგრამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილი პირების გამოჩენა დამაბნეველი და ცოტა მოულოდნელი იყო იმათთვის, ვისაც ვერ გაურკვევია ზუსტად რა მიზანი და რა გათვლა იმალება სახელმწიფო შეთქმულებაში ეჭვმიტანილის მოქმედების უკან, ვისაც მიაჩნია, რომ პირადად პატარკაციშვილის შანსები საპრეზიდენტო არჩევნებში არ არის ისეთი, როგორიც სასურველი უნდა იყოს თავად პატარკაციშვილისთვის.
[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] ”შეხედეთ, რას მივაღწიეთ: უკვე მესამე პრეზიდენტი არ მოსწონს ხალხს. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხს არ მოსწონს მართვის კონსტრუქცია.”
თქვა ახლახან მილიარდერმა რუსეთის ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემულ
ინტერვიუში. ისიც, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მოსურნე სხვა ოპოზიციის ლიდერები, - მაგალითად, ლევან გაჩეჩილაძე და დავით გამყრელიძე, - საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ფორმირების მომხრეა და, იმავდროულად, მხარს უჭერს მონარქიის აღდგენას. ”ახალი მემარჯვენეების”, ”გაერთიანებული ოპოზიციისა” და პატარკაციშვილის, ასე ვთქვათ, საპრეზიდენტო კონცეფციები ერთმანეთს ემთხვევა. ცნობილია გამყრელიძის, გაჩეჩილაძისა და პატარკაციშვილის ურთიერთობების, შეხვედრებისა და კონსულტაციების შესახებ... ამდენად, ბევრისთვის და, მათ შორის, პოლიტოლოგ გია ნოდიასთვისაც გაუგებარია, რა მიზანი აქვს პატარკაციშვილის მხრიდან საარჩევნო ბატალიებში ჩართვას:
[გია ნოდიას ხმა] ”პატარკაციშვილის მოტივები არასდროს არ არის ნათელი. ძნელია გაარკვიო რას აპირებს, გაუგებარია რა მიზანი აქვს მის საარჩევნო ბატალიებში ჩართვას. არ მგონია, გამარჯვების იმედი ჰქონდეს. არ არის გამორიცხული მოხსნას კანდიდატურა ვიღაცის სასარგებლოდ. თუ არ მოხსნის, ეს იმას ნიშნავს, რომ ხმების რაღაც ნაწილი მასზე გადავა.. ”
რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ბადრი პატარკაციშვილს ? როგორ შეიძლება აიხსნას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისი განაცხადის შესვლა? ამ შეკითხვით უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, მაია ნადირაძესაც, მივმართეთ:
[მაია ნადირაძის ხმა] ”მისი ღიად მონაწილეობა არის ბოლო ცდა - მას უნდა აქ იყოს, საქართველოში, და უხელმძღვანელოს ნებისმიერ მოქმედებას, სხვანაირად რომ ვთქვათ, დესტაბილიზაციას. ”
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 26 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები შევიდა. საქართველოს პრეზიდენტობის სურვილს გამოთქვამენ: დავით გამყრელიძე, ლევან გაჩეჩილაძე, ბადრი პატარკაციშვილი, შალვა ნათელაშვილი,ირინა სარიშვილი, გიორგი მაისაშვილი, გიორგი შერვაშიძე, შალვა კუპრაშვილი, შალვა ცერცვაძე, თამაზ ბიბილური, ქართლოს ღარიბაშვილი , მიხეილ სააკაშვილი, მწვანეთა პარტიის სახელით - გიორგი გაჩეჩილაძე და სხვები. ჩამოთვლილ პირებს შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილები და ნაკლებად ცნობილები...მათგან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილები საკუთარ შანსებს ერთნაირად ოპტიმისტურად უყურებენ: გარდაუვალი გამარჯვების სჯერა დავით გამყრელიძესაც, ლევან გაჩეჩილაძესაც, გია მაისაშვილსაც, შალვა ნათელაშვილსაც ....
ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტობის კანდიდატებს არჩევნებამდე არაუგვიანეს 25 დღისა, 11 დეკემბერს, გაატარებს. რეგისტრაციიდან 5 დღეში პრეზიდენტობის კანდიდატებმა საარჩევნო კამპანიის ფონდები უნდა გახსნან.