სამგლოვიარო პროცესიის მსვლელობისას გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა განაცხადეს, რომ უკანონობას არ შეურიგდებიან და სანდრო გირგვლიანის მკვლელების დასასჯელად ბრძოლას გააგრძელებენ. რა მიზანი ამოძრავებდა შვილმოკლულ დედას და როგორ დაამახსოვრდა იგი საზოგადოებას?
ირინა ენუქიძე 24 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში გარდაიცვალა. სამოქალაქო პანაშვიდზე მისული ადამიანები აღნიშნავდნენ, რომ შვილის მკვლელობით გაუბედურებული ქალბატონის ჯანმრთელობა უსამართლობასთან ბრძოლამ შეიწირა:
[ქალბატონის ხმა] „სამართალს ეძებდა და, მე მგონი, მაგას შეეწირა კიდეც საწყალი. მე ექიმი ვარ და ვიცი, სტრესს და ამხელა განცდას რამხელა მნიშვნელობა აქვს.“
[მამაკაცის ხმა] „როგორც კაცი და ადამიანი, ემოციებს ვერ ვმალავ, ახლაც ბურთი გამებჯინა ყელში ამ ქალისა და მისი ოჯახის საცოდაობით. რაც მაგას დამართეს, ეს არის მთლიანი განუკითხაობა, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენს ქვეყანაში.“
საზოგადოებამ ირინა ენუქიძე წელიწად-ნახევრის წინ გაიცნო. მისი შვილი, 27 წლის სანდრო გირგვლიანი, 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანის სასაფლაოზე მოკლული ნახეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები - 6 მარტს დააკავეს, თუმცა ირინა ენუქიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ამტკიცებდა, რომ მკვლელობის ყველა მონაწილე არ დასჯილა:
[ირინა ენუქიძის ხმა] „ჩემი შვილი ჯალათებს მიაკვდა. ჩემმა შვილმა, ქართველო ბიჭებო, თქვენ გადაგარჩინათ. ამიტომ დღეს თქვენ ყველა ერთად უნდა იდგეთ და ეს საშინელი ჯალათები ხელისუფლებას უნდა დაასჯევინოთ. მე ბრძოლას არ ვაჩერებ, მე ვაგრძელებ ბრძოლას. ვიმედოვნებ, რომ 2007-ში ყველას დავსჯი.“
2007 წელს ბრძოლა მართლაც გაგრძელდა, თუმცა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებამ უზენაეს სასამართლოში შედეგი ვერ გამოიღო. ირინა ენუქიძის ადვოკატი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ მთელი იმედი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოზეა. ადვოკატის თქმით, ქალბატონ ირინას გარდაცვალება ხელს ვერ შეუშლის წარმოებაში მიღებული საქმის განხილვას:
[შალვა შავგულიძის ხმა] „შეიცვლება მხოლოდ მოსარჩელე. ქალბატონ ირინას ჩაენაცვლება მისი მეუღლე ან ძმა - ამას ოჯახი გადაწყვეტს. სხვა არაფერი შეიცვლება. გაგრძელდება პოზიციის დაცვა. კიდევ დამატებითი საჩივარი იქნება წარდგენილი კასაციასთან დაკავშირებით.”
საქმის წარმოების პარალელურად, არც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ გაჩერებას. „თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი განმარტავს:
[ლაშა ჩხარტიშვილის ხმა] „მე იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი აქტუალობას არ დაკარგავს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია. ეს არ არის ერთი ოჯახის ტრაგედია. მინდა მივუსამძიმრო ოჯახთან ერთად ყველას, ვინაიდან ქალბატონი ირინა იყო უსამართლობასთან ბრძოლის სმბოლო. ის ასევე იყო სიმბოლო თანამედროვე ქართველი დედისა, რომელიც იბრძოდა საკუთარი შვილის მკვლელების წინააღმდეგ, რათა გადაერჩინა სხვები.“
ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა, ყურადღების მოდუნება საზოგადოებას ძვირად შეიძლება დაუჯდეს. მისივე თქმით, ირინა ენუქიძის გარდაცვალებამ იმედი არ უნდა ჩაუსახოს სანდრო გირგვლიანის მკვლელებს, რომელთა დასჯას ქართულ მართლმსაჯულებაზე გულაყრილი შაოსანი დედა საქართველოს პრეზიდენტსაც სთხოვდა:
[ირინა ენუქიძის ხმა] „მე მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს: დღეგამოშვებით შადრევნების ლენტებს ჭრის, ერთხელ ამ ტრაგედიის ლენტიც გაჭრას.“
თუმცა, არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრი ერთხელაც არ გამოუთქვამს. პრეზიდენტი დუმდა მაშინ, როცა შვილმოკლული დედა ტიროდა და პრეზიდენტი დუმს ახლაც, როცა შვილმოკლულ დედას დასტირიან. ირინა ენუქიძე 28 აგვისტოს საბურთალოს სასაფლაოზე შვილის, სანდრო გირგვლიანის, გვერდით დაკრძალეს.