Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია წინასწარი არჩევნების სამზადისში


ოთხი ოპოზიციური პარტია წინასწარი არჩევნების ჩატარების სამზადისშია. 17 სექტემბრისთვის დაგეგმილი ე.წ. "პრაიმერისთვის",

რომელმაც საშუალედო მაჟორიტარული არჩევნებისთვის ოპოზიციის ყველაზე ძლიერი კანდიდატები უნდა გამოავლინოს, უკვე მოქმედებს ერთგვარი ალტერნატიული ცენტრალური საარჩევნო კომისია. ”კონსერვატიულმა პარტიამ”, ”მემარჯვენე ოპოზიციამ”, პოლიტიკურმა მოძრაობა ”თავისუფლებამ” და ”ლეიბორისტულმა პარტიამ” ის პარიტეტის პრინციპით დააკომპლექტეს. ოპოზიციური ცესკო ამჯერად საოლქო კომისიებს აკომპლექტებს, ამის შემდეგ ჯერი საუბნო კომისიების დაკომპლექტებაზე მიდგება. როგორ მუშაობს ორგანო, რომლის მიზანიცაა საზოგადოებას უჩვენოს, თუ როგორ შეიძლება ობიექტური არჩევნების ჩატარება? როგორ ემზადება ოპოზიცია წინასწარი არჩევნების ჩასატარებლად?

ნამდვილი, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარალელურად საქართველოში 4 ოპოზიციური ძალის შეთანხმების საფუძველზე შექმნილი პარტიული ნიშნის ცენტრალური საარჩევნო კომისიაც მოქმედებს. ერთი შუალედური მაჟორიტარული არჩევნების ჩასატარებლად ემზადება, მეორე ამ არჩევნების წინა, ანუ წინასწარი, არჩევნების ჩასატარებლად. პროცესები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. ოპოზიციურმა ცესკომ სცადა ნამდვილ ცესკოსთან თანამშრომლობა და მას საარჩევნო უბნების გამართვაში დახმარების გაწევა სთხოვა.

[მამუკა კაციტაძის ხმა] ”მაგრამ მივიღეთ უარი, აბსოლუტურად უაზრო არგუმენტით, რომ ეს შენობები არ არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკუთრება და მას არა აქვს იურიდიული უფლება ეს შენობები სხვას დაუთმოს. ხელისუფლებას არ აწყობს წინასწარი არჩევნების ჩატარება და ამ არჩევნებით ოპოზიციის ძლიერი კანდიდატურების გამოვლენა. მან გასცა მითითება და ეს მითითება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღასრულა ასეთი სულელური არგუმენტით. ” (სტილი დაცულია)

”მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე ოპოზიციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრია. როგორც მან აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობამ ოპოზიციას უარი უთხრა ერთი დღით იმ ფართის დათმობაზე, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიები მუშაობს ხოლმე. ოპოზიციას წინასწარი არჩევნების გამართვისთვის ფართის დაქირავება დასჭირდება. პროცესის დაფინანსება შეთანხმებაში მონაწილე პარტიებზე მოდის, თუმცა არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გარკვეული დახმარების მიღების იმედიც.

