არჩევნებისადმი სტუდენტების დამოკიდებულებაზე გვექნება საუბარი. ვიმსჯელებთ თემაზე: აპირებენ თუ არა სტუდენტები - მათ შორის თბილისში სასწავლებლად საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტები - 2 ნოემბრისთვის მშობლიურ კუთხეებში ჩასვლას. არჩევნებში მონაწილეობის მიღება მათ, ხომ, სწორედ იქ შეუძლიათ. არჩევნებისადმი სტუდენტების დამოკიდებულების გასარკვევად მე და დავით პაიჭაძემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს მივაკითხეთ და იქ სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტებს ვესაუბრეთ - როგორც თბილისელებს, ისე რაიონებიდან ჩამოსულებს. ჩვენ იმის გაგებაც ვცადეთ, როგორი უყურებენ ისინი არჩევნებში შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების, ან სპორტსმენების მონაწილეობას.
თავდაპირველად დავით პიაჭაძეს და მის რესპოდენტებს მოვუსმინოთ.
საარჩევნო კამპანიებზე დაკვირვებისას იოლი შესამჩნევია, რომ არჩევნებით ახალგაზრდობის დასაინტერესებლად საგანგებო ძალისხმევას მიმართავენ როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე არჩევნების ჩატარებით დაინტერესებული არაპოლიტიკური ორგანიზაციები. ცხადია, არჩევნების შემდგომ მიახლოებით შეიძლება გამოთვლა, ამომრჩეველთა მასაში რამდენ პროცენტს შეადგენდა ახალგაზრდობა, ვთქვათ, 25 წლამდე ასაკის მოქალაქეები, მაგრამ ასეთი კვლევები არჩევნების შემდეგ აღარავის აინტერესებს.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთისგან და ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად აზუსტებდნენ ამომრჩეველთა სიებს. ამავეს აკეთებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მაგრამ ასეთი მუშაობის დროს ძალიან ძნელია დაადგინო ან გამოჰყო ასაკობრივი ჯგუფი. საქართველოში ათიათასობით სტუდენტია, რომელიც ცხოვრობს და სწავლობს ერთ ადგილას, მაგრამ რეგისტრირებულია სხვაგან. ეს კონტინგენტი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად იქ უნდა წავიდეს, სადაც, როგორც ახლა იტყვიან, მიწერილია, ანუ რეგისტრირებულია. მე ვკითხე სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან არიან და თბილისში სწავლობენ, თუ აპირებენ არჩევნებზე თავიანთ რაიონებში ჩასვლას. ჭიათურელმა სტუდენტმა გოგონამ, რომლის სახელიც ჩემთვის უცნობი დარჩა, მომიგო:
[გოგონას ხმა] "არ ვაპირებ არანაირად. თვითონ არჩევნებში მონაწილეობის არავითარი სურვილი არ მაქვს. სხვათა შორის, არც არასდროს მიმიღია მონაწილეობა. არაფერ შუაში არ არის არც სიშორე, არც ცუდი გზა და არც მგზავრობის ხარჯი. უბრალოდ, იქ იშვიათად ჩავდივარ. 5 წელია აქეთ ვარ და ძალიან იშვიათად თუ ჩავალ. მით უმეტეს, ახლა, არჩევნებისთვის ჩავიდე? არა, არანაირი სურვილი არ მაქვს".
არჩევნებში მონაწილეობას არც ანა აპირებს და არა იმიტომ, რომ მისი რაიონი - ოზურგეთი - თბილისიდან, ვთქვათ, იმავე ჭიათურაზე მეტად არის დაცილებული. ის ამბობს, რომ, შესაძლოა, არასწორია მისი ასეთი დამოკიდებულება არჩევნებისადმი, თუმც, მისი უარი არ არის კატეგორიული და არც პროტესტით გამოწვეული.
[ანას ხმა] "ეს არის ჩვეულებრივი პასუხი სტუდენტისა, რომელიც თვლის, რომ პოლიტიკა მისი სფერო არ არის. მე ვაკეთებ იმას, რაც მაინტერესებს: ვკითხულობ, ვსწავლობ, დავდივარ უნივერსიტეტში. არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ მაქვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ მაინტერესებს ჩემი ქვეყნის ბედი".
ანას ვკითხე, ეგებ, იმიტომაც არ მიდის არჩევნებზე, რომ ოზურგეთში აშკარა ფავორიტი, ვანო ჩხარტიშვილი იყრის კენჭს?
[ანას ხმა] "არა, ეს არაფერ შუაშია. მე აქაც რომ ვცხოვრობდე და აქ ვიყო ჩაწერილი, მაინც არ წავიდოდი არჩევნებზე. მე ვთვლი, რომ ეს ჩემთვის მეასეხარისხოვანი რამაა".
20 წლის მეგისთვის, პირიქით, კონკრეტული ფავორიტი სწორედ რომ სტიმულია არჩევნებზე მისასვლელად. მეგი ამბობს, რომ ყოველთვის დადის არჩევნებზე, ყოველ შაბათ-კვირას მიდის თავის რაიონში და გამონაკლისი არც 2 ნოემბერი იქნება. შესაძლოა, რაიონის სიახლოვე თბილისთან მაინც არის ფაქტორი არჩევნებზე წასვლის სასარგებლოდ.
