შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის სტროუბ ტელბოტის არჩევნებისწინა ტურნე თბილისში უმთავრეს პოლიტიკურ მოვლენად რჩება. გავლენიანი ამერიკელები ორშაბათსაც განაგრძობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან და საარჩევნო პროცესებში აქტიურად ჩართულ სხვა ადამიანებთან შეხვედრებს. ამ შეხვედრებზე მათ მიიღეს დეტალური ინფორმაცია საქართველოში არჩევნების წინა ვითარებაზე და პირველი მითითებებიც გააკეთეს. მითითებები მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებს არ უკავშირდებოდა.
გაგაცნობთ, თუ ერთმანეთთან შეხვედრებზე რა განცხადებები გააკეთეს მაღალი რანგის ამერიკელმა სტუმრებმა და ქართველმა პოლიტიკოსებმა.
"საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მისთვის აუცილებელია სრული დამოუკიდებლობის მიღწევა. საქართველომ უნდა მოიპოვოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ამ თვალსაზრისით ის არ უნდა იყოს დამოკიდებული რუსეთზე. " - ასეთ განცხადებას აკეთებს საქართველოში არჩევნების წინა ვითარების შესწავლის მიზნით ჩამოსული გავლენიანი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი. მან თითქმის ამოწურა შეხვედრები თვალსაჩინო ოპოზიციური ძალების ლიდერებთან, მოისმინა მათი პრეტენზიები და თქვა: ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას საქართველოს პოლიტიკურ წრეებში ფავორიტი არ ჰყვას. ის საქართველოში მხოლოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარსო. ასეთი განმარტების გაკეთება საჭირო იყო, რადგან იმ ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც პირველებს მოუწიათ ამერიკელ სტუმრებთან შეხვედრა, ეს პირველობა ამერიკელების ფავორიტობასთან გააიგივეს. ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი და სტროუბ ტელბოტი პირველად ლებორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს შეხვდნენ . მანაც თქვა, რომ შალიკაშვილი და ტელბოტი ლეიბორისტებს გულშემატკივრობენ. ჯონ მაკკეინის პირველი შეხვედრა კი საკრებულოში, მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში შედგა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმაც იამაყა ამ ფაქტით. შემდეგები "მრეწველები", "აღორძინება", "ახალი მემრჯვენეები" და "გაერთიანებული დემოკრატები" იყვნენ. "აღორძინებიდან" ჯემალ გოგიტიძემ ჯომ მაკკეინს ყალბი ბიულეტენები უჩვენა. გავლენიან სენატორს ის, რა თქმა უნდა, არ გაუმხელდა, როგორ იყნებენ ასეთ ბიულეტენებს აჭარაში. "მრეწველთა" ლიდერმა გოგი თოფაძემ ამერიკელ სტუმართან შეხვედრაზე საარჩევნო დარღვევებზე საუბარს საქართველოს ეკონომიკაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ცუდ გავლენაზე საუბარი არჩია. "ახლებმა " და "გაერთიანებულმა დემოკრატებმა" კი სცადეს მაკკეინისთვის დეტალურად აეხსნათ, რა მასშტაბებით აპირებს ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას. მას უთხრეს, რომ საარჩევნო სიები 600000 ერთეულით არის გაყალბებული. თავის მხრივ, გენერალი შალიკაშვილი და სტროუბ ტელბოტი ორშაბათს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათაგან მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიაზე. მთელმა ამ ინფორმაციამ დღის ბოლოს თავი სახელმწიფო კანცელარიაში მოიყარა. ჯონ მაკკეინმა საარჩევნო საკითხებზე შეხვედრების სერია სწორედ იქ ამოწურა და ჯერ სახელმწიფო მინისტრს, შემდეგ კი პრეზიდენტს გაუზიარა შეშფოთება გაბერილი საარჩევნო სიების არსებობის გამო. 5-6 ოქტომბრის შეხვედრები იმის დადასტურება იყო, თუ რაოდენ დიდია დასავლეთის დაინტერესება, რომ საქართველოში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის რა საშიშროებას ატარებას 2 ნოემბრის არჩევნების გაყალბება. თბილისში მიღებულ ინფორმაციას ჯონ მაკკეინი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საკუთარ დასკვნაში შეაჯამებს. აქ გამართულმა შეხვედრებმა ის დაარწმუნა, რომ ქართველი ხალხი ღირსეულ მთავრობას იმსახურებს.