საკითხზე უნგრელი მატიას ერშისა და ბელგიელი ლუკ ვან დენ ბრანდეს მიერ მომზადებულ მოხსენებას განიხილავს. საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, შევა თუ არა მეზობელი ქვეყნების გართულებული ურთიერთობის თაობაზე მომზადებული დოკუმენტის განხილვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იანვრის სესიის დღის წესრიგში. ჯერჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მონიტორინგის კომიტეტის სხდომას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კომიტეტის როგორც ქართველი, ასევე რუსი წევრები.
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ლუკ ვან დენ ბრანდე და მატიას ერში ორი-სამი კვირის წინ, ნოემბერში, სტუმრობდნენ. ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოების მიზეზების კვლევისას მატიას ერშს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ოფიციალური მოსკოვისა და თბილისის პოლიტიკური ინტერესები არათავსებადია:
[მატიას ერშის ხმა] “ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობებში კონფლიქტები გარდაუვალია. თუკი მიმდინარე კონფლიქტს გადავხედავთ, დავინახავთ მის არაერთ პოტენციურ მიზეზს. ერთ-ერთი პოტენციური მიზეზი გახლავთ რეგიონული როლი, რომელსაც საქართველო თამაშობს. ის ატარებს საკუთარ პოლიტიკას და აქვს სხვადასხვა ორგანიზაციებში ინტეგრაციის ამბიცია. მიგვაჩნია, რომ საქართველო უფლებამოსილია განახორციელოს საკუთარი პოლიტიკა. მეორე პოტენციური მიზეზი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “გაყინული კონფლიქტების” ზონებს უკავშირდება. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთიცა და საქართველოც, საერთაშორისო საზოგადოებრიობის ხელშეწყობით, ამ პრობლემას გადაჭრის და საქართველოს ეს ტერიტორიები დაუბრუნდება. მაგრამ როდესაც კონფლიქტებზე ვლაპარაკობთ, ღრმად გვწამს, მათი გადაჭრა მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება.”
მატიას ერშმა, ფაქტების შემსწავლელი მისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ეს განცხადება საქართველოდან მოსკოვში გამგზავრების წინ გააკეთა, თუმცა მოხსენებაში, რომელსაც მონიტორინგის კომიტეტი პარიზში განიხილავს, სავარაუდოდ, ასევე ასახულია რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეებისა და ეთნიკური ქართველების ყოფის თაობაზე რუსეთის ხელისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაცია. დაზუსტებით კი იმის თქმა, თუ რა წერია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ლუკ ვან დენ ბრანდესა და მატიას ერშის მიერ მომზადებულ მოხსენებაში, ჯერჯერობით შეუძლებელია. ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩის ზურაბ ჭიაბერაშვილის კომენტარი:
[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] „დოკუმენტი ჯერ საჯარო არ გამხდარა, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ გადასაწყვეტია საერთოდ გავა თუ არა საკითხი დებატებზე, საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რომელიც 2007 წლის იანვრის ბოლოს გაიმართება. თუ მონიტორინგის კომიტეტმა, რომელიც ზეპირ მოხსენებას მოისმენს, მიიჩნია, რომ ეს საკითხი საჭიროებს დეტალურ განხილვას საპარლამენტო სესიაზე, მაშინ დოკუმენტი შეიძლება გახდეს საჯარო და ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ზუსტად ვნახოთ, როგორ შეაჯამა მონიტორინგის მისიამ იმ ვიზიტის შედეგები, რომელიც შედგა თბილისსა და მოსკოვში.“(სტილი დაცულია)
ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ კომიტეტი გადაწყვეტილებას კენჭისყრით მიიღებს, საბოლოო ჯამში კი, ყველაფერი მოხსენების სიმწვავესა და სიღრმეზე იქნება დამოკიდებული. ფაქტების შემსწავლელი მისიის დასკვნა რომ მწვავე და ობიექტურია, ამაში ეჭვი არ ეპარება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული
ქმედებების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს ნიკა გვარამიას:
[ნიკა გვარამიას ხმა] „ჩვენი კომისია შეხვდა მონიტორინგის ჯგუფს, სხვა კოლეგებიც ესაუბრნენ დეპორტაციის საკითხებთან დაკავშირებით. მინიტორინგის კომისიის დასკვნა ძალიან მკაცრია ამ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა რუსეთის დელეგაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ დასკვნის განხილვა არ შევიდეს დღის წესრიგში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსული დელეგაცია მიზანს ვერ მიაღწევს.“(სტილი დაცულია)
რუსული დელეგაცია რომ მიზნის მისაღწევად ემზადება, ამ ინფორმაციას ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩიც ფლობს:
[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სხდომას ესწრება მათი „მძიმე არტილერია“ ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში. ვგულისხმობ ბატონებს კოსაჩევს, მარგელოვსა და სლუცკის... კარგადაა ცნობილი ამ ადამიანების დამოკიდებულება საქართველოსადმი. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რამდენად მძიმე ბრძოლა არის მოსალოდნელი საიმისოდ, რომ იმ დოკუმენტმა, რაც მოამზადა მონიტორინგის მისიამ, დღის სინათლე იხილოს.“ (სტილი დაცულია)
მაინც რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების მიერ მომზადებული მოხსენების საჯარო განხილვას? საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი დარწმუნებულია, რომ ოფიციალური მოსკოვი შელახული იმიჯის გამოსწორებაზე ზრუნავს:
[კოტე გაბაშვილის ხმა] „ძალიან მძიმე მდგომარეობა შეექმნათ... პოლიტკოვსკაიას მკვლელობა, მერე ლიტვინენკოს მოწამვლა... 21-ე საუკუნეში შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობები აღარ უნდა ხდებოდეს. ეს ყველაფერი რუსეთს მძიმე იმიჯს უქმნის... ამას თუ დაემატება ქსენოფობია და ის ფაქტები, რომლებსაც რუსეთში ქართველების მიმართ ჰქონდა ადგილი - ორი ადამიანი გარდაიცვალა... ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძიმე ფონს შეუქმნის რუსეთს, იმიტომ რომ სულ უფრო ხშირად დგება ეჭვის ქვეშ ის, რომ რუსეთს სურს იყოს დემოკრატიული ქვეყანა.“(სტილი დაცულია)
დაბოლოს, თუკი მონიტორინგის კომიტეტმა, რუსი დეპუტატების წინააღმდეგობის მიუხედავად, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხს საპარლამენტო ასამბლეა 2007 წლის იანვრის სესიაზე განიხილავს. თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ საპარლამენტო ასამბლეა რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის ფორუმად იქცეს. საქმე ისაა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-თავმჯდომარე და რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ კოსაჩევი იანვრის სესიაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენელთა მიწვევას ითხოვს.