[მეგის ხმა] "2 ნოემბერს ნამდვილად ვაპირებ არჩევნებზე წასვლას, მაგრამ გარანტია და დიდი იმედი არ მაქვს, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. თუმცა, მაინც ვცდი ბედს და ჩემს სასურველ კანდიდატს დავუჭერ მხარს ბოლნისის რაიონში. ჩვენთან მამალაძე იყრის კენჭს, მოგეხსენებათ, და სადაც მამალაძე იყრის კენჭს სამთავრობო ბლოკიდან, იქ არა მგონია, რაიმე კანონიერად ჩატარდეს"...
ჩვენთან საუბრისას გაცილებით შეუპოვარი იყო ხათუნა ხაშურიდან. ხათუნა მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდის ძალადობა პოლიტიკაში სწორედ ამომრჩეველის დასაშინებლად არის გამიზნული.
[ხათუნას ხმა] "მე არ მაფრთხობს და ამიტომაც მივდივარ არჩევნებზე. ვთვლი, რომ ბევრი ჩემნაირი წავა იქ. მე მინახავს, დავსწრებივარ არჩევნებს საიმისოდ, რომ დავკვირვებოდი, როგორ ტარდებოდა, რა მეთოდებს იყენებდნენ გასაყალბებლად. კარგად ვიცი, რა ხდება იქ და ამიტომ აუცილებლად წავალ. ყველა ჩემს მეგობარს ვურჩევ, რომ წავიდეს, თუნდაც ბოლო კაპიკი გაიღოს. სადაც ათობით ხმას აყალბებენ, იქ ასობითაც გააყალბებენ".
მე არ ვიცი, როგორი თანაფარდობაა თბილისიდან რეგიონებში არჩევნებზე წამსვლელ და არწამსვლელ სტუდენტებს შორის, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას ერთი რამ, რაც მენიშნა ანას სიტყვებში: ჩაწერა საქართველოში აღარ არსებობს. კანონი ითვალისწინებს მხოლოდ რეგისტრაციას კონკრეტულ საცხოვრებელ ადგილას. რეგისტრაცია გაცილებით იოლი პროცედურაა, ვიდრე საბჭოური ჩაწერა იყო. თბილისში დროებით რეგისტრაცია შეუძლიათ ამ ქალაქში ჩასულ სტუდენტებსაც, რაც მათ საშუალებას მისცემს, სურვილის შემთხვევაში, თბილისშივე მივიდნენ საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად. მაგრამ, პოეტისა არ იყოს, ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანია...
დავით პიაჭაძის რესპოდენტებისგან განსხვავებით, ჩემი რესპოდენტები თბილისელი სტუდენტები იყვნენ. მოვისმინოთ, რას ფიქრობენ ისინი არჩევნებზე და არჩევნებში პოლიტიკური საქმიანობისთვის დილეტანტების, მაგრამ პოპულარული ადამიანების მონაწილეობაზე.
უნივერსიტეტის ხმაურიან ფოიეში პირველად პოლიტოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს გავესაუბრე, მათ შორის - 17 წლის გიორგი ხაჭაპურიძეს, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში ასაკი უშლის ხელს. გიორგი 2 ნოემბერს არჩევნებზე ვერ წავა, თუმცა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება რომ ჰქონდეს, ხმას "ლეიბორისტულ პარტიას" მისცემდა. მას ამ პარტიის ლიდერი ესიმპათიურება. ფიქრობს, რომ არჩევნებზე წარმმართველ როლს სწორედ ლიდერები ასრულებენ და არა მათ უკან მდგომი პოლიტიკური ძალები.
გიორგი პოლიტიკისთვის დილეტანტების, მაგრამ საზოგადოებაში პოპულარული ადამიანების არჩევნებში მონაწილეობას დადებითად აფასებს. ხმის მიცემის უფლება რომ ჰქონდეს, ასეთი ადამიანის მხარდაჭერაზე უარს არ იტყოდა, თუ ამ ადამიანის სახელსა და გვარს მისთვის მისაღები პარტიის საარჩევნო სიაში იხილავდა.
[გიორგი ხაჭაპურიძის ხმა] "გააჩნია, რომელ პარტიას ვაძლევ ხმას, თუ იმ პარტიის სიაშია, რომელსაც მხრას ვუჭერ, ალბათ, მივცემ ხმას".
იმ მომავალ პოლიტოლოგებს შორის, რომლებასც მე გავესაუბრე, გიორგი თავისი მოსაზრებით აშკარა უმცირესობაში აღმოჩნდა. მისი მეგობრები - 19 წლის ბექა ხომერიკი და გოგა ზაფარაშვილი ( ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ) პოპულარული მომღერლების თუ სპორტსმენების პოლიტიკაში მისვლას მხარს არ დაუჭერენ და, აი, რატომ:
[ბექა ხომერიკის ხმა] "ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. მე დათო ხურჯაძე მიყვარს, როგორც მომღერალი, გიორგი კანდელაკი -როგორც სპორტსმენი და არა - როგორც პოლიტიკოსი."
