Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გულნარა პატარიძე


რადიო თავისუფლება ხუთშაბათს, 12 ივნისს პარიზის მახლობლად, ლევილში დაკრძალეს გულნარა პატარიძე, რომელსაც მისი ოჯახის წევრების გარდა, უამრავი ადამიანი მისტირის. მისტირიან იმის გამო,

რომ ქალბატონი გულიკო გამორჩეული იყო. საქმე, "რადიოში" მუშაობა, რასაც მთელი სიცოცხლე შესწირა, არ არსებობდა ადამიანებთან ასევე განსაკუთრებულად ფაქიზი დამოკიდებულების გარეშე. გულნარა პატარიძემ, საფრანგეთში საქართველოდან გადახვეწილი ემიგრანტების შვილმა, მისი ცხოვრებით მოახერხა აღიარებული ყოფილიყო ემიგრაციაში, დასავლეთში, ამის გამო ჰქონდა მას გამოცხადებული ნდობა "რადიო თავისუფლების" ქართული რედაქციის დირექტორი ყოფილიყო და თანამემამულეთა, როგორც ემიგრანტები უწოდებენ, იქაურებს, საქართველოს ქართველებს შორის. გულნარა პატარიძე დაკრძალეს. მისი რედაქციის წევრები ნინო გელაშვილი, მარიამ ჭიაურელი, ანდრო ეული, დავით კაკაბაძე, ოქროპირ რუხაძე, დავსხედით ჩვენი "რადიოს" ერთ სტუდიაში და ჩვენს დირექტორზე ვისაუბრეთ.

იხ. აუდიოვერსია

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG