თუ პრეზიდენტი თავის სიტყვას შეასრულებს და მეორე საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ხელისუფლებას ჩამოშორდება, შევარდნაძის შემდგომი პერიოდი დაიწყება 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
ორი წლის წინ, 2001 წლის 12 მარტს გაზეთმა "ალია" გამოაქვეყნა 25 პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის პასუხი შეკითხვაზე - "უნდა გადადგეს თუ არა პრეზიდენტი".
იმ პერიოდში ოპოზიციური პარტიები პერიოდულად მართლაც მოითხოვდნენ ედუარდ შევარდნაძის გადადგომას. მაგრამ ქართულ პოლიტიკაში არ არსებობდა ადამიანი, რომელსაც სჯეროდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტი თავისი გადადგომის ამბავს გამოაცხადებდა.
მაშინ უკვე ცხადი იყო, რომ ედუარდ შევარდნაძე არათუ გადადგომაზე არ ფიქრობდა, არამედ საკუთარი უფლებამოსილების და ინიციატივის მისხალსაც არ თმობდა. ცოტა ხნით ადრე მან მეტად მტკივნეულად აღიქვა პარლამენტართა ხელმოწერები საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნით. მოგვიანებით კი ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის გადაწყვეტილებას ახალი ტიპის ანტიკორუფციული ბიუჯეტის შექმნის შესახებ პირდაპირ სანაგვეზე მიუჩინა ადგილი.
აი, ასეთი მმართველის შესახებ დაისვა შეკითხვა: უნდა გადადგეს თუ არა პრეზიდენტი? და, რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, გამოკითხული პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები სრული სერიოზულობით მოეკიდნენ ამ არარეალურ, მოდელირებულ სიტუაციას პრეზიდენტის შესაძლო გადადგომის შესახებ. ზოგიერთი მათგანი არგუმენტებით ასაბუთებდა, რატომ უნდა გადადგეს, ზოგიერთი - პირიქით, იმას ამტკიცებდა, რატომ არ უნდა გადადგეს. სინამდვილეში, რესპონდენტები პასუხობდნენ შეკითხვას: რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტს ვადაზე ადრე მოუხდება პოსტიდან წასვლა? როგორც აღმოჩნდა, ყველას თავისებური, მაგრამ მკაფიო წარმოდგენა ჰქონდა იმ პერიოდის საქართველოზე, როცა ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტი აღარ იქნება. მაშინვე ცხადად გამოჩნდა, რომ ადამიანების არაცნობიერში შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდი მკვეთრად იყო შემცირებული და მოიცავდა არა 2005 წლამდე დარჩენილ 4 წელიწადს, არამედ - გაცილებით ნაკლებს. ეს შეიძლებოდა გამოწვეული ყოფილიყო მხოლოდ იმ ვითარებით, რომ ქვეყანა თითქმის აღარ იმართებოდა.
გავიდა ორი წელიწადი და ის, რაც შემთხვევით წამოატივტივა ჟურნალისტურმა გამოკითხვამ, სრულად დადასტურდა ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების დონეზე. დღეს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე თითქმის ორი წელიწადი რჩება, პარალიზებულია როგორც პარლამენტი, ასევე მთავრობა. პარლამენტის დანაწევრების ინიციატორიც და უუნარო მთავრობის ხელმძღვანელიც პრეზიდენტია. ედუარდ შევარდნაძის მრავალწლიანი მმართველობის მიწურულს საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობს ქვეყანაში, რომელსაც ხელისუფლება აღარ ჰყავს.
ოთხ თვეში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და გამოჩნდება, რომელი პოლიტიკური ძალები მოვლენ ხელისუფლების სათავეში. როდესაც უმთავრესი სახელისუფლო ინსტიტუტები - პარლამენტი და მთავრობა - ვერ უზრუნველყოფენ თუნდაც რაიმე შინაარსის და ფორმის გადაწყვეტილებების მიღებას, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა, ნებსით თუ უნებლიეთ, ცნობიერად თუ არაცნობიერად, შეგნებულად თუ ინსტინქტების დონეზე, იძულებითი განახლების ზღვართან დგას.
შევარდნაძის შემდგომი პერიოდი ვერაფრით დაიწყება 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. თუ საპარლამენტო არჩევნებს პრეზიდენტის გუნდი მოიგებს, მაშინ შევარდნაძის მმართველობის ხანა გაგრძელდება ახალი პრეზიდენტის დროსაც: იგი ძველი პრეზიდენტის გუნდის საიმედო წევრი და მისი გზის გამგრძელებელი იქნება. ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში კი ოფიციალურად დადასტურდება, რომ შევარდნაძის შემდგომი პერიოდი 2000 წელს დაიწყო. ამის ირიბი დასტური ისიცაა, რომ მეორე არჩევნების მოგების შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ ვერ შეძლო ძლიერი ნაბიჯების გადადგმა და დაღმავალი ინერციით ატარა ქვეყანა. ასე რომ, 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ უფრო მეტი სიზუსტით შევძლებთ მსჯელობას, როდის დაწყო ან როდის დაიწყება შევარდნაძის შემდგომი პერიოდი.