აი, რას წერს მასთან დაკავშირებით თურქეთის გაზეთი "ფოსტა":
"არავინ იცის, რით დამთავრდება ეს ყველაფერი. მიმდინარეობს ბრძოლა სეკულარულსა და ისლამისტურ-კონსერვატულ ძალებს შორის. მხოლოდ ამ ბრძოლის დამთავრების შემდეგ გამოჩნდება, ვისი გავლენა უფრო ძლიერია ქვეყანაში. მმართველ "სამართლიანობისა და განვითარების პარტიას" სურს, პრეზიდენტი ხალხს აარჩევინოს. და თუ ამომრჩეველმა რეფერენდუმზე მართლაც ამ ვარიანტს დაუჭირა მხარი, მაშინ ვერც საკონსტიტუციო სასამართლო, ვერც სამხედროები და ვერც ოპოზიცია ხმას ვეღარ ამოიღებენ. "სამართლიანობისა და განვითარების პარტია" მთლიანად დაეპატრონება ქვეყანას" - აღნიშნავს თურქეთის გაზეთი "ფოსტა".
ამავე საკითხს ეხება ჰოლანდიის "ფოლკსკრანტი" : "ახლა პოლიტიკოსების უმთავრესი ამოცანაა, იპოვონ ისეთი მოდუს ვივენდი, რომელიც შეინარჩუნებს სეკულარიზმს, როგორც სახელმწიფო სისტემის საფუძველს, და, ამავე დროს, შესაძლებელს გახდის რელიგიური სიმბოლოებისადმი უფრო მოქნილ დამოკიდებულებას. ქვეყანაში, რომელმაც ბოლო წლებში - როგორც დემოკრატიის, ისე ეკონომიკის თვალსაზრისით - შთამბეჭდავი წარმატებები მოიპოვა, და რომელსაც აშკარად სურს მნიშვნელოვანი როლის შესრულება, ეს გადაუჭრელი ამოცანა არ უნდა იყოს."
ახლა რამდენიმე ციტატა სტატიებიდან, რომლებიც რუსეთსა და ესტონეთს შორის შექმნილ დაძაბულობაზე მოგვითხრობს. მართალია, მოსკოვში ესტონეთის საელჩოს ბლოკადა მოიხსნა, მაგრამ შვეციის გაზეთი "დაგენს ნიუჰეტერი" აკრიტიკებს უსაფრთხოების თვალსაზრისით "ყოვლად დაუშვებელ პირობებს საელჩოს პერსონალისთვის. შემაშფოთებელია ის მუქარებიც, რომელიც მოსკოვიდან ისმის ესტონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო გაწყვეტის შესახებ. აქა-იქ გაისმის ხმები ესტონეთისთვის ენერგომატარებლების მიწოდების შემცირების შესახებაც. აშკარაა, რომ კრემლი ნაცად ხერხს მიმართავს. აშკარაა ისიც, რომ მოსკოვში ჯერ კიდევ ძალიან უჭირთ იმ გარემოებასთან შეგუება, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს."
ავსტრიის გაზეთ "შტანდარდის" მიმომხილველის ზრით, ტალინში, საბჭოთა ჯარისკაცის მემორიალის აღებასთან დაკავშირებით მომხდარი არეულობა მოსკოვს ხელს აძლევს, და აი, რატომ: "შეტაკებები არგუმენტებს ჰმატებს კრემლის თეორიას, რომლის მიხედვითაც რუსეთი თანდათან მტრულ გარემოცვაში აღმოჩნდა. ის, რომ კრემლის ერთგული ახალგაზრდული ორგანიზაციები მოსკოვში ესტონეთის ელჩს თავს ესხმიან, კიდევ ერთი დასტურია რუსეთში შექმნილი შემაშფოთებელი ვითარებისა. ამიტომ ევროპის კავშირს განსაკუთრებული სიფხიზლე ჰმართებს. მან მკაცრად უნდა აუხსნას რუსეთს, რომ ასეთი მოქმედება ყოვლად მიუღებელია."
დაბოლოს, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის მეორე ტური კვირას, 6 მაისს გაიმართება. ამ თემას დასავლეთის პრესაში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია. ეხება რა პრეზიდენტობის კანდიდატთა ბოლო ტელედებატებს, პარიზის "ლიბერასიონი" აღნიშნავს, რომ დუელში სეგოლენ რუაიალმა გაიმარჯვა. "მან დაამტკიცა ის, რაშიც საზოგადოებას ცოტა ხნით ეჭვი შეეპარა: მას ყველა თვისება აქვს საიმისოდ, რათა რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდეს. განა სარკოზი არ ვარგოდა? როგორ არა, პირიქით. და მაინც, მთელი მისი ნებისყოფისა და კარგი მომზადების მიუხედავად, მან ვერ მოახერხა ოპონენტის დამარცხება. თუმცა, სარკოზის მაინც რჩება საფუძველი იმედოვნოს, რომ შეინარჩუნებს უპირატესობას, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად აქვს."
პარიზის კიდევ ერთი გაზეთი "ლა კრუა" წერს, რომ ბრძოლა პრეზიდენტის პოსტისთვის ფინიშის სწორზე გავიდა, და კმაყოფილებით დასძენს, კიდევ კარგიო! "რადგან საარჩევნო ბრძოლა, რომლის მონაწილეები - გარდა იმისა, რომ საკუთარი მხარდამჭერები უნდა დარაზმონ - იძულებული არიან, გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა გადაბირებაზეც იფიქრონ, კანდიდატებს გაზვიადებისა და ათასგვარი ხრიკისკენ უბიძგებს. ორ პრეტენდენტს შორის გამართულმა დებატებმა ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს ერთმანეთს შეეჯახა ორი პიროვნება და ორი პროგრამა; საფრანგეთისთვის სასიკეთო გეგმა კი ვერავინ დაინახა."