წინასწარი არჩევნები 17 სექტემბერს ბათუმის, ქობულეთის, შუახევის, ტყიბულისა და თბილისის ისნის საარჩევნო ოლქებში უნდა ჩატარდეს, ზუსტად იმ ოლქებში, საიდანაც ოდნავ მოგვიანებით პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები უნდა აირჩიონ. წინასწარი არჩევნების ჩატარებაზე 4 ოპოზიციური პარტიაა შეთანხმებული: კონსერვატიული პარტია, მემარჯვენე ოპოზიცია, პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფლება” და ”ლეიბორისტული პარტია. ” ოპოზიციის ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ პარტიების 2-2 წარმომადგენლით არის დაკომპლექტებული. კომისიის სხდომებს შეთანხმებაში მონაწილე პარტიების წარმომადგენლები იმ თანმიმდევრობით ხელმძღვანელობენ, რა თანმიმდევრობითაც აქვთ ხელი მოწერილი შეთანხმების ტექსტზე. კომისიის სხდომებზე ხშირად არის კამათი, პოლემიკა. როგორც მამუკა კაციტაძე ამბობს, ეს ასეც ინდა იყოს, რადგან სწორედ კამათში მიიღწევა კომპრომისები და შეთანხმება. უკვე შეთანხმებულია დებულება, რომელიც წინასწარი არჩევნების მთელ პროცედურას განსაზღვრავს. არჩევნებში მონაწილეობას იღებენ შეთანხმებაში მონაწილე ყველა პარტიის კანდიდატები, გარდა ”ლეიბორისტული პარტიისა.” წინასწარ არჩევნებამდე თითოეული პარტია საკუთარ კანდიდატურებს დაუჭერს მხარს, არჩევნების შემდეგ კი გამარჯვებულ კანდიდატებს საჯაროდ გამოუცხადებენ მხარდაჭერას შეთანხმების მონაწილე პარტიული ლიდერები. იმის შესახებ, თუ მანამდე რა ხდება ოპოზიციის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ამ ორგანოს აპარატის მდივანს ვესაუბრეთ:

[აპარატის მდივნის ხმა] ”დავაკომპლექტეთ საოლქო კომისიები. 25-ში აირჩევა საოლქო კომისიების მდივნები და თავმჯდომარეები, ამ დროისთვის უკვე გვეცოდინება მათი ვინაობა და საოლქო კომისიების მისამართებიც. ”

წინასწარ არჩევნებს დამკვირვებლებიც ეყოლება - როგორც უცხოელები, ისე ადგილობრივი. მაგრამ მთავარი მაინც ამომრჩევლის აქტივობაა. წინასწარ არჩევნებზე, როგორც წესი, ამომრჩევლის დაბალი აქტივობაა ხოლმე, ოპოზიციის ლიდერები იმედოვნებენ, რომ საქართველოში პირველ წინასწარ არჩევნებზე ამომრჩეველი აუცილებლად მივა.














ოპოზიცია წინასწარი არჩევნების სამზადისში

ოთხი ოპოზიციური პარტია წინასწარი არჩევნების ჩატარების სამზადისშია. 17 სექტემბრისთვის დაგეგმილი ე. წ. პრაიმერისთვის, რომელმაც შუალედური მაჟორიტარული არჩევნებისთვის ოპოზიციის ყველაზე ძლიერი კანდიდატები უნდა გამოავლიონოს უკვე მოქმედებს ერთგვარი ალტერნატიული ცენტრალური საარჩევნო კომისია. ”კონსერვატიულმა პარტიამ”, ”მემარჯვენე ოპოზიციამ”, პოლიტიკურმა მოძრაობამ ”თავისუფლებას” და ”ლეიბორისტულმა პარტიამ” ის პარიტეტის პრინციპით დააკომპლექტეს. ოპოზიციური ცეესკო ამჯერად საოქლო კომისიებს აკომპლექტებს, ამის შემდეგ ჯერი საუბნო კომისიების დაკომპლექტებაზე მიდგება. როგორ მუშაობს ორგანო, რომელის მიზანიცაა საზოგადოებას უჩვენოს როგორ შეიძლება ობიექტური არჩევნების ჩატარება, როგორ ემზადება ოპოზიცია წინასწარი არჩევნების ჩასატარებლად ამის შესახებ ეკა წამალაშვილი ისაუბრებს

ნამდვილი , პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარალელურად საქართველოში 4 ოპოზიციური ძალის შეთანხმების საფუძველზე შექმნილი პარტიული ნიშნის ცენტრალური საარჩევნო კომისიაც მოქმედებს. ერთი შუალედური მაჟორიტარული არჩევნების ჩასატარებლად ემზადება, მეორე ამ არჩევნების წინა წინასწარი არჩევნების ჩასატარებლად. პროცესები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. ოპოზიციურმა ცესკომ სცადა ნამდვილ ცესკოსთან თანამშრომლობა და მას საარჩევნო უბნების გამართვაში დახმარების გაწევა სთხოვა.

