რომლის მონაწილეებმა ქვეყნების ამ გაერთიანების ეფექტიანობის ამაღლების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეთა შორის მიხეილ სააკაშვილიც იყო. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტმა სამიტზე თავის უმთავრეს მიზანს ვერ მიაღწია.
ვიდრე ბელორუსიის დედაქალაქში გაფრინდებოდა, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმეჯერ აღნიშნა, მინსკში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის იმედით მივემგზავრებიო. "მინდა ყველას ესმოდეს ის მოტივაცია, რომლითაც საქართველოს დელეგაცია მინსკში მიემგზავრება. ჩვენ გვესმის, რომ დსთ, მეტი რომ არა ვთქვათ, არაეფექტიანი ორგანიზაციაა, მაგრამ საქართველოს უფლება არა აქვს, რომელიმე ტრიბუნა არ გამოიყენოსო – განაცხადა სააკაშვილმა.
ასეა თუ ისე, საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა პუტინთან არ შედგა. კრემლის მესვეურმა პირისპირ მხოლოდ ბელორუსიისა და მოლდავეთის პრეზიდენტებთან შეხვედრა ინება. მაგრამ, ზოგი ექსპერტის შეფასებით, მცდარი იქნებოდა იმის თქმა, თითქოს მიხეილ სააკაშვილი მინსკში ტყუილად წავიდა. მან მსოფლიოს დაანახა, რომ მზად იყო მოსკოვთან სალაპარაკოდ, ამ უკანასკნელმა კი მას ზურგს შეაქცია.
არადა, სამშაბათს, ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტ ტოომას ჰენდრიკ ილვესთან შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იმაზე ლაპარაკობდა, თბილისისა და მოსკოვის დიალოგში წინსვლა შეინიშნებაო:
[ჯორჯ ბუშის ხმა] "დიალოგის კილო, ჩემი აზრით, გაუმჯობესების გზას ადგას. ხალხს ესმის, რომ უთანხმოებების მოგვარების საუკეთესო გზა მაგიდასთან დაჯდომა და მათი დიპლომატიურად გადაჭრაა. ასე რომ, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებით."
თუ სააკაშვილთან შეხვედრაზე პუტინის უარით ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოპტიმიზმი გადაჭარბებულია.
თუმცა, ისევ დსთ-ის მინსკის სამიტს დავუბრუნდეთ. ქვეყნების ამ გაერთიანების არაეფექტიანობაზე საუბარი დღეს ბელორუსიის დედაქალაქში ბევრ გამოსვლაში გაისმოდა. სამიტის გახსნაზე თვით მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომაც კი აღიარა, რომ თანამეგობრობამ ბევრი დასახული მიზნის განხორციელება ვერ შეძლო. არადა, ლუკაშენკო თანამეგობრობის ერთ-ერთი აქტიური ქომაგი და მხარდამჭერია.
[ალექსანდრ ლუკაშენკოს ხმა] "უნდა ვაღიაროთ, რომ დასახული ამოცანებიდან ზოგიერთი ვერ შევასრულეთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ აქტუალობა დაკარგეს. აუცილებელია, უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ინტეგრაციის გასაღრმავებლად; პირველ რიგში, უნდა განვამტკიცოთ ურთიერთთანამშრომლობა ეკონომიკის სფეროში, თანამეგობრობის მოქალაქეებისთვის კოლექტიურად უნდა უზრუნველვყოთ ძირითადი სოციალური უფლებები და გარანტიები."
ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც თანამეგობრობის მორიგე თავმჯდომარეა, იმ სამომავალო შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომლებსაც სამიტი მის მონაწილეებს აძლევს.
[ნურსულთან ნაზარბაევის ხმა] "ეს სამიტი კარგ შანსს გვაძლევს, დეტალურად ვიმსჯელოთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მომავალზე. კერძოდ, ეს არის თანამეგობრობის ეფექტიანობის ამაღლებისა და მისი განვითარების საკითხები."
წლიდან წლამდე ასე ხდება: დსთ-ის სამიტების მონაწილე ლიდერები თეორიული მსჯელობებითა და უკეთესი მომავლის იმედის გამოთქმით უფრო არიან დაკავებული, ვიდრე საქმიანი დისკუსიებით ან რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებით. ასე იყო ამჯერადაც. დსთ-ს, რომელიც დეკემბერში დაარსების მე-15 წლისთავს აღნიშნავს, როგორც ჩანს, მართლაც არ უწერია "დავაჟკაცება".
დაბოლოს, ერთი საინტერესო დეტალი: სამიტის დამთავრებისთანავე გამართულ პრესკონფერენციაზე ნურსულთან ნაზარბაევს ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ შეხვდნენ ერთმანეთს პუტინი და სააკაშვილიო. ყაზახეთის პრეზიდენტმა უპასუხა, ჩემი კოლეგების მაგივრად ლაპარაკი მეუხერხულება, ეს შეკითხვა მათ უნდა დაუსვათო. მერე კი დასძინა: რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის ჩვენი თანდასწრებით აზრთა მშვენიერი გაცვლა-გამოცვლა შედგაო. გამორიცხული არ არის, უახლოეს მომავალში შევიტყოთ, რამდენად "მშვენიერი" იყო აზრთა ეს გაცვლა-გამოცვლა.