რუსეთის სამხედრო ტექნიკის პირველი ეშელონი საქართველომ სამშობლოში ცოტა დაგვიანებით და გარკვეული გაუგებრობის თანხლებით გაისტუმრა. ”მთავარია, რომ პროცესი დაიწყო, მთავარია, რომ გაუგებრობას პროცესის ხანგრძლივი ვადით გაჭიანურება არ მოჰყოლია,” - ასე აფასებენ საქართველოს ხელისუფლების წევრები რუსეთსა და საქართველოს შორის ამა წლის 30 მაისს მიღწეული შეთნხმების რეალიზაციის დაწყებას, ამ შეთანხმებით კი, 2008 წლის ბოლოსთვის რუსეთის 2 ბაზა - ბათუმისა და ახალქალაქის -საქართველოში აღარ იარსებებს. პირველი ნაბიჯი გადაიდგა და საინტერესოა, როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები. 1 აგვისტოს ქართველებმა რუსეთის სამხედრო მანქანები გაისტუმრეს, ფოთში კი ამერიკულ სამხედრო გემს, ”ნეშვილს”, შეეგებნენ. ფოთში ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები იწყება.
ფოთში სამეთაურო - საშტაბო სწავლება იწყება. ამერიკული სამხედრო-სადესანტო გემი ”ნეშვილი” ფოთის პორტში სწორედ ამისთვის გამოჩნდა. გემის კაპიტანი დევიდ უდსონი და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები “ნეშვილით” საქართველოში საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების პირად შემადგენლობასთან ერთად სწავლების ჩასატარებლად და საქართველოს მხარის წარმომადგენლებისთვის საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდნენ. 1 აგვისტოს ფოთში გემის ეკიპაჟის დახვედრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
[“ნეშვილის” კაპიტნის ხმა] ” ნეშვილი” 35 წლისაა. 450 სამხედრო პირის ასაკი, რომელიც ჩვენს გემზეა, 20 წელია. ჩვენი ვიზიტი მეგობრულია. ვგეგმავთ ტრენინგების ჩატარებას. წვრთნები ჩატარდება ე.წ. დაზიანების კონტროლში - გემზე წყლის შემოსვლისა და ხანძრის გაჩენის შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედოს ჯგუფმა. ”
”ნეშვილის” კაპიტანს ფოთში ჩვენი პარტნიორი რადიოს კორესპონდენტი ესაუბრა.
ამერიკული ხომალდის დასახვედრად ფოთში ჩავიდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაური და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. აქვე განვმარტავთ, რომ საქარველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული სამხედრო ხომალდი ბოლოს 2001 წელს იყო შემოსული, ნატოს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სწავლებასთან დაკავშირებით. ამჯერად ამერიკულ ”ნეშვილთან” ერთად ფოთის საზღვაო-სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს ქართული სამხედრო ხომალდი ”ივერია”. “ნეშვილის” მეგობრული ვიზიტი ფოთის პორტში 3 დღიანია. სწავლების დაწყების წინ კი 1 აგვისტო ფოთში მეგობრული შეხვედრებისა და ურთიერთგაცნობის დღე იყო. ჩვენი ფოთელი კორესპონდენტის თეა აფსარიძის ცნობით, ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ”ნეშვილის ” კაპიტანმა ფოთის მერისგან საჩუქრად ქართული ხმალი მიიღო. ამერიკული სამხედრო ხომალდი 1 აგვისტოს საქართველოში სიხარულით მიიღეს და ამავე დღეს ამ ქვეყნიდან სიხარულით გააცილეს რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის კუთვნილი სამხედრო მანქანები, რომლებმაც გეზი რუსეთისკენ შაბათს გამთენიისას აიღეს. რუსულის სამხედრო მანქანების კოლონა საკმაოდ ნელა მოძრაობდა, მანქანები გზადაგზა ფუჭდებოდა და შეკეთებას საჭიროებდა. ამის გამო ხანგრძილვი შესვენება შედგა თბილისთან ახლოს, მცხეთასთან, აქედან კი რუსები რუსეთისკენ საქართველოს მხარესთან შეთანხმებულ დროზე ადრე დაიძრნენ.
უკვე ლარსის გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეებმა არ გაატარეს სამი ”კამაზის” ტიპის მანქანა, ვინაიდან ეს მანქანები მცხეთიდან გასულ ავტოკოლონაში მოულოდნელად გამოჩნდა. გაირკვა, რომ დამატებითი ტექნიკა რუსებს ჯვრის უღელტეხილზე მოძველებული ტექნიკის გადასატარებლად დასჭირდათ. ეს მცირე გაუგებრობა ახლდა ბათუმის სამხედრო ბაზიდან რუსეთის სამხედრო ტექნიკის პირველი კოლონის გასტუმრებას. აგვისტოს ბოლომდე ბათუმის სამხედრო ბაზა მძიმე ტექნიკამაც უნდა დატოვოს. აგვისტოს პირველ დეკადაში ელიან ბათუმის პორტში იმ სადესანტო ხომალდის გამოჩენას, რომელმაც ბათუმიდან რუსეთის მძიმე ტექნიკა უნდა გაიტანოს.