მინდა გესაუბროთ ჯეიმს ბეიკერის გეგმაზე, რომელიც პრესამ არჩევნების ჩატარების "მზა რეცეპტად" მონათლა.
რას ნიშნავდა ედუარ შევარდნაძის ძველი მეგობრის, ჯეიმს ბეიკერის, ვიზიტი საქართველოში? ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება ადამიანს, რომელიც მისი ინტერესების ბურჯია სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში თუ, პირიქით, ედუარდ შევარდნაძემ პარტნიორების ნდობა დაკარგა?
ამ შეკითხვის პასუხი ქართულმა საზოგადოებამ, შესაძლოა, კარგა ხანს ვერ მიიღოს. სახელისუფლო ბლოკი აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესიც და მონიტორინგის სისტემაც, რომელიც ბეიკერის გეგმის ორი არსებითი ნაწილია, მისაღებია სწორედ ხელისუფლებისთვის. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ, პირიქით, არჩევნების ჩატარების ის წესი, რასაც ბეიკერი სთავაზობს საქართველოს, ხელისუფლების თავნებობის ალაგმვას ემსახურება.
ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური ფიგურა ყოველთვის მისაღები იყო ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისთვის. შესაბამისად, შევარდნაძის მიერ ჩატარებული ყველა არჩევნების შედეგი ლეგიტიმურად იყო აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. თუმცა საქართველოს მოსახლეობა არასოდეს ენდობოდა არჩევნების ოფიციალურ შედეგებს. განსაკუთრებით მწვავე კრიტიკა მოჰყვა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც, ქართული საზოგადოების აზრით, თითქმის ამომრჩევლის გარეშე ჩატარდა.
მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური ვითარება თვისებრივად იცვლება, იმის გათვალისწინებით, რომ პირადად ედუარდ შევარდნაძე არჩევნების სუბიექტი აღარ არის. ამავდროულად, მას არ გააჩნია მყარი პოლიტიკური დასაყრდენი, რომელიც მისაღები იქნებოდა ცივილიზებული სამყაროსთვის. სამაგიეროდ, ედუარდ შევარდნაძე ჯერ კიდევ ფლობს სახელისუფლო რესურსს, რომელსაც მისი ამჟამინდელი პარტნიორები უსათუოდ გამოიყენებენ საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად, თუკი ამის საშუალება მიეცემათ. "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში სახელისუფლო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი დაუფარავად ამბობს იმას, რაც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცის: "7%-იანი ბარიერი 140 ათასი ხმაა და ამდენ ხმას მარტო მამალაძე მოგვიტანს. ჩვენ ისევე არ დავრჩებით გარეთ, როგორც "აღორძინება", რომელსაც პარლამენტში მოსასვლელად აჭარის ხმებიც ჰყოფნის." საარჩევნო ხმების "პრივატიზაცია" ის მოვლენაა, რომელიც ქართულ რეალობაში ნორმად იქცა და რომელიც, როგორც წესი, არჩევნების შედეგებს ხელისუფლების სასარგებლოდ ჩამოქნის. ბევრს აღარც ახსოვს, რომ ასეთი "პრივატიზებული ხმები" უკანონოა და, სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, სულაც არ იძლევა პარლამენტში მოხვედრის გარანტიას.
რას გულისხმობს ბეიკერის "მზა რეცეპტი"? ეს არის ერთიანი სისტემა, რომელმაც მაქსიმალურად უნდა გამორიცხოს არჩევნების შედეგების გაყალბება. კერძოდ, საარჩევნო უბნებსა და ინტერნეტში წინასწარ უნდა გამოქვეყნდეს ამომრჩეველთა სიები, საგანგებოდ უნდა მომზადდნენ საარჩევნო კომისიათა წევრები, ხმები დათვლილ უნდა იქნეს არა მხოლოდ კომისიის წევრების, არამედ დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერაც, ხოლო თავად საარჩევნო კომისიები იმგვარად უნდა დაკომპლექტდეს, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, სხვების იგნორირებით, ვერ შეძლოს გადაწყვეტილებების მიღება.
ბეიკერის გეგმა, თავისი წვრილმან-მსხვილმანი პუნქტებით, მიმართულია არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან. და რაკი საამისო საშუალებები ხელისუფლებას მეტი აქვს, ვიდრე ოპოზიციას, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკიდან ჩამოტანილი გეგმა, ნებსით თუ უნებლიეთ, მიმართულია სწორედ სახელისუფლო ბლოკის წინააღმდეგ.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა არჩევნების შედეგებს მნიშვნელოვნად ვერ გააყალბებს? მოხდება ის, რომ პარლამენტი მოსახლეობის პოლიტიკური გემოვნებით დაკომპლექტდება. როგორი აღმოჩნდება ეს გემოვნება, როგორ ითანამშრომლებს ახალ პარლამენტთან ძველი პრეზიდენტი და ვის გაეხსნება გზა საპრეზიდენტო სავარძლისკენ? როდესაც ამ შეკითხვებს გაეცემა პასუხი, მხოლოდ მაშინ გაირკვევა, რას მოუტანს საქართველოს და პირადად ედუარდ შევარდნაძეს მისი ძველი მეგობრის - ჯეიმს ბეიკერის - მოულოდნელი ვიზიტი.