უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე სულ უფრო მეტი ქვეყნისა და ორგანიზაციის გამოხმაურება ვრცელდება.
ევროსაბჭოში მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვლოდიმიჟ ტიმოშევიჩმა, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პეტერ შიდერმა და გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს კენჭისყრისას აღრიცხული დარღვევების გამო. ამასთან, ევროსაბჭომ უკრაინის ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა, თავი შეიკავონ ძალადობისაგან. ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოპ სხეფერმა უკრაინის ელჩი დაიბარა და გამოთქვა ალიანსის უკმაყოფილება საპრეზიდენტო არჩევნებით.
ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეშენალის" განცხადებით, უკრაინის ხელმძღვანელობამ უნდა დაიცვას შეკრებისა და აზრის გამოთქმის თავისუფლება და არ მიმართოს უხეშ ზომებს დემონსტრანტების წინააღმდეგ.