ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერებმა საკუთარ მხარდამჭერებს თავისუფლების მოედანზე შეკრება მოუწოდეს. ამ მოედანზე მორიგი ხალხმრავალი საპროტესტო აქცია საღამოს 7 საათზე დაიწყო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ მშვიდობიანი მსვლელობით გაგრძელდა და ყოფილ "იმელის" შენობასთან დასრულდა. "წინააღმდეგობის ფრონტი" მორიგ ულტიმატუმს აყენებს , 1 დღიან ტაიმ-აუტს იღებს და 7 ნოემბრიდან გრანდიოზული საპროტესტო გამოსვლების აგორებით იმუქრება.
შეძახილები "მიშა, მიშა", "გაუმარჯოს გაერთიანებულ ოპოზიციას" 5 ნოემბერს ჯერ თავისუფლების მოედანზე, მერიის წინ, შემდეგ კი რუსთაველის პროსპექტზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, გაისმოდა. "წინააღმდეგობის ფრონტში" გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ხელისუფლებას წაუყენეს ულტიმატუმი - 5 ნოემბრის დღის 12 საათამდე ეღიარებინა "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვება, ოთხშაბათსაც მრავალმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. თავისუფლების მოედნიდან ყოფილ "იმელის" შენობამდე რამდენიმე ათასი ადამიანი მივიდა და ამით გამოხატა პროტესტი საქართველოს მთელ რიგ მხარეებში არჩევნების გაყალბების გამო. მანიფესტანტებს შორის იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან თბილისში ჩამოსული "ნაციონალებისა" და "ბურჯანაძე - დემოკრატების" მხარდამჭერები. საპროტესტო აქცია იყო მშვიდობიანი. მასში მონაწილეებმა მშვიდობიანად ჩაუარეს თბილისის ცენტრში მობილიზებულ ხელკეტებითა და ფარებით შეიარაღებულ პოლიციელებს. ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ გამართულ მიტინგზე სიტყვით მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.
" ასლან აბაშიძის და შევარდნაძის გარიგებით აჭარიდან ჩამოსასვლელი გაყალბებული ხმებით "აღორძინება " მეორე ადგილზე უნდა გავიდეს. ქართველი ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ საქართველო შევარდნაძეებს, აბაშიძეებს, რჩეულიშვილებს და ხაზარაძეებს დარჩეთ", - ასეთი იყო მიხეილ სააკაშვილის განცხადებები. მან მომიტინგეებს გააცნო "წინააღმდეგობის ფრონტის" მიერ ხელისუფლების მიმართ წაყენებული ახალი ულტიმატუმის მოთხოვნები. მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს გაუქმდეს იმ ოლქებში ჩატარებული არჩევნების შედეგები, სადაც არჩევნები ყოველთვის მაქსიმალურად ყალბდებოდა და სადაც არჩევნები მასიურად გაყალბდა 2 ნოემბერსაც. ესენია: მარნეულის, ბოლნისის, ტყიბულის, ბათუმის და ქობულეთის საარჩევნო ოლქები.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ითხოვს დაუყოვნებლივ იქნეს გათავისუფლებული აჭარის დიქტატორული რეჟიმის მიერ 2 ნოემბერს დაპატიმრებული "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დამკვირვებელი გიორგი მშვენიერაძე. მას, ყოვლად გაუგებარი მოტივით, 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მესამე მოთხოვნაა - დადგეს იმ გამგებლების, რწმუნებულებისა და პოლიციის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ხელი შეუწყვეს არჩევნების გაყალბებას. თავისთავად ძალაში რჩება მოთხოვნა - ხელისუფლებამ აღიაროს "ნაციონალური მოძრაობის " პირველი ადგილი. სააკაშვილი დაიმუქრა, რომ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ის შევარდნაძის გადაყენების მოთხოვნით იმოქმედებს და მთელი საქართველოს მასშტაბით გრანდიოზულ საპროტესტო გამოსვლებს ააგორებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ გამართულ მიტინგზე შეკრებილებს მან მოუწოდა, დაიშალონ ერთი დღით. "თუ ხელისუფლება გააგრძელებს არჩევნების გაყალბებას, მაშინ თბილისში ჩამოვიყვანთ მთელ საქართველოს და მოვითხოვთ შევარდნაძის გადადგომს", - სააკაშვილის ასეთი მიმართვით დასრულდა 5 ნოემბრის აქცია. "წინააღმდეგობის ფრონტმა" ერთდღიანი ტაიმ-აუტი აიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის უკანასკნელი მონაცემებით კი, "სახელისუფლებო ბლოკის" მხარდასაჭერად საარჩევნო ყუთებში ჩაყრილ ბიულეტენთა რიცხვი 300000-ს უახლოვდება და უკვე საგრძნობლად აჭარბებს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რაოდენობას.