Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული


მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე დაბრუნდება.

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე დაბრუნდება.
აი, რა განაცხადა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ქალაქ შანჰაიში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის დათვალიერებისას, სადაც ქართული ღვინო იყიდება: "მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზრიდან გვაძევებენ, დარწმუნებული ვარ - ჩვენ იქ დავბრუნდებით. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. თუმცა, ჩვენი მიზანია დავიპყროთ სხვა მსოფლიო ბაზრებიც, მოვახდიონოთ ქართული ღვინის გასაღების ბაზრის დივერსიფიკაცია."
პრეზიდენტის თქმით, ის ფაქტი, რომ ქართული ღვინო ჩინეთშიც კი იყიდება, ანუ ქვეყანაში, სადაც ქართული ღვინის მოხმარების ტრადიცია არ არსებობს, მოწმობს, რომ საქართველოს შეუძლია მსოფლიო ბაზრები დაიპყროს. მაგრამ ამისთვის "ბევრი უნდა ვიმუშაოთ და მხოლოდ ასე გადავარჩენთ ქართულ ღვინოსო" – დასძინა პრეზიდენტმა.
ჩინეთში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ხვალ დასრულდება.
XS
SM
MD
LG