და როგორც მაშინდელ ხელისუფლებას, ისე ფართო საზოგადოებას შესთავაზეს წინადადებები ფედერალიზმის საფუძვლებზე საქართველოს ტერიტორიული მოწყობისა და სამომავლო ფედერაციაში აფხაზეთისთვის განსაკუთრებული სტატუსის მიკუთვნების თაობაზე. ექსპერტებს შორის სხვებთან ერთად იყვნენ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებიც, რაც არანაირად არ ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ ექსპერტთა ერთობლივი ნამუშევარი რომელიმე პარტიის - თუნდაც, რესპუბლიკური პარტიის -კუთვნილებად იყოს განხილული. აღნიშნულის მიუხედავად, 24 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ნოდარ გრიგალაშვილმა "საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ" ქართველ ექსპერტთა მოსაზრებებით რესპულიკური პარტიის კომპრომეტირება სცადა.
საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ აზრის ჩამოსაყალიბებლად მუშაობა ვარდების რევოლუციამდელ საქართველოში დაიწყო. ექსპერტთა ჯგუფმა - პაატა ზაქარეიშვილის, ივლიანე ხაინდრავას, კოტე კუბლაშვილის, არჩილ გეგეშიძის, დავით დარჩიაშვილისა და სხვების შემადგენლობით - გაიზიარა მაშინდელი უშიშროების საბჭოდან წამოსული იდეა აფხაზეთისა და, საერთოდ, ქვეყნის ტერიტორიულ–სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ დასაბუთებული კონცეფციის შემუშავების შესახებ. ”საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ მოსაზრებებზე” მუშაობა თითქმის ერთ წელიწადს გაგრძელდა. საბოლოოდ, შეიქმნა პროექტი, რომელსაც მისმა ერთ–ერთმა ავტორმა, უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა, თავის დროზე ერთადერთი პროექტი უწოდა, რომელიც კონფლიქტის მოწესრიგების პერსპექტივის საქართველოსეულ ხედვას ასახავს. ეს პროექტი, როგორც უკვე ვთქვით, 24 აპრილს უმრავლესობის ერთ–ერთმა წევრმა, ნოდარ გრიგალაშვილმა, რესპუბლიკური პარტიის კომპრომეტირების მიზნით გაიხსენა, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, პროექტი ექსპერტთა ჯგუფის მიერ იქნა შემუშავებული - მათ შორის, რესპუბლიკური პარტიის წევრების მონაწილეობით:
[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] "საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაშია სუვერენული სახელმწიფოებრივი ერთეული აფხაზეთი, რომელიც გამოდის თანასწორუფლებიანი პარტნიორის სახით. აფხაზეთი არის ფედერაციული საქართველოს დამოუკიდებელი წევრი და არა ნაწილი! ეხლა გინდ შეიტანეთ ეს რესპუბლიკური პარტია და გინდ გამოიტანეთ. ყოჩაღ თქვენ, ბატონო ივლიანე, და ამის დამწერებს!." (სტილი დაცულია)
დავუბრუნდეთ ისევ რამდენიმე წლის წინ შემუშავებულ პროექტს. ექსპერტებმა მასში საქართველოს ფედერალური მოწყობის იდეა გამოიტანეს იმის ხაზგასმით, რომ გონივრული იქნებოდა ამ მოდელში ასიმეტრიული ფედერალიზმის პრინციპისთვის უპირატესობის მინიჭება. "მოსაზრებები საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ" ამოდის თბილისსა და სოხუმს შორის კომპეტენციათა გამიჯვნის შესახებ ბოდენის ცნობილი დოკუმენტიდან, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთი არის სამართლებრივ ნორმებზე დაფუძნებული სუვერენული ერთეული საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. ექსპერტთა ნამუშევარიც ასეთ მოდელს გვთავაზობს: ”საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, მისი ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობის მიერ. ამავდროულად, საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაშია სუვერენული სახელმწიფოებრივი ერთეული აფხაზეთი, რომელიც უმაღლეს სახელმწიფო ხელისუფლებასთან ურთიერთობაში გამოდის თანასწორუფლებიანი პარტნიორის სახით. თუმცა საქართველოს სახელმწიფო მთელი ხალხის მიერ არის დაფუძნებული (ის არ არის შექმნილი წევრი სახელმწიფოების მთავრობათა შეთანხმების საფუძველზე) და ამიტომ, კონსტიტუციურ–სამართლებრივი თვალსაზრისით, შეუძლებელია და დაუშვებელი მისი შემადგენელი წევრი სახელმწიფოს გამოყოფა ერთიანი სახელმწიფოსგან.”
ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული კონცეფციის რომელიმე პარტიისთვის მიკუთვნებას, მით უფრო, მასში რაიმე მოღალატეობრივის დანახვას არ ეთანხმება დავით დარჩიაშვილი. ფონდ „ღია საზოგადოება–საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა. შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, დღეისთვის და სამომავლოდ, აქტუალობა შეიძინოს იმ იდეებმა, რომლებიც „საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ მოსაზრებებში“ ჩაიდო, ის ასე უპასუხებს:
[დავით დარჩიაშვილის ხმა] "ფონი არ არის, რომ ვინმემ იმსჯელოს ფედერალურ სტატუსზე, თუმცა, თეორიის მხრივ, მით უფრო მაშინ, როცა სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის მსოფლიოში არსებული ყველაზე ფართო სტატუსები განიხილოს, ეს დოკუმენტი განხილვისთვის კარგ ნიადაგს იძლევა, მით უფრო, რომ ქართულ საზოგადოებაშია იგი შემუშავებული.” (სტილი დაცულია)
ნათქვამში "ფონი არ არის" დავით დარჩიაშვილი გულისხმობს იმას, რომ სამშვიდობო პროცესით იმედგაცრუებული საქართველოს ხელისუფლება, კონფლიქტის ზონაში ვითარების შეცვლის მიზნით, ცალმხრივ ნაბიჯებს მიმართავს, ნაბიჯებს, რომლებიც არ უნდა განვიხილოთ პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრაზე ორიენტირებულად. მათში უნდა ვიგულისხმოთ კოდორის ხეობაში წესრიგის აღდგენა, გალის რაიონის ქართველების უფლებების დაცვისთვის საზოგადოების ამოქმედება. ეს ყველაფერი იწვევს აფხაზების კიდევ უფრო გააქტიურებას. ამიტომ არ არის ფონი სტატუსის საკითხზე მსჯელობის დასაწყებად, დაასკვნის დავით დარჩიაშვილი, თუმცა ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა ასეთი მსჯელობის დაწყება.
ასევე ფიქრობენ ხელისუფლებაშიც, რომლის სამშვიდობო გეგმა აფხაზეთს სთავაზობს ფართო ავტონომიას. დეტალები მოლაპარაკებების პროცესში უნდა დადგინდეს, თუმცა მოლაპარაკებებით ჯერ მხარეთა შორის ნდობაა აღსადგენი.