[გიორგი მაზანაშვილის ხმა] "ნამდვილად არ მინდა, რომ არაპროფესიონალები მოვიდნენ პარლამენტში და მართონ სახელმწიფო. საქართველოს სჭირდება პროფესიონალი პარლამენტარები".
ბექა ხომერიკი პოლიტიკისკენ არაპროფესიონალების სწაფვას ფინანსური დაინტერესებით ხსნის. მას და გიორგის ჰყავთ არჩეული ძალა, რომელსაც მხარს დაუჭერენ და ეს "ნაციონალური მოძრაობაა". მათ არჩევანსაც დიდწილად ამ მოძრაობის ლიდერისადმი სიმპათია განაპირობებს, თუმცა, ეს ლიდერი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. მომავალი პოლიტოლოგები, მომავლი სპეციალობისდამი ინტერესიდან გამომდინარე, წინასაარჩევნო პოლიტიკურ დებატებს თვალყურს აქტიურად ადევნებენ. მათგან განსხვავებით, წინსაარჩევნო დებატებს თვალყურს არ ადევნებს ფილოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ქეთი. მას აღიზიანებს ის, რომ ჟურნალისტები, ძირითადად პოლიტიკური პროცესების გაშუქებით არიან დაკავებულნი. ქეთი არჩევნებში მონაწილეობას იმისთვის მიიღებს, რომ ყველა სუბიექტი გადახაზოს და ამით გამორიცხოს მისი ბიულეტენის ვინმეს სასარგებლოდ გამოყენება. ამ სტუდენტს არჩევნებში მონაწილე ძალებს შორის არ ეგულება ქვეყნის ინტერესებით მოქმედი პროფესიონალთა გუნდი, ასევე, მისთვის მიუღებელია პოლიტიკში არაპროფესიონალების მისვლის მცდელობა.
[ქეთის ხმა] " ქართველებს ყოველთვის ეს გვეშლება, ვერ ვაცნობიერებთ, რასთან გვაქვს საქმე. მე რომ მიყვარს მომღერალი, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი პოლიტიკაში პროფესიონალი იქნება. ისევე, როგორც პოლიტიკოსები მღერიან, მაგრამ პროფესიონალი მომღერლები არ არიან".
ამ საკითხში ქეთის მისი თანაკურსელი დიანაც ეთანხმება .
[დიანას ხმა] "იგივე, ესტრადაზე რაც ხდება: ხალხი ჯერ მოდის ესტრადაზე და მერე სწავლობს სიმღერას, ნოტებს. ასევეა პოლიტიკაშიც. ჯერ ადამიანმა უნდა მიიღოს აბსოლიტური განათლება და მერე უნდა მოვიდეს. ჯერ უნდა დაასრულოს საკუთარი თავის სრულყოფა და მერე სცადოს - რაღაცა შეცვალოს ქვეყანაში".
2 ნოემბრის არჩევნებზე დიანაც წავა და, ქეთის მსგავსად, ხმას არც ერთ პოლიტიკურ ძალას და არც ერთ პოლიტკოსს არ მისცემს. დიანა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და მაინც აქტიურად ადევნებს თვალყურს პოლიტიკოსთა წინასაარჩევნო დებატებს, რათა კარგად გაერკევს იმ ადამიანების ფსიქოლოგიაში.
[დიანას ხმა] "ვუყურებ, რადგან მაინტერესებს, სადამდე მიდის ხალხის თავხედობა. ვუყურებ იმდენად, რამდენადაც ვუყურებ ჰოლივუდის ფილმს, რომელიც უნიჭო რეჟისორის მიერ არის გადაღებული, რომელშიც უნიჭო მსახიობები თამაშობენ და უყურებ, რადგან გაინტერესებს, სადამე მიდის ეს უნიჭობა და თავხედობა - არ გრცხვენოდეს საკუთარი უნიჭობის. ვუყურებ კიდევ იმიტომ, რომ დავაკვირდე, რამდენად არ ადარდებთ ამ ადამიანებს ადრე გამოთქმულ შეხედულებებთან აბსოლუტურ ოპოზიციაში მოსვლა. მაინტერესებს, რას ფიქრობს ეს ხალხი და, საერთოდ, მაინტერესებს, რა მდგომარეობაშია ჩვენი საზოგადოება".
დაკვირვების შედეგი ასეთია: დიანა ფიქრობს, რომ ჩვენი საზოგადოება მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. არც ის და არც მისი სხვა თანატოლები არ ელიან იმას, რომ არჩევნები საზოგადოების მძიმე ფსიქოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქებას წაადგება, რომ არჩევნებს ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები მოჰყვება. მაგრამ, მიუხედევად ამისა, მათი მზაობა - მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რაღაცის შეცვლის სურვილზე მეტყველებს. ჩემს მიერ გამოკითხულ სტუდენტებს შორის ერთადერთი, ვინც არჩევნებზე არ წავა, 19 წლის თამარ შანშიაშვილია. ის მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს, რადგან მისი ბედი წინასწარ არის გადაწყვეტილი.