[მამუკა კაციტაძის ხმა] ”მაგრამ მივიღეთ უარი, აბსოლუტურად უაზრო არგუმენტით, რომ ეს შენობები არ არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკუთრება და მას არა აქვს იურიდიული უფლება ეს შენობები სხვას დაუთმოს. ხელისუფლებას არ აწყობს წინასწარი არჩევნების ჩატარება და ამ არჩევნებით ოპოზიციის ძლიერი კანდიდატურების გამოვლენა. მან გასცა მითითება და ეს მითითება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღასრულა ასეთი სულელური არგუმენტით. ”

”მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე ოპოზიციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრია. როგორც მან აღნიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობამ ოპოზიციას უარი უთხრა ერთი დღით იმ ფართის დათმობაზე, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიები მუშაობს ხოლმე. ოპოზიციას წინასწარი არჩევნების გამართვისთვის ფართის დაქირავება დასჭირდება. პროცესის დაფინანსება შეთანხმებაში მონაწილე პარტიებზე მოდის, თუმცა არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გარკვეული დახმარების მიღების იმედიც.

წინასწარი არჩევნები 17 სექტემბერს ბათუმის, ქობულეთის, შუახევის, ტყიბულისა და თბილისის ისნის საარჩევნო ოლქებში უნდა ჩატარდეს, ზუსტად იმ ოლქებში საიდანაც ოდნავ მოგვიანებით პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები უნდა აირჩიონ. წინასწარი არჩევნების ჩატარებაზე 4 ოპოზიციური პარტიაა შეთანხმებული: კონსერვატიული პარტია, მემარჯვენე ოპოზიცია, პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფლება” და ”ლეიბორისტული პარტია. ” ოპოზიციის ცენტრალური საარცევნო კომისია ამ პარტიების 2-2 წარმომადგენლისგან არის დაკომპლექტებული. კომისიის სხდომებს შეთანხმებაში მონაწილე პარტიების წარმომადგენელბი შეთანხმების ტექსტეზე შესრულებული ხელმოწერების თანმიმდევრობის მიხედვით ხელმძღვანელობენ. კომისიის სხდომებზე არის კამათი, პოლემიკა, თუმცა როგორც მამუკა კაციტაძე ამბობს ეს სხდომები არის კამათის, კამათში კომპრომისების მიღწევისა და შეთანხმების ასპარეზი. უკვე შეთანხმებულია დებულება, რომელიც წინასწარი არჩევნების მთელს პროცედურას განსაზღვრას. არჩევნებში შეთანხმებაში მონაწილე ყველა პარტიის კანდიდატები იღებენ მონაწილეობას გარდა ”ლეიბორისტული პარტიისა. ” წინასაწრ არჩევნებამდე თითოეული პარტია საკუთარ კანდიდატურებს დაუჭერს მხარს, არჩევნების შემდეგ კი გამარჯვებულ კანდიდატებს საჯარადო გამოუცხადებენ მხარდაჭერას შეთანხმების მონაწილე პარტიული ლიდერები. მანამდე რა ხდება ამ ეტაპზე ოპოზიციის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამაზე ამ ორგანოს აპარტის მდივანს ვესაუბრეთ

[აპარატის მდივნის ხმა] ”დავაკომპლექტეთ საოლქო კომისიები. 25 - ში აირჩევა საოლქო კომისიების მდივნები და თავმჯდომარეები, ამ დროისთვის უკვე გვეცოდინება მათი ვინაობა და საოლქო კომისიების მისამართებიც. ”

წინასწარ არჩევნებს დამკვირვებლებიც ეყოლება, როგორც უცხოელები ისე ადგილობრივი. მაგრამ მთავარი მაინც ამომრჩევლის აქტივობაა. წინასწარ არჩევნებზე როგორც წესი ამომრჩევლის დაბალი აქტივობაა ხოლმე, ოპოზიციის ლიდერები იმედოვნებენ, რომ საქართველოში პირველ წინასწარ არჩევნებზე ამომრჩეველი აუცილებლად მივა.
XS
SM
MD
LG