რომ არა 2005 წლის მოლოდინი და შესაბამისი გეგმები, საფიქრებელია, რომ ნინო ბურჯანაძე უმტკივნეულოდ გახდებოდა გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო სიის პირველი ნომერი.
რამდენიმე წლის განმავლობაში საზოგადოება თვალყურს ადევნებდა იმ ნახევრად ფარულ ბრძოლას, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის მიმდინარეობდა პირველი ლიდერობისათვის. და მაშინ, როდესაც სააკაშვილმა რეიტინგებში გვარიანად უკან ჩამოიტოვა ჟვანია, პოლიტიკურ ინტერიერში ახალი კონკურენტი, ახალი ლიდერი გამოჩნდა ნინო ბურჯანაძის სახით.
ეს ფაქტი თავად მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა ირიბად, როდესაც საჯაროდ გააპროტესტა გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო სიაში ბურჯანაძის გვარის პირველ ნომრად ჩაწერა.
ერთი მხრივ, ნინო ბურჯანაძეს არ გააჩნია პარტიული დასაყრდენი, რაც მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის, მნიშვნელობას აკნინებს. ამ თვალსაზრისით, პარლამენტის თავმჯდომარე პარტიულ ლიდერებს კონკურენციას ვერ უწევს. მეორე მხრივ, საზოგადოებრივი აზრის ნებისმიერი კვლევა ადასტურებს, რომ ბურჯანაძეს ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. მას მხარს უჭერს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც არ იცის, ვის მისცეს ხმა. ეს არცოდნა ეფუძნება ენერგიული ლიდერების მიმართ უნდობლობას და ზოგჯერ შიშსაც. ნინო ბურჯანაძის ფიგურა კი პოლიტიკურად ნეიტრალურ ხმებს ანდამატივით იზიდავს. არადა, ასეთი - მოსახლეობის უმრავლესობაა.
საფიქრებელია, რომ სწორედ მაღალი რეიტინგისა და სულ უფრო მზარდი პოპულარობის გამო, პარლამენტის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილი სერიოზულ კონკურენტად მიიჩნევს და არ აპირებს, იგი კიდევ მეტად გააძლიეროს საარჩევნო სიის პირველი გრაფის დათმობით.
თავის მხრივ, თუ ნინო ბურჯანაძე უარს იტყვის პოლიტიკურ ძალებთან კავშირზე, ცხადია, იგი მაინც გახდება დეპუტატი რომელიმე მაჟორიტარული ოლქიდან, მაგრამ, საფიქრებელია, რომ მისი კარიერა სწორედ აქ "გაიყინება". მომავალ პარლამენტს იმ ძალის ლიდერები უხელმძღვანელებენ, რომელიც არჩევნებს მოიგებს, ეულ მაჟორიტარ დეპუტატს კი "მაღალ სავარძელს" აღარავინ დაუთმობს. სამაგიეროდ, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაერთიანებული სიით წარდგება ამომრჩევლის წინაშე და წარმატებასაც მიაღწევს, მისი თითოეული ლიდერი კარგ სამომავლო პერსპექტივას შეინარჩუნებს. მათ შორის ერთ-ერთი პირველი სწორედ ნინო ბურჯანაძე იქნება. ასე რომ, პარლამენტის ამჟამინდელ თავმჯდომარეს ჰაერივით სჭირდება ოპოზიციის გაერთიანება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად ერთიანი სიის პირველ ნომრად ვერ მოხვდება. შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია, სააკაშვილ-ბურჯანაძის დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარის სასარგებლოდ გადაწყდეს.